არიადნა შენგელაია

არიადნა ვსევოლოდის ასული შენგელაია (ქალიშვილობის გვარი — შპრინკი; დ.

არიადნა შენგელაია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელაია.

13 იანვარი 1937, ტაშკენტი, უზბეკეთი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), რუსეთის სახალხო არტისტი (2000), საკავშირო კინოფესტივალის ლაურეატი (1959). რეჟისორ ელდარ შენგელაიას მეუღლე. შენგელაიამ პირველი პრემია მიიღო კიევის საკავშირო კინოფესტივალზე ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის ფილმში „ევგენი ონეგინი“ (1958). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (2020).

არიადნა შენგელაია
არიადნა შენგელაია
დაბადების სახელი არიადნა შპრინკი
დაბადების თარიღი 13 იანვარი, 1937 (1937-01-13) (87 წლის)
ტაშკენტი, უზბეკეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957-2002
მეუღლე(ები) ელდარ შენგელაია (1957-1980 წლები)

ბიოგრაფია

1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). იყო თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. კინოში არაერთი როლი აქვს შესრულებული. 1957 წლიდან იღებენ კინოში. ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას ითამაშა ფილმებში: „ევგენი ონეგინი“ და „ეჟენი გრანდე“. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში იყო საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. 1960 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეკატერინა ვორონინა“, სადაც შეასრულა ირინას როლი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რეჟისორებთან ივანე პირიევთან, გიორგი დანელიასთან, ნადეჟდა კოშევეროვასთან, ფელიქს მირონერთან, ისიდორე ანენსკისთან, აბრამ როომთან, ნაუმ ტრახტენბერგთან, ელდარ შენგელაიასთან და სხვებთან. არიადნა შენგელაია ცნობილი იყო თავისი ნატიფი არტისტული სილამაზითა და ძველბერძნული სახელით — არიადნათი. 1980 წლიდან მუშაობას იწყებს მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში მსახიობად. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „შერეკილები“, „ევგინი ონეგინი“, „მთვარის მოტაცება“, „თეთრი ქარავანი“, „ძოწის სამაჯური“ და სხვა. თამაშობდა თეატრშიც. აღსანიშნავია კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“ და ანა ფრანკის როლი სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“. 1957-1980 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ქართველ რეჟისორთან ელდარ შენგელაიასათან. არიადნა შენგელაიას პირველი გვარია შპრინკი.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1957 ეკატერინა ვორონინა Екатерина Воронина ირინა
1958 მატროსი კომეტიდან Матрос с «Кометы»
1958 ევგენი ონეგინი Евгений Онегин ტატიანა ლარინა
1959 თეთრი ღამეები Белые ночи
1959 ფორტუნა Фуртуна ელინი
1960 ეჟენი გრანდე Евгения Гранде ეჟენი გრანდე
1960 მიყვარხარ, ცხოვრებავ! Люблю тебя, жизнь! ლენა ტოპილინა
1960 ფრთხილად, ბებია! Осторожно, бабушка! ლენა
1961 ენგურის ნაპირებზე მანოლი
1962 შეშლილთა სასამართლო Суд сумасшедших მაიერი
1962 ნაპირზე დათხოვნა Увольнение на берег ჟენია
1963 თეთრი ქარავანი მარია
1964 ძოწის სამაჯური Гранатовый браслет ვერა შეინა
1965 რომეო, ჩემი მეზობელი Ромео, мой сосед ნონა
1965 წელიწადი როგორც ცხოვრება Год как жизнь
1965 დრო იწურება განთიადისას ბრიკი
1966 გასროლა Выстрел თავადის ქალი
1968 ჯვარცმული კუნძული ლოტა
1969 არ იდარდო! გენერლის მეუღლე
1970 ვარდნის კუთხე Угол падения
1970 ფერენც ლისტი Ференц Лист კაროლინა
1971 გოია, ანუ ცოდნის მძიმე გზა Гойя, или Тяжкий путь познания ჟოზეფა
1973 მთვარის მოტაცება კაროლინა
1973 დიმიტრი კანტემირი Дмитрий Кантемир კასანდრა
1973 და მაშინ მე ვთქვი არა... И тогда я сказал нет…
1973 ნიჭიერები და თაყვანისმცემლები Таланты и поклонники
1973 შერეკილები მარგალიტა
1977 სინემა ჩოლოყაშვილის მეუღლე
1979 ჩვენ გვაპატიეთ Простите нас
1980 მიზანი ნადიდე
1981 ოქროს საწმისი
1981 მინდა, რომ იგი მოვიდეს
1982 პროფესია — გამომძიებელი Профессия — следователь მალიკა
1983 ექიმის მოწაფე Ученик лекаря მარია
1984 ვინ არის მასზე ძლიერი Кто сильнее его
1985 ბუდულაის დაბრუნება Возвращение Будулая სამხედრო ექიმი
1986 გორგონების თავი Голова Горгоны ანა
1987 დაჭრილი ქვები Раненые камни ასიიათი
1987 ასეთი ისტორია Вот такая история... სერგეის დედა
1991 აჯუბის შავი პრინცი Чёрный принц Аджуба მალიკა
1992 სიწყნარე Тишина ელგა
1994 სახლი ქვაზე Дом на камне
1995 გლეხი ქალიშვილი Барышня-крестьянка
1997 ჯადოსნური პორტრეტი Волшебный портрет
2002 ბაბი იარი Бабий Яр ხანა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

არიადნა შენგელაია ბიოგრაფიაარიადნა შენგელაია ფილმოგრაფიაარიადნა შენგელაია რესურსები ინტერნეტშიარიადნა შენგელაია სქოლიოარიადნა შენგელაია13 იანვარი19372020ელდარ შენგელაიასაქართველოს სსრ სახალხო არტისტიტაშკენტიუზბეკეთიქართველებიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუნილინგუსიაზიაბელგიასაქართველო V საუკუნეშიანტანტაბუღა თურქის შემოსევაენგურის ჰიდროელექტროსადგურიბაგრატის ტაძარიმერაბ მამარდაშვილისიურრეალიზმიზმნააბსცისაედუარდ შევარდნაძენეიტრონული ვარსკვლავივირუსებიმზის სისტემაავსტრალიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960სტუმარ-მასპინძელისინგაპურიარისტოტელელეონარდო და ვინჩიათეროსკლეროზიმიხეილ მესხიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშილუქსემბურგიწიგნი სიბრძნე სიცრუისაერთა ლიგა (უეფა)სოკოებივახტანგ VIგულიანტარქტიდაპენალტების სერიაბერძენ-სპარსელთა ომებივარლამ ლიპარტელიანიმალავიქართლის სამეფონარკოტიკიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობარელიგიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბალკანეთის ნახევარკუნძულიფსიქოლოგიამიწისძვრავეფხისტყაოსანიარქაიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიამასიის ზავიზურიკო დავითაშვილიკახეთის აჯანყება (1659)თორმეტი ოლიმპოელინავთობიკამერუნიამერიკის შეერთებული შტატებინიადაგიდედამიწაკოლხეთის ეროვნული პარკითბილისის არქეოლოგიური ძეგლებიფეხბურთიშოთა რუსთაველიევოლუციამტკვარიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციავინსენტ ვან გოგიმსოფლიოს შვიდი საოცრებასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს პარლამენტითევზებიმაიმუნებიჯიხვიექვთიმე თაყაიშვილიჩერნობილის კატასტროფაეგვიპტესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასამკურნალო მცენარეებიThe Beatlesკომუნიზმიიუნესკოლაშა დვალი🡆 More