ანტანანარივუ

ანტანანარივუ (მალაგასიური — Antananarivo, გამოითქმის IPA ან ) — მადაგასკარის დედაქალაქი და ანტანანარივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ის ასევე ცნობილია მისი ფრანგული სახელით „ტანანარივე“, ან კოლოქვიალური შემოკლებით „ტანა“. ქალაქი კუნძულის შუაგულში მდებარეობს, თუმცა მხოლოდ 145 კილომეტრითაა დაშორებული აღმოსავლეთ სანაპიროდან. ის მადაგასკარის უდიდესი ქალაქია და ამავე დროს მისი ადმინისტრაციული, კულტურული, საკომუნიკაციო და ეკონომიკური ცენტრია. 2013 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2 050 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს კუნძულის მთავარ საზღვაო პორტ ტამატავედან 215 კმ-ში, რომელთანაც ის რკინიგზით არის დაკავშირებული. მთავარი ნაწარმია კვების პროდუქტები, თამბაქო და ტექსტილი.

ქალაქი
ანტანანარივუ
Antananarivo
Tananarive
ანტანანარივუ
დროშა გერბი
ანტანანარივუ ანტანანარივუ

ქვეყანა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
პროვინცია ანტანანარივუს პროვინცია
კოორდინატები 18°56′00″ ს. გ. 47°31′00″ ა. გ. / 18.93333° ს. გ. 47.51667° ა. გ. / -18.93333; 47.51667
დაარსდა 1625 წელი
ფართობი 88 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1276
მოსახლეობა 2 050 000 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 23 295,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი antananarivo.mg
ანტანანარივუ — მადაგასკარი
ანტანანარივუ

ქალაქი დაფუძნდა დაახლოებით 1625 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ჰოვას მეთაურთა დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა ანტანანარივუმ მნიშვნელობა შეიძინა ამ მეთაურთა მიერ მადაგასკარის უდიდეს ნაწილზე ჰეგემონიის დამყარების შემდეგ და ამ დროისთვის მისმა მოსახლეობამ 80 000 ადამიანი შეადგინა. 1797 წელს ის მერინას მეფეთა სატახტო ქალაქი გახდა. მეფე რადამა I-მა კი ის თითქმის მთელი მადაგასკარის დედაქალაქად აქცია. 1869 წლამდე ყველა შენობა ქალაქის ტერიტორიაზე ხისა და ლერწმისგან იყო დამზადებული, თუმცა მაშინაც კი აქ რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის (40 მეტრამდე სიმაღლის) ხის სასახლე არსებობდა.

ქალაქი იმერინას სამეფოს დედაქალაქი იყო 1710 წლამდე, სანამ იმერინა ოთხ ნაწილად გაიყოფოდა. ანტანანარივუ კუნძულის სამხრეთ ნაწილის დედაქალაქად მიიჩნეოდა 1794 წლამდე, როდესაც ანდრიანამპუანიმერინამ დაიპყრო ეს ტერიტორიები და სწორედ მან მოაქცია ერთიანი მმართველობის ქვეშ სხვადასხვა ეთნიკური ტომები. ეს დაპყრობები გაგრძელდა მისი ვაჟის, რადამა I დიდის მიერ, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებდა კუნძულის ორ მესამედს, ამიტომაც ევროპელი დიპლომატები მას მადაგასკარის მეფედ თვლიდნენ. ანტანანარივუ კუნძულის დედაქალაქად დარჩა მას შემდეგ, რაც მადაგასკარი ფრანგმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს. ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ 1960 წელს ანტანანარივუ კვლავ ქვეყნის დედაქალაქად რჩება.

გეოგრაფია

ანტანანარივუ მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1 280 მეტრზე. ის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაშორებულია 145 კილომეტრით და დასავლეთ სანაპიროდან 330 კმ-ით. ქალაქის ოფიციალური საზღვრები მოიცავს ურბანული ფართობის დაახლოებით 86,4 კვადრატულ კილომეტრს. იგი დაარსდა ზღვის დონიდან 1 480 მეტრის სიმაღლეზე. XIX საუკუნის ბოლოს ის გაფართოვდა ბორცვების ძირში მდებარე ტერიტორიაზე. ეს დაბლობები ხშირდად ხვდება წყალდიდობის საფრთხის ქვეშ, წვიმების დროს. ტერიტორიები იტბორება მდინარე იკოპას მიერ, რომელიც დედაქალაქის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ეშვება. დასავლეთის ფერდობები და დაბლობები, ყველაზე მეტად არის დაცული ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ციკლონის ქარისგან.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემის თანახმად, ანტანანარიოვუს აქვს სუბტროპიკული კლიმატი, მშრალი სეზონით. ხასიათდება ზომიერი, მშრალი ზამთრით და თბილი, წვიმიანი ზაფხულით. ქალაქი ნალექის თითქმის მთლიან რაოდენობას იღებს ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში. ყინვები ქალაქში იშვიათია, ისინი უფრო ხშირად გვხვდება ზღვის დონიდან მაღალ წერტილებში. ყოველდღიური დეკემბრის საშუალო ტემპერატურა 20,8 °C-ს შეადგენს, ხოლო ივლისის 14,3 °C-ს.

დემოგრაფია

ანტანანარივუ კუნძულის უდიდესი ქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის ბოლოს მისმა მოსახლეობამ 15 000 შეადგინა. 1810 წლისთვის, მოსახლეობა გაიზარდა 80 000-მდე, სანამ მკვეთრად არ შემცირდა 1829-1842 წლებში რადამა I-ისა და განსაკუთრებით რანავალალონ I-ის მეფობის დროს, შემცირების გამომწვევი მიზეზები იყო: ომი, იძულებითი შრომა, დაავადების გავრცელება და მკაცრი წესების შემოღება, იმერინას მოსახლეობა ამ პერიოდის განმავლობაში 750 000-დან 130 000-მდე დაეცა. იმერინას სამეფოს ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა აღწევდა 50 000-დან 75 000-მდე. მოსახლეობის უმეტესობას მონები შეადგენდნენ. 1950 წელს ანტანანარიოვუს მოსახლეობა დაახლოებით 175 000 იყო. 90-იანი წლების ბოლოსთვის მეტროპოლიტენის რეგიონის მოსახლეობამ მიაღწია 1,4 მილიონს, ხოლო თავად ქალაქში ამჟამად ცხოვრობს (2013 წლის მონაცემების თანახმად) დაახლოებით 1 300 000 ადამიანი. მეტროპოლიტენის ტერიტორია ამრიგად კუნძულის 10 %-ს მოიცავს. სოფლებიდან მიგრაცია დედაქალაქში ზრდის მოსახლეობის რიცხვს. როგორც იმერინას ისტორიული დედაქალაქი, ანტანანარივუ მდებარეობს მერინას ხალხის სამშობლოში, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 24 %-ს შეადგენს და მალაგასიელების ეთნიკური ჯგუფის ძირითადი წარმომადგნლები არიან.

დანაშაული

საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს მცდელობების მიუხედავად, ანტანანაროვუში დანაშაულის დონე გაიზარდა 2009 წლიდან. 1994 წლიდან 1998 წლამდე ქალაქს საშუალოდ ჰყავდა რვა-თორმეტი პოლიციელი ყოველ 10 000 მოსახლეზე. დიდ უბნებში, ჩვეულებრივ, მათი რაოდენობა თხუთმეტს უახლოვდებოდა. ქალაქის მერის მარკ რავალომანას თანამდებობაზე ყოფნის დროს (1998-2001 წლები) ქალაქის ღამით უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაამონტაჟეს და შეაკეთეს ქუჩის განათება. ამან გაზარდა პოლიციელთა რაოდენობა ქუჩებში, რამაც გამოიწვია დანაშაულის დონის ვარდნა. 2012 წლის მდგომარეობით, ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი სტრატეგია დანაშაულის აღმოსაფხვრელად. დანაშაულის ბოლოდროინდელმა ზრდამ და „CUA“- ს მხრიდან არაადეკვატურმა რეაგირებამ განაპირობა ქალაქში კერძო უსაფრთხოების ფირმების ზრდა.

ანტანიმორას ციხე მდებარეობს ანტანიმორას რაიონში. დაწესებულებაში პატიმართა მაქსიმალური მოცულობა 800-ია და დაფიქსირებულია, რომ იგი ძალზედ გადატვირთულია. სავარაუდოდ, ციხეში 4 000-ზე მეტი დაკავებული იმყოფება.

ქალაქი

ანტანანარივუ 
ანალამანგა მწვერვალზე აშენებული სამეფო სასახლე.

ანტანანარივუ მოიცავს სამ ქედს. მანჯაკამიადანას სამეფო სასახლე მდებარეობს ამ ბორცვების მწვერვალზე და ჩანს ქალაქის ყველა ნაწილიდან და მიმდებარე ბორცვებიდანაც. მანჯაკამიადანა იყო უდიდესი სტრუქტურული ნაგებობა ანტანანარივუში, ვინაიდან შენობა ქვისგან იყო აგებული, იგი 1995 წელს გაჩენილს ხანძარს გადაურჩა. მისი დასავლეთ კედელი 2004 წელს ჩამოინგრა. 2009 წელს, ქვის კედლები სრულიად აღადგინეს და შენობაც გადახურეს. იგი განათებულია ღამით. ადგილზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ბოლოდროს საცხოვრებელი და კომერციული შენობები განლაგებულია დედაქალაქი ქვედა რელიეფზე და ძირითადად ტერიტორიის ვაკე ადგილს იკავებს. ბრინჯის მინდვრები მდებარეობს ქალაქის გარშემო.

ქალაქის მაცხოვრებლები გარკვეულ ადგილებში ცხოვრობდნენ. იმერინას სამეფოს დროს, დიდგვაროვნებს გააჩნდათ პრივილეგია, რომ ეცხოვრათ სასახლის გარშემო სახლებში. საფრანგეთის კოლონიზაციის დროს და მის შემდეგ, ქალაქი ფართოვდებოდა. დღესდღეობით „haute ville“ არის ძირითადი საცხოვრებელი ტერიტორია და განიხილება, როგორც პრესტიჟული ადგილი, აქ ცხოვრობენ ქალაქის გავლენიანი და მდიდარი მოსახლეები. ლა ჰაუტის ნაწილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა როვასთან, ითვლება ისტორიულ ნაწილად. ქალაქის ამ ნაწილში მდებარეობს სამეფო სასახლე, ანდაფიავარატრას სასახლე - პრემიერ-მინისტრის ყოფილი რეზიდენცია, ანდოჰალოს მახლობლად მდებარე ტაძარი, რომელიც აშენდა ადგოჰალოს ქრისტიანულ დასაწყისში, ქალაქის ყველაზე ხელუხლებელი ისტორიული ტერიტორიაა და XIX საუკუნის მერინას დიდებულთა სახლეეების სამყოფელი. დიდგვაროვანთა საცხოვრებელების საზღვრები სულ უფრო ფართოვდებოდა და XIX საუკუნის ბოლოს თანდათანობით ვრცელდებოდა ქვედა ბორცვებსა და ფერდობებზე. „ville moyenne“ უფრო და უფრო პოპულარული გახდა საფრანგეთის კოლონიური ხელისუფლების დროს, ამ პერიოდში აქ სხვადასვა რეზიდენციები არსებობდა. აქვე მდებარეობს სასტუმროები, ტანსაცმლისა და სამკაულების მაღაზიები და ოფისები.

ქალაქის კომერციული ცენტრი, ანალაკელი, მდებარეობს ხეობის ვაკეზე ორ ქედს შორის. მეფე ანდრიანამპუანიმერინამ ქალაქში დააფუძნა პირველი ბაზარი, მანვე გამოაცხადა პარასკევი დღე, როგორც ბაზრის დღე. ბაზარი მთელ ხეობაში იყო გადაჭიმული და ქმნიდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზარს. ბაზარმა შემდგომში გამოიწვია საცობები და სხვა პრობლემები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულა, რომ 1997 წელს პარასკევის ვაჭრები გაეყოთ ან ნაწილი სხვა ადგილზე გადაეყვანათ. ქალაქის სხვა მთავარი კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრები ფრანგებმა ჩამოაყალიბეს, მათვე ჩაანაცვლეს შენობა-ნაგებობებით ქალაქის მიმდებარე ბრინჯის მინდვრები და ჭაობები. XX საუკუნის დასაწყისში ფრანგების მიერ აშენებული გვირაბი კვეთს მთის ბორცვს, ის ამბოიატოვოს აკავშირებს ამბანიდიასა და ქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა საცხოვრებელ ადგილებთან.

ტრანსპორტი და კომუნიკაციები

ანტანანარივუ 
სოარანოს მატარებლის სადგური.

მაცხოვრებელთა უმრავლესობა ქალაქში ფეხით მოძრაობს. ქალაქში რეგისტრირებულია 82 მარშრუტი. დამატებით 2 000 მიკროავტობუსი, რომელსაც მართავს ტრანსპორტის სამინისტრო, ავტობუსები მოძრაობენ ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში. ეს ურთიერთდაკავშირებული ავტობუსების სისტემები ყოველდღე ემსახურებოდა 700 000 მგზავრს. ეს მიკროავტობუსები ხშირად ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს ან ჰაერის ხარისხის მოთხოვნებს და, როგორც წესი, ისინი გადატვირთული არიან მგზავრებითა და მათი ტვირთით. პოლიცია და ჟანდარმები დახმარებას უწევს პიკის პერიოდებში მოძრაობას. ქალაქში არის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტაქსი, მანქანების უმეტესობა ძველია. ახალი მანქანები მოძრაობენ სასტუმროებისა და სხვა ადგილების მახლობლად, სადაც ხშირად არიან უცხოელები, რომელთაც სურთ უფრო მეტი თანხის გადახდა ტაქსში, უკეთესი მომსახურების სანაცვლოდ. ქალაქში ასევე მოძრაობს მატარებელი.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ანტანანარივუ 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ანტანანარივუ გეოგრაფიაანტანანარივუ დემოგრაფიაანტანანარივუ ქალაქიანტანანარივუ ტრანსპორტი და კომუნიკაციებიანტანანარივუ გალერეაანტანანარივუ ლიტერატურაანტანანარივუ რესურსები ინტერნეტშიანტანანარივუ სქოლიოანტანანარივუ2013ანტანანარივუს პროვინციაკუნძულიმადაგასკარიმალაგასიური ენამოსახლეობარკინიგზატუამასინა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნოე ჟორდანიაალკოჰოლური სასმელიშამქორის ბრძოლა (1195)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკალიბერალიზმისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)საქართველოს პრემიერ-მინისტრიპელემექსიკამერწყულიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიცადამაყვანაპაბლო პიკასოშიდსილაშა დვალითევდორე კველთელისისხლის მიმოქცევის სისტემასაქართველოს დამოუკიდებლობის დღებერძნული მითოლოგიასასმელი წყალიმამუკა ჩარკვიანივილი სანიოლიპირველი რესპუბლიკის მოედანიგამზრდელი (პოემა)ლუარსაბ IIერეკლე IIკომპიუტერისაქართველოს დაცული ტერიტორიებისარკაზმიმზელოცვა ეფრემ ასურისადიოკლეტიანეანემიაკლიმატირონალდინიოსისხლიაიეტი (მითოლოგია)კვარციბერძნებიჩინგიზ-ყაენიფრინველთა მიმოფრენააკაკი წერეთელიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგარუის-ურბნისის საეკლესიო კრებატრეფიკინგიწითელი წიგნიანგარიშთა გეგმაენგურის ჰიდროელექტროსადგურიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაინტერნეტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაინოლა გურგულიაკალანდაფემინიზმისულხან-საბა ორბელიანიპარაცეტამოლიაუტიზმიახალციხესაფრანგეთის რევოლუციაოლიმპიური თამაშებირესპუბლიკაკონსტანტინე I დიდიკახეთიკოლხეთის ეროვნული პარკითამარ მეფეთბილისიპენალტების სერიაგიორგი მიქაუტაძეწიგნი სიბრძნე სიცრუისამთაწმინდათეთრი დათვისიყვარულიჯუზეპე ვერდისიურრეალიზმი🡆 More