ართვინი: ქალაქი და რაიონი თურქეთში

ართვინი — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ართვინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა ტერმინს „ართვინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ართვინი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს მდინარე ჭოროხის ნაპირზე, საქართველოს ისტორიულ მხარე ნიგალის ხეობაში, ბათუმიდან 50 კმ. მოსახლეობა 23 157 ადამიანი (2000 წ.).

ქალაქი
ართვინი
Artvin
ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა
გერბი
ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°10′56″ ჩ. გ. 41°49′10″ ა. გ. / 41.18222° ჩ. გ. 41.81944° ა. გ. / 41.18222; 41.81944
ქალაქის მერი ემინ ოზგუნი
ფართობი 7,436 კმ²
ცენტრის სიმაღლე 345
მოსახლეობა 23 157 კაცი (2000)
სიმჭიდროვე 3114 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08
ოფიციალური საიტი artvin.bel.tr
ართვინი — თურქეთი
ართვინი

ისტორია

მდინარე ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის სამეფოს ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება. 1932 წელს ქალაქთან აღმოჩნდა ძვ .წ. XII-XI საუკუნეების ბრინჯაოს განძი. ართვინი VIII-IX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქს, ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ, ართვინი დაკნინდა. ოსმალეთის იმპერიის შემდაგენლობაში ქალაქი ართვინი ეკუთვნოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზას. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ართვინის ოკრუგის ცენტრი. 1882 წლისთვის ქალაქში იდგა 2 სომხური გრიგორიანული, 3 სომხური კათოლიკური ეკლესია, ტყავის სამი ქარხანა, 7 სკოლა. 1918 წელს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1920 წლის 3 მაისს, ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის თანხმობით, ქალაქში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები შევიდნენ ბახშიბეი მაჩაბელის მეთაურობით. 1921 წლიდან ყარსის ხელშეკრულებით ისევ თურქეთის საზღვრებშია.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882 5862
1888 ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა  6442 3275 3167
1910 ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა  7494 3578 3916
2000 ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა  23 157
2012 ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა  25 771
2016 ართვინი: ისტორია, დემოგრაფია, გალერეა  26 329

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ართვინი ისტორიაართვინი დემოგრაფიაართვინი გალერეაართვინი ლიტერატურაართვინი რესურსები ინტერნეტშიართვინი სქოლიოართვინიართვინის პროვინციაბათუმითურქეთინიგალისაქართველოჭოროხი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იგლუნივთიერებაარაგვიდედამიწის სტრუქტურაალექსანდრე ყაზბეგიგულიდედა ენაათეროსკლეროზიმიკროორგანიზმებიგარემოს დაცვაბუნების დაცვაბიძინა ივანიშვილიიესო ქრისტექართული ფილმების სიასუფრის მარილინაცვალსახელიყივანახველაარგონავტებიოსმალეთის იმპერიის ისტორიაჩერნობილის კატასტროფარუსეთის იმპერიადედაენაკვარციანა ნაცვლიშვილიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებახორვატიაასომთავრულიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაუდაბნოგავრილოვის ღამეევროპის ჰიმნიპლურალიზმი69 (სექსუალური პოზა)პლანეტაგასტრიტიალჟირიდემაგოგიალობიჩრდილოეთი აფრიკასაქართველოს პრეზიდენტისაქართველოს სამოქალაქო ომიგერმანიის ქალაქების სიალავრენტი ბერიაქართლიმდგრადი განვითარებაატომიქართული დამწერლობატემპერატურაკურო (ასტროლოგია)კონსტანტინოპოლის დაცემაზამთარისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიაღმოსავლეთი საქართველოჰაერის დაბინძურებაკომუნიზმიირაკლი კობახიძეშალვა პაპუაშვილიბოლნისის სიონიგნეუს პომპეუს მაგნუსისილიციუმისაქართველოს პარლამენტითერგდალეულებიდაცული ტერიტორიავატიკანიდინოზავრებიშავი ზღვაენერგიახელოვნებაქართული გვარისსრკ-ის დაშლალობიოთორნიკე ერისთავიქაქუცა ჩოლოყაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიირანისაქართველომე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი🡆 More