ანკარა: თურქეთის დედაქალაქი

ანკარა (თურქ.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანკარა (მრავალმნიშვნელოვანი).

Ankara) — თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი სტამბოლის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობა 4 319 167-ს შეადგენს (პროვინციისა 5 153 000-ს 2005 წლის აღწერით) და მდებარეობს ზღვის დონიდან 938 მ სიმაღლეზე. ქალაქს უწინ ანგორა ან ენგიურიუ ერქვა, რომაულ, კლასიკურ და ელინისტურ პერიოდებში კი ანკირა (Ἄγκυρα - Áŋkyra). ქალაქი ასევე ანკარის პროვინციის დედაქალაქია.

ქალაქი
ანკარა
თურქ. Ankara
ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ანკარა
კოორდინატები 39°56′09″ ჩ. გ. 32°50′19″ ა. გ. / 39.93583° ჩ. გ. 32.83861° ა. გ. / 39.93583; 32.83861
ქალაქის მერი Mansur Yavaş[1]
ფართობი 25632 კმ²
ცენტრის სიმაღლე 938±1 მეტრი
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 5 503 985 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 312
საფოსტო ინდექსი 06000–06999
საავტომობილო კოდი 06
ოფიციალური საიტი https://www.ankara.bel.tr/
ანკარა — თურქეთი
ანკარა
ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია
ანკარა იყო კელტური სამეფოს გალათიას დედაქალაქი, რომაელების დაპყრობის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 25 წელს) იგივე სახელწოდების პროვინციის ცენტრი.

ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო. ისტორიულად ქალაქი განთქმული იყო აქ მოშენებული განსაკუთრებული ჯიშის თხებით, დამახასიათებელი გრძელი ბეწვით და მისგან დამზადებული შალით (ანგორას შალი), ასევე განსაკუთრებული ჯიშის კატით (ანკარას კატა), თეთრი კურდღლებით, მსხლით, თაფლითა და რეგიონის მუსკატის ყურძნით.

ანკარა ციცაბო და კლდოვან ფერდებზეა აშენებული, რომელიც 170 მ-ით მაღლდება ენგური-სუს ხეობის მარცხენა სანაპიროდან. ქალაქის კოორდინატებია 39°52'30" N, 32°52' E (39.875, 32.8333). ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილასაა გაშენებული და გარშემორტყმულია უნაყოფო, გამოუსადეგარი სტეპური ფლორით, რომელზეც მიმოფანტულია ჰიტიტთა, ფიგიელთა, ოსმანთა, ბიზანტიელთა და რომალეთა არქეოლოგიური ელემენტები. მას მკვეთრი კონტინენტური კლიმატი ახასიათებს ცივი თოვლიანი ზამთრითა და ცხელი მშრალი ზაფხულით. ნალექი ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის.

ქალაქის ერთ-ერთ ციცაბო ფერდობზე ძველი ციხე-სიმაგრის ნარჩენებია, რაც წარმტაც პანორამას ქმნის, თუმცა ქალაქის განაშენება ცუდად იყო დაგეგმილი და ის ძირითადად მზეზე გამშრალი ტალახის აგურით ნაგები შენობებისა და ვიწრო ქუჩებისგან შედგება. ქალაქში აქაიქ შემორჩენილია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური არქიტექტურა, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულია აუგუსტუსის ტაძარი, რომლის კედლებზე აღბეჭდილია მისი განთქმული Monumentum Ancyranum.

ეტიმოლოგია

ანკარას სახელის ორთოგრაფია საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. იგი გაიგივებულია ხეთების საკულტო ცენტრთან ანკუვაშთან,[1] თუმცა ეს ახლაც მსჯელობის საგანია. კლასიკურ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქი ბერძნულად იყო ცნობილი ანკირა (Ἄγκυρα, სიტყვასიტყვით „ღუზა“) ლათინურად ანქირა (Ancyra). ქალაქის სახელწოდება კელტურადაც მსგავსი შინაარსის იყო. 1073 წელს თურქ-სელჩუკების მიერ მისი ანექსიის შემდეგ ქალაქი ცნობილი გახდა მრავალ ევროპულ ენაზე, როგორც ანგორა; ის ასევე ცნობილი იყო ოსმალურ თურქეთში, როგორც ენგიურიუ (Engürü). თანამედროვე პერიოდში ტერმინი ანგორა სხვადასხვა ტიპის ცხოველებს გამოხატავს. ამ სახელწოდების ადგილები არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებში.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული არტეფაქტი. ის დღესაც ქალაქის სიმბოლოდ ითვლება

ისტორია

ამ რეგიონის ისტორია ძველი ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში ტერიოტირა ხეთების სამფლობელო უნდა ყოფილიყო, ძველი წელთაღრიცხვით მეათე საუკუნეში ფრიგიელების. შემდგომში ტერიტორია უნდა დაეპყრო ლიდიელებს, სპარსელებს, ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს და თურქებს (რუმის სასულთნოდან ოსმალეთის იმპერიამდე და საბოლოოდ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობამდე).

უძველესი ისტორია

პირველი დასახლებები ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო ხეთების მმართველობის დროს. რომელიც ბრინჯაოს ხანაში იყო და ძველი წელთაღრიცხვით 2000-დან 1700-მდე თარიღდება. ფრიგიელთა დროს ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა ზომითა და მნიშვნელობით, ძვ. წ. 1000-დან დაიწყო ფრიგიელთა დედაქალაქიდან, გორდიონიდან ქალაქისკენ მიგრანტების ნაკადის სვლა, რომელიც მიწისძვრის გამო იყო განპირობებული. ანკირიის დამაარსებლად ტრადიციულად ფრიგიელტა მეფე, მიდასი გახდა. ბერძენი გეოგრაფი, პაუსანიასი ამბობს, რომ ქალაქი მიდასის პერიოდამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს.[2]

ფრიგიულმა მმართვწლობამ ჯერ ლიდიური, შემდეგ კი სპარსული ელემენტები შეიძინა. სპარსეთის უზენაესობა გაგრძელდა მანამ, სანამ სპარსელები ალექსანდრე მაკედონელმა არ დაამარცხა. მან ქალაქი დაიპყრო ძვ. წ. 333 წელს. ალექსანდრე გორდიონიდან ანკარაში ჩავიდა და ქალაქში მცირე ხნით დარჩა. ძვ. წ. 323 წელს ბაბილონში მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია დაიყო და ანკარა და მის მიდამოები ანტიგონუსის მმართველობის ქვეშ გადავიდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფართოება მოხდა პონტოელი ბერძნების ქვეშ, რომლებიც იქ ჩავიდნენ დაახლოებით ძვ. წ. 300 წელს. მათ ქალაქი სავაჭრო ცენტრად აქციეს რომელიც ხელს უწყობდა საქონლის ცვლას ასირიასთან, კვიპროსთან, საქართველოსთან, სომხეთთან, ლიბანელებთან და სპარსელებთან.

კელტური პერიოდი

ძველი წელთაღრიცხვით 278 წელს, ცენტრალური ანატოლიის დანარჩენ ნაწილთან ერთად ქალაქი კელტებმა მოიცვეს. ანკარა მათ ტომებრივ ცენტრად აქციეს. სხვა მსგავსი ცენტრი იყო პესინუსი, თანამედროვე ბალიჰიშარი.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
იულიანის სვეტი

რომაული პერიოდი

ქალაქი შემდგომში რომის იმპერიის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ძვ. წ. 25 წელს იმპერატორმა ავგუსტუსმა იგი რომაული გალატიის პროვინციის დედაქალაქად აქცია.ანკარაში განთქმულია Monumentum Ancyranum (ავგუსტუსისა და რომის ტაძარი), სადაც არის ავგუსტუსის საქმეების ოფიციალური ჩანაწერი, რომელიც ამ ტაძრის კედლებზე მარმარილოშია ჩაჭედილი.

რომის იმერიის პერიოდში ქალაქში 200 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ბიზანტიური პერიოდი

ქალაქი ცნობილია IV საუკუნის განმავლობაში, როგორც ქრისტიანული საქმიანობის ცენტრი. ამის დასტური იმპერიული ვიზიტები და ლიბანიუსის ჩანაწერებია. 620 წელს ან, სავარაუდოდ, 622 წელს, იგი დაიპყრეს სასანიანმა სპარსელებმა 602–628 წლებში ბიზანტიურ- სასანიდური ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქალაქი ბიზანტიას დაუბრუნდა, სპარსეთის არსებობამ კვალი დატოვა ქალაქის არქეოლოგიაში.

654 წელს ქალაქი პირველად დაიპყრეს რაშიდუნის ხალიფატის არაბებმა. ის ოპსიციური თემის დედაქალაქი გახდა მანამ, სანამ იმპერატორმა კონსტანტინე V-მ არ დაიხსნა. ამის შემდეგ ის ახალი, ბუკელართა თემის დედაქალაქად ჩამოყალიბდა.

თანამედროვე პერიოდი

პირველ მსოფლიო ომში ოსმალთა იმპერიის დამარცხების შემდეგ ოსმალთა დედაქალაქი კონსტანტინეპოლი (თანამედროვე სტამბოლი) და ანატოლიის უდიდესი ნაწილი მოკავშირეთა ხელში გადავიდა. მისი მიწები გაიყფა გადაწყდა სომხეთს, საფრანგეთს, იტალიას და დიდი ბრიტანეთის სამეფოს შორის. ამის საპასუხოდ, თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააარსა თავისი წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბი ანგორაში 1920 წელს. 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქმა ნაციონალისტებმა შეცვალეს ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკით. რამდენიმე დღით ადრე, ანგორამ ოფიციალურად შეცვალა კონსტანტინოპოლი, როგორც ახალი თურქეთის დედაქალაქი.[3] 1923 წლის 13 ოქტომბერს რესპუბლიკელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქი სახელია ანკარაა და ამის შემდეგ ასე უნდა ყოფილიყო მოხსენიებული.[4] დაარქივებული 2020-07-07 საიტზე Wayback Machine.

1930-იანი წლებიდან ქალაქს მოიხსენიებდნენ როგორც ანკარა. ამ სახელწოდებამ ანგორა სრულებით ჩაანაცვლა.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
ქემალ ათათურქის მავზოლეუმი ანკარაში

გეოგრაფია

ანკარა და ანკარის პროვინცია თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონში მდებარეობს. ქალაქის ცენტრში გაედინება მდინარე ჩუბაქი, რომელიც მდინარე ანკარის დასავლეთ შენაკადია. ის შემდგომში საქარიას უერთდება.

კლიმატი

ანკარას აქვს ცივი ნახევრად უდაბნოს ზონები. მისი სიმაღლის და შიდა მდებარეობის გამო, ანკარას აქვს ცივი და თოვლიანი ზამთარი და ცხელი და მშრალი ზაფხული. წვიმა ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზე გვხვდება. საშუალო ნალექი საკმაოდ დაბალია 388 მმ-მდე, მიუხედავად ამისა, ნალექი შეიძლება დაფიქსირდეს მთელი წლის განმავლობაში. წლიური ტემპერატურა საშუალოდ 12.02 ° C-ია.

ანკარას კლიმატური მონაცემები
თვე იანვარ თებერ მარტ აპრი მაისი ივნის ივლის აგვის სექტ ოქტო ნოემ დეკემ წლიური
რეკორდულად მაღალი °C (°F) 16.6

(61.9)

21.3

(70.3)

27.8

(82.0)

31.6

(88.9)

34.4

(93.9)

37.0

(98.6)

41.0

(105.8)

40.0

(104.0)

37.7

(99.9)

33.3

(91.9)

24.7

(76.5)

20.4

(68.7)

41.0

(105.8)

საშუალოდ მაღალი °C (°F) 4.2

(39.6)

6.4

(43.5)

11.5

(52.7)

17.4

(63.3)

22.4

(72.3)

26.6

(79.9)

30.3

(86.5)

30.4

(86.7)

26.0

(78.8)

19.9

(67.8)

13.0

(55.4)

6.4

(43.5)

17.9

(64.2)

დღიური საშუალო °C (°F) 0.2

(32.4)

1.7

(35.1)

5.8

(42.4)

11.3

(52.3)

16.1

(61.0)

20.1

(68.2)

23.5

(74.3)

23.4

(74.1)

18.8

(65.8)

13.0

(55.4)

7.1

(44.8)

2.5

(36.5)

12.0

(53.6)

საშუალოდ დაბალი °C (°F) −3.3

(26.1)

−2.4

(27.7)

0.6

(33.1)

5.3

(41.5)

9.6

(49.3)

12.9

(55.2)

15.8

(60.4)

15.9

(60.6)

11.8

(53.2)

7.0

(44.6)

2.5

(36.5)

−0.9

(30.4)

6.2

(43.2)

რეკორდულად დაბალი °C (°F) −24.9

(−12.8)

−24.2

(−11.6)

−19.2

(−2.6)

−7.2

(19.0)

−1.6

(29.1)

3.8

(38.8)

4.5

(40.1)

5.5

(41.9)

−1.5

(29.3)

−9.8

(14.4)

−17.5

(0.5)

−24.2

(−11.6)

−24.9

(−12.8)

საშუალო ნალექიანობა მმ. (ინჩები) 39.7

(1.56)

35.1

(1.38)

39.1

(1.54)

41.9

(1.65)

51.8

(2.04)

34.3

(1.35)

13.5

(0.53)

11.4

(0.45)

17.6

(0.69)

27.9

(1.10)

31.7

(1.25)

44.1

(1.74)

388.1

(15.28)

საშუალო ნალექიანი დღეები 12.2 11.3 10.7 11.1 12.3 8.6 3.5 2.7 4.0 6.9 8.2 11.7 103.2
საშუალოდ მზის ნათების საათები თვიურად 83.7 110.2 161.2 195.0 263.5 303.0 353.4 334.8 276.0 207.7 138.0 77.5 2,504
საშუალოდ მზის ნათების საათები დღიურად 2.7 3.9 5.2 6.6 8.5 10.2 11.4 10.8 9.2 6.7 4.6 2.6 6.9
წყარო 1: Turkish State Meteorological Service [5]
წყარო 2: Deutscher Wetterdienst (humidity 1931–1960) [6]

დემოგრაფია

ანკარას მოსახლეობა 1927 წელს 75 000-ს შეადგენდა. 2019 წლის მონაცემებით კი ქალაქში 5,639,076 ადამიანი ცხოვრობს.

1923 წელს, მას შემდეგ რაც ანკარა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა აქ 500 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1920-იანი, 1930-იან და 1940-იანი წლების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა დაგეგმილი და მოწესრიგებული ტემპით. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ანკარას მოსახლეობა გაცილებით სწრაფად იზრდება. ამის მთავარ მიზეზს უმუშევრობა და სიღარიბე წარმოადგენს, რამაც საზოგადოება აიძულა შედარებით მცირე ზომის დასახლებებიდან საცხოვრებლად დედაქალაქში გადასულიყვნენ. შედეგად, ქალაქის ირგვლივ აშენდა მრავალი უკანონო სახლი, რომლეთაც გეჯექონდუს უწოდებდნენ. ამან გამოიწვია ანკარას დაუგეგმავი და უკონტროლო ურბანული ლანდშაფტი. მიუხედავად იმისა, რომ სახლები ნაჩქარევად არის აშენებული, მათ უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია, წყალი და თანამედროვე საყოფაცხოვრებო კეთილმოწყობას აქვს.

გეჯექონდუს ნაწილი ჯერ კიდევ რჩება თანამედროვე ანკარას ტერიტორიაზე. ისინი ასევე თანდათანობით ჩაანაცვლა მასობრივმა საცხოვრებელმა ნაერთებმა, რადგან ქალაქ ანკარაში ცარიელი მიწის ნაკვეთების მოძიება ახალი სამშენებლო პროექტებისთვის შეუძლებელია.

ჩორუმი და იოზგატი, რომლებიც მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში და რომელთა მოსახლეობა კლებულობს, არიან პროვინციები, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი მიგრაციის დონე ანკარის მიმართულებით.ცენტრალური ანატოლიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი 15,608,868 ადამიანი ცხოვრობს ანკარას მუნიციპალიტეტში.

ანკარას მოსახლეობის განათლების დონე ქვეყნის საშუალო დონესთან შედარებით მაღალია, რასაც არაერთი კვლევის შედეგენი მოწმობს.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
ანკარას მეტრო

ტრანსპორტი

ანკარას ემსახურება ანკარის მეტროს სამი ხაზი: (M1, M2, M3), რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად დაახლოებით 300 000 მგზავრი გადაადგილდება. ქალაქში დაწყებულია მეოთხე ხაზის (M4) მშენებლობაც. ქალაქის 3.2 კმ სიგრძის საბაგირო გზით შენთეფეს დასახლება და იენიმაჰალე ერთმანეთს უკავშირდებიან.

ანკარას ცენტრალური სადგური არის მთავარი სარკინიგზო კერა თურქეთში. თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა ახორციელებს სამგზავრო მატარებლის მომსახურებას ანკარიდან სხვა დიდ ქალაქებში, როგორებიცაა: სტამბოლი, ესქიშეჰირი, ბალიქესირი, ქუთაჰია, იზმირი, ადანა, კაისერი, ყარსი, ელაზიღი, მალათია, დიარბაქირი, ყარაბუქი, ზონგულდაქი, სივასი.

ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ჩრდილო -აღმოსავლეთით მდებარეობს და ანკარას მთავარ და უმსხვილეს აეროპორტს წარმოადგენს.

ღირსშესანიშნაობები

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
ანკარას ციტადელი და ციხე-სიმაგრე

ძველი/არქეოლოგიური ობიექტები

ანკარას ციტადელი

ანკარას ციხე და ციტადელის საფუძვლები გალატელებმა ჩაუყარეს (39.941 ° N 32.864 ° E), ხოლო დანარჩენი რომაელებმა დაასრულეს. შემდგომ ბიზანტიელებმა და სელჩუკებმა გააკეთეს რესტავრაციები და დამატებები.ციტადელის გარშემო და მის შიგნით მდებარე ტერიტორია, რომელიც ანკარას უძველესი ნაწილია, ტრადიციული არქიტექტურის მრავალი შესანიშნავი მაგალითია. აქ არის დასასვენებელი ადგილებიც. ბევრმა აღადგინეს ტრადიციული თურქული სახლები ციტადელის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახსნენს რესტორნები და დამსვენებლებს ტრადიციული თურქული კერძებით უმასპინძლდებიან.

ციტადელი გამოსახული იყო სხვადასხვა თურქულ ბანკნოტებში 1927–1952 და 1983–1989 წლებში.

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 

რომაული თეატრი

რომაული თეატრის ნაშთები, სცენა და კულუარებში ჩანს ციხის გარეთ. აქ ნაპოვნი რომაული ქანდაკებები გამოიფინა ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმში. დასაჯდომი ადგილები ჯერ კიდევ მიწის ქვეშ მდებარეობენ.

აუგუსტუსისა და რომის ტაძარი

აუგუსტეუმი [7]რომელიც ამჟამად ავგუსტუსისა და რომის ტაძარის სახელითაა ცნობილი, აშენდა ძველი წელთაღრიცხვით 25-20 წლებში, რომის იმპერიის მიერ ცენტრალური ანატოლიის დაპყრობის შემდეგ. ანკარას უძველესი აკროპოლისის ტაძარი II საუკუნეში გააფართოვეს და V საუკუნეში ეკლესიად აქციეს. ის მდებარეობს ქალაქის ულუსის კვარტალში. შემდგომში იგი განახლდაა XVI საუკუნეში ავსტრიის ელჩის ოგიე ღისელინ დე ბისბეცკის ძალისხმევით.

რომაული აბანოები

ანკარა: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
რომაული აბანოები ანკარაში

ანკარას რომაულ აბანოებს აქვთ კლასიკური რომაული აბანოების კომპლექსის ყველა დამახასიათებელი მახასიათებელი: ფრიგიდარიუმი (ცივი ოთახი), ტერპიარიუმი (თბილი ოთახი) და კალდარიუმი (ცხელი ოთახი). აბანოები აშენდა რომის იმპერატორის კარაკალას მეფობის დროს, III საუკუნის დასაწყისში, ასკლეპიოსის, მედიცინის ღმერთის საპატივცემულოდ. დღეს მხოლოდ სარდაფი და პირველი სართულებია შემორჩენილი. ისიც მდებარეობს ულუსის კვარტალში.

რომაული გზა

ანკარას ან კარდო მაქსიმუსის რომაული გზა 1995 წელს იპოვა თურქმა არქეოლოგმა ჯევდეთ ბაიბურთლუოღლუმ. მისი სიგრძე 216 მეტრია, ხოლო სიგანე 6.7 მეტრი.

ჯულიანის სვეტები

ჯულიანისა თუ ჯულიანუსის სვეტი, რომელიც ახლა ულუსის რაიონშია, აღმართული იქნა რომის იმპერატორის, იულიანე განდგომილის ვიზიტის აღსანიშნავად საპატივცემულოდ, 362 წელს.[8]

გალერეა

სქოლიო

-1'> https://www.ankara.bel.tr/baskan?web=1
  • Turkish Statistical Institute, 1 Feb. 2019 data
  • Tags:

    ანკარა ეტიმოლოგიაანკარა ისტორიაანკარა გეოგრაფიაანკარა დემოგრაფიაანკარა ღირსშესანიშნაობებიანკარა გალერეაანკარა სქოლიოანკარაანკარა (პროვინცია)დედაქალაქიზღვის დონეთურქეთითურქული ენასტამბოლი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ქართული ენაევერესტილუვრივალენსია (საფეხბურთო კლუბი)ცილებილეიკოციტებისტამბოლისაქართველოს ქალაქებიქუთაისიმთავარი გვერდიეოზონოფილებიმოსახლეობის სიმჭიდროვეკოლოსეუმიამფიბიებიერითროციტებითემურ ქეცბაიაჰიპერბოლა (ენა)კავკასიონიდავით IV აღმაშენებელისომხური სამოციქულო ეკლესიაოთარ კიტეიშვილირენესანსიდავით ყიფიანინამარხი ნაშთებიყიზილბაშებივერცხლიხელისუფლების დანაწილებამერკურიკრწანისის ბრძოლაპერსონალური კომპიუტერიდინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიბიოლოგიური სისტემატიკაჰექტარიეგზისტენციალიზმიბაქტერიებიეგვიპტის პირამიდებისომხეთიგიორგი წიტაიშვილიჩრდილოეთ ამერიკაალექსანდრე I დიდიმიხეილ მესხის სტადიონიგიბრალტარის სრუტეპარიზისიმკვრივეხმელთაშუა ზღვამონაკოფრინველთა მიმოფრენამონა ლიზარევაზ ინანიშვილიმილიმეტრიზურაბ ხიზანიშვილიკომპიუტერიადიშის ოთხთავიწრეწირიგურამ კაშიაბურთი და მოედანიშარკა ბლუნაწლავებიდინოზავრებითევზებინინო მუმლაძემსოფლიოს მოსახლეობაგაპიროვნებასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალილოცვა ეფრემ ასურისაბორის პაიჭაძეოცდაათწლიანი ომიძალაგიბრალტარისაბერძნეთის დროშაარგონავტებიგლობალური დათბობაყვავილოვანი მცენარეებისამეგრელოლუქსემბურგიმსოფლიოს შვიდი საოცრებაჭიათურაბიპოლარული აშლილობა🡆 More