ანტიციკლონი

ანტიციკლონი — მაღალი ატმოსფერული წნევის არე, რომელიც მოთავსებულია ციკლონებს შორის.

წნევების განაწილების რუკაზე ანტიციკლონი წარმოდგენილია კონცენტრული, უსწორო, დაახლოებით ოვალური ფორმის იზობარებით (ერთნაირი წნევის ხაზებით). უდიდესი წნევაა ანტიციკლონის ცენტრში, პერიფერიისაკენ კლებულობს. ზღვის დონეზე ანტიციკლონის ცენტრში წნევა 1025-1040 მბარ-მდე იზრდება, ზოგჯერ კი (მაგალითად ზამთრობით აზიაში) 1070 მბარ-მდე (როდესაც ზღვის დონეზე საშუალო წნევა 1010-1015 მბარია) (1000 მბარი ≈750 მმ ვწყ. სვ. ≈1,02 კგძ/სმ²).

ანტიციკლონი
ანტიციკლონის სატელიტური გამოსახულება
ანტიციკლონი
ანტიციკლონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში

ანტიციკლონი ყოველდღიურად ვითარდება ტროპოსფეროში (ატმოსფეროს ქვედა ნაწილში) ციკლონებთან ერთად; ერთიცა და მეორეც ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის შემადგენელი ნაწილია და ქმნის ჰაერის განედთშორის ცვლას. წელიწადში ორივე ნახევარსფეროს ტროპოსფეროში იქმნება მრავალი ასეული ანტიციკლონი. ცალკეული ანტიციკლონი არსებობს რამდენიმე დღე-ღამის ან კვირის განმავლობაში. ანტიციკლონი მოძრაობს ტროპოსფეროს ჰაერის გადაადგილების მიმართულებით, ესე იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ამასთანავე გადაიხრება დაბალი განედების მიმართულებით 30 კმ/სთ სიჩქარით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და 40 კმ/სთ სიჩქარით სამხრეთში.

ანტიციკლონში ქარი ქრის საათის ისრის მიმართულებით და ცენტრის გარშემოვლით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ხოლო საათის ისრის საწინააღმდეგოდ — სამხრეთ ნახევარსფეროში. ქარი ანტიციკლონის შუა ნაწილში სუსტია, პერიფერიისკენ ძლიერდება და აჩენს გრიგალებს. ანტიციკლონის სიმაღლე რამდენიმე ათასი კილომეტრია. ანტიციკლონში ღრუბლიანობა და ნალექი მცირეა. ხასიათდება მოწმენდილი ამინდით. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გამოიყოფა აზორის ანტიციკლონი, რომელიც წარმოადგენს ატმოსფეროს მოქმედების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აღსანიშნავია აგრეთვე ჰავაის ანტიციკლონი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აზიაზღვის დონეციკლონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აფრიკააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტილეიკოციტებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებირომის იმპერიამიქელანჯელო ბუონაროტინიადაგითურქეთის ისტორიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამერაბ მამარდაშვილითავისუფლების დიდი ქარტიახელოვნებაირანისიყვარულიგამზრდელი (პოემა)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიჭიამაიასებრნიარჩვინაპოლეონ ბონაპარტიბაროკოვოლფგანგ ამადეუს მოცარტიანგარიშთა გეგმადედამიწაბულგარეთითებულოსმთაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)იოჰან სებასტიან ბახიბალეტიაბსცისაგრიგოლ ხანძთელირომან ფიფიაფილოსოფიაწითელათეიმურაზ Iრუსეთ-საქართველოს ომი (2008)კარლეს პუჩდემონიზებულონიჯვაროსნული ლაშქრობებიმიტოზიჩინეთიმთავარი გვერდიჯალალედინიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდამამუკა მდინარაძედათა თუთაშხიადავით IIIგანმანათლებლობაალექსანდრე ჭავჭავაძეიმერეთიხვანჭკარა (ღვინო)ვახტანგ I გორგასალიმიხეილ ჯავახიშვილიმარკ ტვენიეგრისის დიდი ომისიღნაღიმარქსიზმივარდების რევოლუციათეთრი დათვიარსებითი სახელიმწვერვალიჰექტარიკვადრატული მეტრისაქართველოს გეოგრაფიადავითგარეჯაბაქტერიებიტერორიზმისლოვაკეთიწიგნინაციონალ-სოციალიზმი29 აპრილიფოთიენდომეტრიოზიფარავანიივანე მაჩაბელივლადიმერ ლენინივიკისაწყობილითოსფერობენიტო მუსოლინი🡆 More