ანდრია რუბლიოვი

ანდრია რუბლიოვი (რუს.

Андре́й Рублёв) (1360? – 1430?) — საყოველთაოდ აღიარებული უდიდესი რუსი ფერმწერი — ხატმწერი.

ანდრია რუბლიოვი
რუბლიოვის ”სამება”.

მისი ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს. დაბადების ადგილი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ცხოვრობდა ტროიცე-სერგიევის ლავრაში ბერობის სახელით რადონეჟი, რომელიც სერგი რადონეჟსკის გარდაცვალების შემდეგ იღუმენი ხდება.

პირველი ცნობები რუბლიოვის ხატწერის შესახებ 1405 წელს ჩნდება, როდესაც მან მოსკოვის კრემლის საკათედრო ტაძრის ფრესკები მოხატა თეოფანე გრეკსა და პროხორ გოროდეცთან ერთად. მისი სახელი ხელოსანთა სიაში ბოლოს იყო, როგორც ყველაზე უმცროსის რანგითაც და ასაკითაც.

ქრონიკებში მოხსენიებულია, რომ 1408 წელს მას დანიილ ჩერნისთან ერთად ვლადიმირის მიძინების ტაძარი მოუხატავს, ხოლო 1425-27 წლებში კი წმინდა სამების ტაძარი და წმინდა სერგის სამების ლავრა. დანიილის გარდაცვალების შემდეგ ანდრია გადადის მოსკოვის ანდრონიკოვის მონასტერში, სადაც ასრულებს მის ბოლო ნამუშევარს — მაცხოვრის საკათედრო ტაძრის ფრესკებს.

ერთადერთი ქმნილება, რომელიც ცნობილია, როგორც მხოლოდ მისი პირადი ნამუშევარი არის ძველი აღთქმის სამების ხატი (დაახ. 1410), ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. ხატის ცნობილია როგორც „აბრაამის მასპინძლობა“.

რუბლიოვის ხელოვნებაში ორი ტრადიცია არის გაერთიანებული: უმაღლესი ასკეტიზმი და ბიზანტიურ მანერათა კლასიკური ჰარმონია. მისი ფერწერული ტილოების პერსონაჟები მუდამ მშვიდნი არიან. დროთა განმავლობაში მისი ხელოვნება ეკლესიური მხატვრობისა და ხატწერის იდეალად იქნა აღიარებული.

რუბლიოვი გარდაიცვალა ანდრონიკოვის მონასტერში 1430 წლის 29 იანვარს. მისმა ხელოვნებამ უდიდესი გავლენა იქონია მომავალ მხატვართა მთელ თაობაზე. სტოგლავი სობორში (1551) რუბლიოვის ფრესკები საეკლესიო მხატვრობის მოდელად გამოცხადდა. 1988 წელს წმინდანად იქნა შერაცხილი. რუსული ეკლესია მის სახელს ყოველი წლის 4 ივლისს მოიხსენიებს.

1959 წლიდან ანდრია რუბლიოვის მუზეუმი გაიხსნა ანდრონიკოვის მონასტერში, სადაც მისი ეპოქის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. 1966 წელს ანდრია ტარკოვსკიმ გადაიღო ფილმი რუბლიოვის ცხოვრების შესახებ.

რჩეული ნამუშევრები

რესურსები ინტერნეტში

Tags:

რუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიონიავტორიტარიზმიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიძირითადი საშუალების ცვეთამონღოლებინიადაგიფსიქოლოგიაელექტრობალიტრიადამიანის უფლებებიგამაფრთხილებელი შეფერილობარომაული მითოლოგიარომის დაარსებასამკურნალო მცენარეებიწითელაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობაჭიანჭველასებრნიტუტე ლითონებიავსტრალიაქრისტიანობარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიათონის ივერთა მონასტერიმიტოზიყვავილოვანი მცენარეებიმუსიკარადიუსიძაღლიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიდისლექსიაჰექტარიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაბენიტო მუსოლინიმტკვარიგელათის მონასტერიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენადიმიტრი ყიფიანიკონსტანტინე თარგამაძეიოსებ სტალინიკრავაი ჯაყელისალადინიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკამზის დაბნელებააპენდიციტიემპათიაამფიბიებიდაისი (ოპერა)შრი-ლანკამერწყულიმცხეთის ჯვრის მონასტერისაქართველოს ფრინველთა სიაინდოეთიბუღა თურქის შემოსევადემოკრატიაგელზენკირხენისაფრანგეთივარდიხევსურეთისვანური კოშკიმადაგასკარითხის რქა (ასტროლოგია)კალანდაბაყაყიქვეყნების სიაბერძნული მითოლოგიააზერბაიჯანიმთავარი გვერდიჯიქიბორჯომი (წყალი)საქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)პოლიტიკური გეოგრაფიაპარტიკულარიზმისინგაპურიალაზანივახტანგ VIკონსტანტინოპოლის დაცემაჯვაროსნული ლაშქრობებიალექსანდრე ყაზბეგი🡆 More