არამ ხაჩატურიანი (სომხ.
Արամ Խաչատրյան; დ. 6 ივნისი, 1903, ტფილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 1 მაისი, 1978, მოსკოვი, სსრკ) — სომეხი კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი, დირიჟორი, პედაგოგი. სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ „ტიტანად“ მიიჩნევა.
არამ ხაჩატურიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | არამ ხაჩატურიანი |
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1903 ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 მაისი, 1978 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი, ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
დაიბადა ტფილისში (ამჟ. თბილისი), იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილში, ხელმოკლე სომეხთა ოჯახში (მის ნამუშევრებში ძლიერია სომხური ფოლკლორის გავლენა).
ახალგაზრდობაში აღტაცემაში მოჰყავდა მუსიკას რომელიც მის ირგვლივ ესმოდა, თუმცა თავდაპირველად მას მუსიკა ან მისი კითხვა არ შეუსწავლია. 1921 წელს ის მოსკოვში მოგზაურობს მარტოდმარტო მუსიკის შესწავლის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მუსიკალური განათლება არ გააჩნდა და ერთი სიტყვა რუსული არ ესმოდა. თუმცა ისეთი მუსიკალური ტალანტი გამოამჟღავნა, რომ გნესინისი ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ჩელოს სწავლობდა მიხაილ გნესინის ზედამხედველობის ქვეშ და 1925 წელს კომპოზიციის კლასში რიცხავენ. 1929 წელს ის მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის, სადაც ნიკოლაი მიასკოვსკისთან სწავლობს. 1930-იანებში ის ნინა მაკაროვას ირთავს ცოლად, მიასკოვსკის კლასის თანაკურსელს. 1951 წელს ის გნესინის სახელმწიფო მუსიკალური და პედაგოგიური ინსტიტუტისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ხდება. მას ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს კომპოზიტორთა კავშირში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მისი რამდენიმე ნაშრომი სასტიკად გაკიცხა ე.წ. „ფორმალიზმისთვის“ პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სამი კომპოზიტორი საბჭოთა მუსიკის ე.წ. „ტიტანები“ გახდნენ, მსოფლიო-კლასის რეპუტაციითა და საუკუნის კომპოზიტორთა ტიტულის დამკვიდრებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არამ ხაჩატურიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.