ასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი — შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი.
ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (შვედ. Astrid Anna Emilia Lindgren; დ. 14 ნოემბერი, 1907 — გ. 28 იანვარი, 2002) — შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები“.
ცხოვრება
ბიოგრაფია
ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.
თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.
თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).
შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისი
ბავშვობაში ასტრიდს მოიცავდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. კრისტინმა მას წიგნების კითხვა შეაყვარა.
ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.
16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა შვილი და იძულებული იყო, იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად დროებით გაეშვა. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) დანიიდან ლარსი ჩამოიყვანა.
ბიბლიოგრაფია
- ყველაზე ცნობილი წიგნები და სერიები
- პეპი გრძელწინდა (შვედ.: Pippi Långstrump)
- კარლსონი (შვედ.: Karlsson på taket)
- ლიონებერგელი ემილი (შვედ.: Emil i Lönneberga)
- დეტექტივი კალე ბლუმკვისტი (შვედ.: Mästerdetektiven Blomkvist)
- მადიკენი
- ყაჩაღის ასული რონია (შვედ.: Ronja rövardotter)
- ჩვენც სალტკროკელები ვართ (შვედ.: Tjorven på Saltkråkan)
- ბიულერბიუელი ბავშვები (შვედ.: Barnen i Bullerbyn)
- მიო, ჩემო მიო (შვედ.: Mio, min Mio)
- ძმები ლომგულები (შვედ.: Bröderna Lejonhjärta)
- მაწანწალა რასმუსი (შვედ.: Rasmus på luffen)
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ასტრიდ ლინდგრენი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ასტრიდ ლინდგრენის სამყარო დაარქივებული 2005-09-23 საიტზე Wayback Machine. - გასართობი პარკის ოფიციალური საიტი
- ასტრედ ლინდგრენის მუზეუმი!
სქოლიო
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 https://web.archive.org/web/20171006140953/http://jeugdliteratuur.org/auteurs/astrid-lindgren
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 NooSFere — 1999.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Sveriges dödbok 1830–2020 — Sveriges Släktforskarförbund, 2021.
- ↑ Minnet lever efter Astrid Lindgren — 2002. — ISSN 1103-9388
- ↑ I Astrids fotspår
- ↑ Astrid Lindgren
- ↑ Friedenspreis 1978 Astrid Lindgren
- ↑ Lisebergsapplåden
This article uses material from the Wikipedia ქართული article ასტრიდ ლინდგრენი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.