არმენ სარქისიანი (სომხ.
Արմեն Վարդանի Սարգսյան; დ. 23 ივნისი, 1953, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, ფიზიკოსი. სომხეთის პრეზიდენტი 2018-2022 წლებში. სომხეთის რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი 1996-1997 წლებში.
არმენ სარქისიანი | |
არმენ სარქისიანი 2018 წელს | |
სომხეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აპრილი, 2018 – 23 იანვარი, 2022 | |
წინამორბედი | სერჟ სარქისიანი |
მემკვიდრე | ალენ სიმონიანი (მ/შ) ვაჰაგნ ხაჩატურიანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი 1996 – 20 მარტი 1997 | |
წინამორბედი | ჰრანტ ბაგრატიანი |
მემკვიდრე | რობერტ ქოჩარიანი |
დაბადებული | 23 ივნისი, 1953 ერევანი, სომხეთის სსრ |
მამა | ვართან სარქისიანი |
განათლება | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
არმენ სარქისიანი დაიბადა 1953 წლის 23 ივნისს სომხეთის სსრ-ში. 1970-1976 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1992-1993 წლებში იყო სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ხოლო 1995-1996 წლებში — ბელგიაში, ვატიკანში და ლუქსემბურგში. 1996 წლის 4 ნოემბერს პრეზიტენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა იგი დანიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იგი 1997 წლის 20 მარტამდე დარჩა.
არმენ სარქისიანი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ის გაერთიანებულია ორგანიზაციაში, რომელიც იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.
2018 წლის 2 მარტს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
2022 წლის 23 იანვარს გადადგა თანამდებობიდან.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არმენ სარქისიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.