არქიმედე: ძველი ბერძენი მეცნიერი

არქიმედე ( Ἀρχιμήδης; დ.

დაახლ. ძვ. წ. 287 — გ. ძვ. წ. 212) — ძველი ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუზაში, სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.

არქიმედე
ძვ. ბერძნ. Ἀρχιμήδης ὁ Συρακόσιος
არქიმედე: ძველი ბერძენი მეცნიერი
დაბ. თარიღი ძვ. წ. 287[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ancient Syracuse [7] [8]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 212[9] [1] [8] [10] [11] [4] [12] [5] [7]
გარდ. ადგილი ancient Syracuse[7] [8]
მოქალაქეობა ancient Syracuse
საქმიანობა მათემატიკოსი[8] , ფიზიკოსი[8] , ასტრონომი, გამომგონებელი, military engineer, ფილოსოფოსი და ინჟინერი
მამა ფიდია

ვარაუდობენ, რომ არქიმედეს მამა, ფიდია, ასტრონომი იყო. ის ხელმძღვანელობდა შვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს, შემდეგ კი არქიმედემ სწავლა-განათლება განაგრძო იმ დროის უდიდეს კულტურულ ცენტრში – ალექსანდრიაში. აქ იგი დაუახლოვდა ევკლიდეს მოწაფეებს ერატოსთენეს და კონონს. არქიმედეს შრომების ნაწილმა ჩვენამდე ამ მეცნიერებთან მიმოწერის სახით მოაღწია. არქიმედეს ცხოვრების ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება მისი ასტრონომიული შრომები, ცის სფეროს მოდელი – გლობუსი, მზის დიამეტრის გამზომი ხელსაწყო და აგრეთვე პირველი თხზულებანი მექანიკაში, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ფიზიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი შრომა: „სიბრტყეთა წონასწორობის შესახებ“, რომელიც აგებულია ევკლიდეს „საწყისების“ მსგავსად. პოსტულატების ჩამოყალიბებას მოსდევს ბერკეტის კანონის მათემატიკური გამოყვანა და სწავლება სიმძიმის ცენტრის შესახებ. არქიმედეს პირველი მათემატიკური თხზულება იყო „პარაბოლას კვადრატურის შესახებ“, სადაც გამოყენებულია ფართობის გამოთვლის „მექანიკური“ მეთოდი. უფრო გვიანდელ შრომაში „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ გადმოცემულია სფეროს, სფერული სეგმენტის, ცილინდრის ზედაპირისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები. აქვეა მოცემული კუბური განტოლების გეომეტრიული ამოხსნა. საკუთარი მეთოდის საშუალებით, რომელიც ორი ათასი წლის შემდეგ ინტეგრალურ აღრიცხვაში განვითარდა, არქიმედემ განსაზღვრა სხვადასხვა სხეულის ზედაპირის ფართობი და მოცულობა. სტატიკურ და ჰიდროსტატიკურ შრომებში ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად მან პირველმა გამოიყენა ფიზიკური და მათემატიკური მეთოდები. შემოქმედების გვიანდელ პერიოდში არქიმედე დაინტერესდა ზუსტი გამოთვლებით, რაც უცხოა ანტიკური მათემატიკისათვის. არქიმედეს ბოლო გამოკვლევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა „მოტივტივე სხეულების შესახებ“, რომელშიც გადმოცემულია არქიმედეს კანონი.

არქიმედეს მრავალრიცხოვანმა აღმოჩენებმა განაპირობა მრავალი ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარული წარმოშობა აქვს ამაყ ფრაზასაც: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!“ და შეძახილსაც „ევრიკა!“. არქიმედე იზიარებდა დემოკრიტეს და არისტარქეს მატერიალისტურ შეხედულებებს. გენიალურ თეორიულ აღმოჩენებთან ერთად არქიმედეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც, როგორიცაა არქიმედეს ხრახნი.

რესურსები ინტერნეტში

არქიმედე: ძველი ბერძენი მეცნიერი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 British Museum person-institution thesaurus
  • Toomer G. J. Encyclopædia Britannica
  • Encyclopaedia Herder
  • 4.0 4.1 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  • 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  • [[:ru:Любкер,_Фридрих|Любкер Ф.]]_[http://dlib.rsl.ru/01003599381_Archimedes]_//_''[[:d:Q30059240|Реальный_словарь_классических_древностей_по_Любкеру]]''_/_под_ред._[[:ru:Зелинский,_Фаддей_Францевич|Ф. Ф. Зелинский]],_[[:ru:Георгиевский,_Александр_Иванович|А. И. Георгиевский]],_[[:ru:Куторга,_Михаил_Семёнович|М. С. Куторга]]_и_др._—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Филологическое_общество|Общество_классической_филологии_и_педагогики]],_1885._—_С. 130–131."> Любкер Ф. Archimedes // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 130–131.
  • 7.0 7.1 7.2 Archivio di Autorità del Museo Galileo
  • 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118503863 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • [[:it:Istituto_dell'Enciclopedia_Italiana|Istituto_dell'Enciclopedia_Italiana]]_[[:d:Q65921422|Enciclopedia_on_line]]
  • -13"> Istituto dell'Enciclopedia Italiana Enciclopedia on line
    https://wikidata.org/wiki/Track:Q65921422">https://wikidata.org/wiki/Track:Q3803714">

    This article uses material from the Wikipedia ქართული article არქიმედე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    სირაკუზასიცილიაძვ. წ. 212ძვ. წ. 287

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ტემპერატურაკვადრატიჯონჯოლისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიირაკლი ღარიბაშვილისასანიანთა იმპერიაანა დოლიძეაღმოსავლეთი საქართველოანემიაერთეულთა საერთაშორისო სისტემასაჰარაოპერაფილების ტექტონიკაგულინიკო ნიკოლაძევეტოThe Beatlesმთვარის დაბნელებატოტალიტარიზმიბახტრიონი (პოემა)იუსტინიანე Iმსოფლიოს მოსახლეობააია-სოფიას ტაძარიარაბთა სახალიფონაცვალსახელისაქართველოს ფრინველთა სიანიკა გვარამიანაღვლის ბუშტიგიორგი IV ლაშაამერიკაკანონიერი ქურდიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი69 (სექსუალური პოზა)დინოზავრებისახელმწიფოგოგირდიმონაკოსომხეთიძუძუმწოვრებიპეპ გვარდიოლაყიზილბაშებირომაული ხელოვნებასამკუთხედისაქართველოს რევოლუციური კომიტეტითრომბოციტებირაბათის ციხეალპური დანაოჭებაიმპრესიონიზმირიონიაბანოთუბანისვანეთიიოსებ სტალინიპოლიტიკალუქსემბურგიგიორგი VII (საქართველოს მეფე)მოსკოვიფეხბურთისიონის ტაძარითორნიკე ოქრიაშვილითამარ მეფეყაზახეთისაქართველო XVIII საუკუნეშისლოვაკეთივარდების რევოლუციაკანონი (ნორმატიული აქტი)დეკლარაციაშუშანიკის წამებაფსორიაზივეფხვიციყვიშოთა რუსთაველიეკოსისტემაკაცია-ადამიანი?!ერლინგ ჰოლანიარწივი🡆 More