ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ.

ქვეყანა კუნძულებზე განლაგებული არქიპელაგია, მათ შორის უდიდესი კუნძულებია: ანტიგუა და ბარბუდა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 95,900 ადამიანს შეადგენს და მათი 97% კუნძულ ანტიგუაზე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პორტია სენტ-ჯონზი, რომელიც ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო კუნძულ ბარბუდას უდიდესი ქალაქია კონდრინგტონი. ანტიგუა და ბარბუდა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მეთაურია მეფე ჩარლზ III.

ანტიგუა და ბარბუდა
ინგლ. Antigua and Barbuda
ანტიგუა და ბარბუდა
ანტიგუა და ბარბუდა ანტიგუა და ბარბუდის
გერბი
დევიზი: „Each Endeavouring, All Achieving
(თუ ყოველი ეცდება, ყველა მიაღწევს მიზანს)“
ჰიმნი: „Fair Antigua, We Salute Thee“
ანტიგუა და ბარბუდა
ანტიგუა და ბარბუდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სენტ-ჯონსი
17°07′ ჩ. გ. 61°51′ დ. გ. / 17.117° ჩ. გ. 61.850° დ. გ. / 17.117; -61.850
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია
 -  მმართველი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი სერ როდნი უილიამსი
 -  პრემიერ-მინისტრი გესტონ ბრაუნი
ფართობი
 -  სულ 440 კმ2 (195-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 86 754 (191-ე)
 -  სიმჭიდროვე 197 კაცი/კმ2 (57-ე)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
 -  სულ $1.522 მილიარდი (170-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,892 (59-ე)
აგი (2007) 0.815 (მაღალი) (57-ე)
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი ATG
Internet TLD .ag
სატელეფონო კოდი 1 268

კუნძული ანტიგუა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1632 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუის, ხოლო 1678 წელს ბარბუდის კოლონიზაცია მოახდინა. 1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას შეუერთდა, რომლის დაშლის შემდეგაც, 1967 წელს ვესტ-ინდოეთის ასოცირებული ქვეყნების წევრი გახდა. 1981 წლის 1 ნოემბერს ანტიგუა და ბარბუდა გაერთიანებული სამეფოს მმართველობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

2017 წლის სექტემბერში ბარბუდას თავს დაატყდა ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც კუნძულის შენობებისა და ინფრასტრუქტურის 95% ძლიერ დააზიანა ან დაანგრია, რის შემდეგაც მისი ყველა მცხოვრების ანტიგუაზე ევაკუირება მოხდა.

ისტორია

თავდაპირველად ანტიგუას ტერიტორიაზე დასახლებულები იყვნენ არქაული ხანის მონადირე ინდიელები, რომლებიც სიბონეის სახელით იყვნენ ცნობილნი. რადიოკარბონული ანალიზის მიხედვით, კუნძულის ტერიტორიაზე უძველესი დასახლებები ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება.

ანტიგუაში მდინარე ორინოკოს ხეობიდან ემიგრირებული არავაკები ცხოვრებდნენ. ისინი თავიანთ კულტურასთან ერთად გამოირჩეოდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებით. არავაკებს მოჰყავდათ შავი ანანასი, სიმინდი, ბატატი, წიწაკა, გუავა, თამბაქო და ბამბა. მოგვიანებით კუნძულზე კარიბები დასახლდნენ. ძვ. წ. 1100 წელს არავაკების უმრავლესობამ ანტიგუა დატოვა, ხოლო დარჩენილები კარიბების თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ.

1493 წელს კუნძული ანტიგუა თავისი მეორე ექსპედიციის დროს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. მტკნარი წყლის ნაკლებობის გამო ესპანელებმა ანტიგუას კოლონიზაცია არ მოახდინეს.

ანტიგუა და ბარბუდა 
ანტიგუა 1823 წელს

1632 წლიდან ანტიგუა დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, ხოლო ბარბუდას კოლონიზაცია 1685 წელს კრისტოფერ კოდრინგტონმა მოახდინა. ინგლისელები ამ ტერიტორიებზე პლანტაციურ სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, მოჰყავდათ შაქრის ლერწამი, ბამბა, თამბაქო და ქოქოსი. პლანტაციებში ისინი დასავლეთ აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს ამუშავებდნენ. გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო ქვეყანაში 1701 და 1729 წლებში მონათა აჯანყებები მოხდა. საბოლოოდ, ანტიგუა და ბარბუდაში, ისევე, როგორც ვესტ-ინდოეთის სხვა ქვეყნებში, მონობა 1834 წელს გაუქმდა, რამაც ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა ბუნებრივმა კატასტროფებმა: 1843 წლის მიწისძვრამ და 1847 წლის ქარიშხალმა.

1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციაში გაერთიანდა, რომლის წევრიც 1962 წლამდე იყო.

1967 წელს 27 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუა და ბარბუდა „დიდი ბრიტანეთის ასოცირებულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა და სრული შიდა ავტონომია მიანიჭა. 1981 წლის 1 ნოემბერს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი ერთა თანამეგობრობის წევრი გახდა და და უმაღლეს ხელისუფლად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II გამოაცხადა, ხოლო ქვეყნის უკანასკნელი გუბერნატორი ჯეიკობს უილფრედი — გენერალ-გუბერნატორად, რა თანამდებობამაც ბრიტანეთის მონარქის წარმომადგენლის ფუნქცია შეიძინა.

1995 წელს ბარბუბას კუნძული ქარიშხალმა „ლუისმა“ დააზიანა.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2004 წლამდე ქვეყანას ანტიგუას მშრომელთა პარტია მართავდა, რომლიც ხელმძღვანელებსაც მუდმივად კორუფციაში, ქრონიზმსა და ფინანსების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. 2004 წელს ანტიგუა და ბარბუდაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ბოლდვინ სპენსერის ერთიანმა პროგრესულმა პარტიამ მოიპოვა. 2014 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლებაში კვლავ მშრომელთა პარტია დაბრუნდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გასტონ ბრაუნი გახდა.

2017 წლის სექტემბერში ბარბუდას ქარიშხალი „ირმა“ დაატყდა თავს, რომლიც სიჩქარეც 296 კმ/სთ იყო. ქარიშხალმა კუნძულის შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის 95% გაანადგურა, რის შემდეგაც ბარბუდას ყველა მცხოვრები კუნძულ ანტიგუაზე გადაიყვანეს.

პოლიტიკა

ანტიგუა და ბარბუდა საპარლამენტო წარმოამადგენლობითი დემოკრატიაა. 2022 წლიდან მისი მმართველია დიდი ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ III, რომელიც ქვეყანაში ვიცე-რეგალის, მისივე დანიშნული გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. ამჟამად ამ პოზიციას სერ როდნი უილიამსი იკავებს. მინისტრთა საბჭოს გენერალ-გუბერნატორი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით ნიშნავს, რომელიც მთავრობის მეთაურია. ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გასტონ ბრაუნი იმყოფება.

ანტიგუა და ბარბუდას საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია, რომელიც სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამჟამად მისი უდიდებულესობა მეფის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის ლიდერი ბოლდვინ სპენსერის ხელმძღვანელობით ერთიანი პროგრესული პარტიაა.

საერთაშორისო ურთიერთობები

ანტიგუა და ბარბუდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, ესენია: გაერო, ბოლივარული ალიანსი, ერთა თანამეგობრობა, კარიბის გაერთიანება, აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა გაერთიანება, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ადამიანის უფლებები

კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მსგავსად, ანტიგუა და ბარბუდაში აკრძალულია და კანონით დასჯადია ერთი სქესის ადამიანთა შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების შემზღუდველი კანონების გაუქმებისთვის სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობები იბრძვიან.

ეკონომიკა

ანტიგუა და ბარბუდას ეკონომიკის წამმართველი ძალა ტურიზმის სექტორია, რომელიც ქვეყნის მშპ-ს ნახევარზე მეტს გამოიმუშავებს. ანტიგუა მდიდრული კურორტებითა და მაღალი დონის კულტურული დანიშნულების ადგილებით გამოირჩევა. ტურისტების ერთ მესამედს ამერიკელები შეადგენენ.

ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს საინვესტიციო ბანკები და ფინანსური სერვისები იკავებენ. ანტიგუაში კანადის სამეფო ბანკის ოფისი მდებარეობს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ქვეყნის შიდა ბაზარზეა დამყარებული, რომლის განვითარებასაც შეზღუდული წყლის რესურსი და მუშახელის ნაკლებობა აფერხებს.

ანტიგუა და ბარბუდა ჩართულია ეკონომიკური მოქალაქეობის პროგრამაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა.

გეოგრაფია

სახელმწიფო შედგება ორი შედარებით დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისაგან, რომლებიც მის სანაპიროსთან მდებარეობენ. ანტიგუა ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებული კუნძულია და მისი ფართობი 280 კმ²-ია. სიდიდით მეორე კუნძულია ბარბუდა, რომელიც მდებარეობს ანტიგუის ჩრდილოეთით, 48 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, მისი ფართობია 161 კმ².

ქვეყნის ლანდშაფტი ძირითადად დაბლობებით ხასიათდება. ანტიგუის ყველაზე მაღალი მწვერვალია ობამას მთა, რომელიც ბოგის ბორცვის სახელითაცაა ცნობილი.

ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სენტ-ჯონზი, რომელიც კუნძულ ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო ბარბუდის უდიდესი ქალაქია კოდრინგტონი.

კუნძულებზე თბილი ტროპიკული კლიმატია. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 990 მილიმეტრია. წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი პერიოდი სექტემბრიდან ნოემბრამდე გრძელდება. კუნძულებისთვის ძირითადად დაბალი ტენიანობა და ხშირი გვალვებია დამახასიათებელი. ზამთარში ტემპერატურა 23 °C-დან 29 °C-მდე, ხოლო ზაფხულში 25 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს. საშუალო წლიური ტემპერატურა 27°C-ია. წლის ყველაზე ცივი მონაკვეთი დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდია.

კუნძულებზე ქარიშხალი საშუალოდ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. 2017 წლის სექტემბერში ბარბუდაზე მომხდარ დამანგრეველ ქარიშხალ „ირმას“, რომლის შედეგადაც კუნძულის ინფრანსტრუქტურის 95% განადგურდა და 1800 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მეხუთე კატეგორია მიენიჭა.

დემოგრაფია

ეთნიკური ჯგუფები

ანტიგუა და ბარბუდას მოსახლეობა 96,286 ადამიანს შეადგენს, მათი უმრავლესობა აფრიკული, ბრიტანული და პორტუგალიური წარმოშობისაა. მოსახლეობის 91% აფრო-ამერიკელი ან მულატია, 4.4% შერეული რასისაა, ხოლო 1.7% თეთრკანიანია. ამ უკანასკნელთა უმრავლესობა ბრიტანული წარმოშობისაა. ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილს ქრისტიანი არაბები, აზიელები და სეფარდები შეადგენენ.

ანტიგუა და ბარბუდას მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და კანადაში. ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილს უცხოელი ემიგრანტები წარმოადგენენ, მათი უმრავლესობა დომინიკიდან, გაიანიდან, იამაიკიდან, დომინიკელთა რესპუბლიკიდან და ნიგერიიდანაა. ქვეყანაში 4,500 ამერიკელი ცხოვრობს, რა რიცხვთაც ანტიგუა ინგლისურენოვან აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ანტიგუა და ბარბუდა 
წმინა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი

ენა

ანტიგუა და ბარბუდას ოფიციალური ენაა ინგლისური. ბარბუდული აქცენტი მცირედით განსხვავდება ანტიგუაზე გავრცელებული აქცენტისგან.

ესპანურ ენაზე ქვეყანაში დაახლოებით 10,000 ადამიანი საუბრობს.

რელიგია

ანტიგუელების უმრავლესობა ― 77% ქრისტიანული აღმსარებლობისაა, მათ შორის 17.6% ანგლიკანია, 12.2% ― ორმოცდაათიანელი, 8.2% ― კათოლიკე, 5.6% ― მეთოდისტი და 3.6% ― ბაპტისტი. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს მორმონისტები და იეჰოვას მოწმეები შეადგენენ.

ქვეყანაში გავრცელებული სხვა რელიგიებია რასტაფარი, ისლამი და ბაჰაიზმი.

განათლება

ანტიგუა და ბარბუდაში წიგნიერების დონე 90%-ზე მაღალია. 1998 წელს ქვეყანამ მიიღო მანდატი, რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში სამედინიცო მომსახურების უპირველესი მიმწოდებელი გამხდარიყო. როგორც ამ მისიის ნაწილი, ანტიგუაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამედიცინო ცენტრი ააგეს, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიური დონის საავადმყოფოა კარიბის ზღვის რეგიონში. ამჟამად კუნძულ ანტიგუაზე უცხოელთა მფლობელობაში მყოფი სამი სამედიცინო სკოლაა, რომლებიც ძირითადად უცხოელ სტუდენტებზეა გათვლილი, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს. ეს სამედიცინო სკოლებია: 2004 წელს დაარსებული ანტიგუას ამერიკული უნივერსიტეტი (AUA), ანტიგუას ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა (UHSA), რომელიც 1982 წელს დაარსდა და მედიცინის მეტროპოლიტური უნივერსიტეტი.

ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია ანტიგუას სახელმწიფო კოლეჯი და ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ABIIT). 2019 წელს ქვეყანაში ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის მეხუთე კამპუსი გაიხსნა.

კუნძულის საერთაშორისო აკადემია, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს, ანტიგუა და ბარბუდაში ერთადერთი საერთაშორისო დონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

კულტურა

ანტიგუა და ბარბუდას კულტურა დასავლეთ აფრიკული და ბრიტანული კულტურების ძლიერი ზეგავლენით ჩამოყალიბდა. ქვეყანაში კრიკეტი ეროვნული სპორტის სახეობადაა აღიარებული. სხვა გავრცელებულ სპორტის სახეობებს შორისაა ფეხბურთი და სერფინგი.

ანტიგუა და ბარბუდაში ყოველწლიურად აგვისტოს თვეში სადღესასწაულო კარნავალი იმართება, რომელიც ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთში მონობის გაუქმების ხსოვნას ეძღვნება. კარნავალი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებები, შოუები და კონკურსები ტარდება, ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ანტიგუა და ბარბუდა 
ანტიგუა და ბარბუდას ეროვნული სტადიონი

სპორტი

1988 წლის თანამეგობრობის თამაშებზე ანტიგუა და ბარბუდა კრიკეტის ეროვნულმა ნაკრებმა წარადგინა, რომელიც შიდა ჩემპიონატებში ქარპირა კუნძულების ნაკრებში, ხოლო საერთაშორისო ჩემპიონატებში ვესტ-ინდოეთის კრიკეტის ნაკრებში თამაშობს. ვესტ-ინდოეთმა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატს 2007 წელს უმასპინძლა.

სპორტის სხვა სახეობებს შორის ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი. ანტიგუას ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპები 1974 და 1986 წლებში გაიარა. ქვეყანაში პროფესიონალური ნაკრები 2011 წელს ჩამოყალიბდა, რომელმაც USL-ის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

სიმბოლოები

ანტიგუა და ბარბუდას ეროვნული ფრინველია ფრეგატისებრი ჩიტი.

რესურსები ინტერნეტში

ანტიგუა და ბარბუდა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ანტიგუა და ბარბუდა ისტორიაანტიგუა და ბარბუდა პოლიტიკაანტიგუა და ბარბუდა ეკონომიკაანტიგუა და ბარბუდა გეოგრაფიაანტიგუა და ბარბუდა დემოგრაფიაანტიგუა და ბარბუდა განათლებაანტიგუა და ბარბუდა კულტურაანტიგუა და ბარბუდა სპორტიანტიგუა და ბარბუდა სიმბოლოებიანტიგუა და ბარბუდა რესურსები ინტერნეტშიანტიგუა და ბარბუდა სქოლიოანტიგუა და ბარბუდაამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაანტიგუაარქიპელაგიატლანტის ოკეანეერთა თანამეგობრობავესტ-ინდოეთიინგლისური ენაკარიბის ზღვასენტ-ჯონზი (ანტიგუა და ბარბუდა)ქარპირა კუნძულებიჩარლზ III

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რეფერენდუმიძილის პარალიზიეკოლოგიაკონსტანტინოპოლირუმინეთირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)მუსიკაენდომეტრიოზიალაზანიფელაციახეოფსის პირამიდაამბროლაურიილია ჭავჭავაძედემოკრატიაგრიგოლ ხანძთელიავტორიტარიზმიბუნებაფილტვებიხელოვნებაკლიმენტი წიტაიშვილიფსორიაზიშინაური კატამარიამ მეგვიპტელიეპითეტივენათვითმმართველობათამბაქოსაფრანგეთის რევოლუციაქრომოსომასაქართველოვახტანგ I გორგასალიჯალალედინიესპანეთიაფროდიტეგოდერძის ნამარხი ტყეთრომბოციტებიბახტრიონის ბრძოლააზერბაიჯანიობობებიურანიკოლოსეუმიკრიშტიანუ რონალდუჯიმარათეიმურაზ Iსაქართველოს სატელეფონო კოდებიკანადანიანგებიბაში-აჩუკიმიუზიკლიყინწვისის მონასტერიასტრიდ ლინდგრენიჯუზეპე ვერდიკომუნიზმინოე სულაბერიძეადამიანიერითროციტებითებულოსმთაფერმენტებიყირიმის ომიგიორგი სააკაძედავითგარეჯალიმფოციტებიბორჯომიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავასაბერძნეთისაქართველო IV საუკუნეშისაქართველოს სამეფოიმერეთილოცვა ეფრემ ასურისაგარემოს დაცვაფერნანდო მაგელანიბასიანის ბრძოლააგნოსტიციზმიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგიორგი III (საქართველოს მეფე)🡆 More