ანა მანი

ანა მანი (დ.

23 აგვისტო, 1918, ტრავანკორი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 16 აგვისტო, 2001, ტრივანდრუმი) — ინდოელი ფიზიკოსი და მეტეოროლოგი. იგი გახლდათ ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის  გენერალური დირექტორის მოადგილე, ასევე მუშაობდა რამანის კვლევით ინსტიტუტში მოწვეულ პროფესორად. მანიმ თავისი წვლილი შეიტანა მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების დარგში. ჩაატარა კვლევა და გამოაქვეყნა მრავალი სტატია მზის რადიაციის, ოზონის და ქარის ენერგიის გაზომვის შესახებ.

ანა მანი
მშობლიური სახელი Anna Mani
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1918
ტრავანკორი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 2001 (82 წლის)
ტრივანათჰაპურანი, კერალა, ინდოეთი
მოქალაქეობა

ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი

ინდოეთის დროშა ინდოეთი
ალმა-მატერი ლონდონის იმპერიული კოლეჯი
საქმიანობა მეცნიერი, მეტეოროლოგი, ფიზიკოსი

ადრეული წლები

ანა მოდაილ მანი დაიბადა 1918 წელს პირმადაში, ახლანდელი ტრავანკორი, კერალას შტატში, (ინდოეთი), სირიელი ქრისტიანების რვაშვილიან ოჯახში. მისი მამა იყო სამოქალაქო ინჟინერი და აგნოსტიკოსი.  ანა ოჯახში მეშვიდე ბავშვი იყო. გოგონას უყვარდა კითხვა. მასზე დიდი შთაბეჭდილება  მოახდინა მაჰათმა განდიმ. მისი ეროვნული  მოძრაობით შთაგონებული, მხოლოდ ხადის ტანსაცმელს ატრებდა.

ანა მანის რვა წლის ასაკში  წაკითხული ჰქონდა თითქმის ყველა წიგნი მალაიალამურ ენაზე. მერვე დაბადების დღეზე მან უარი თქვა ოჯახის ტრადიციულ საჩუქარზე ბრილიანტის საყურეების ნაკრების მიღებაზე და ამის ნაცვლად ენციკლოპედია ბრიტანიკას კომპლექტი მოითხოვა. წიგნების სამყარომ  ანა მანი ახალ   იდეებს აზიარა  და ჩაუნერგა  სოციალური სამართლიანობის ღრმა გრძნობა, რამაც  გავლენა მოახდინა მის მთელ ცხოვრებაზე.

კარიერა

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ანა მანი მუშაობდა პროფესორ  ჩ.ვ. რამანთან, იკვლევდა ლალისა და ალმასის ოპტიკურ თვისებებს. მან დაწერა ხუთი სამეცნიერო ნაშრომი და წარადგინა სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ არ მიუღია დოქტორის ხარისხი, რადგან არ ფლობდა მაგისტრის ხარისხს ფიზიკაში. 1948 წელს ინდოეთში დაბრუნების შემდეგ იგი შეუერთდა  მეტეოროლოგიურ განყოფილებას პუნაში, სადაც გამოაქვეყნა მრავალი კვლევითი ნაშრომი მეტეოროლოგიური აღჭურვილობის შესახებ. მანი პასუხისმგებელი იყო დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების განთავსებაზე. 1953 წლისთვის იგი გახდა 121 კაციანი დანაყოფის ხელმძღვანელი.

მანის სურდა ინდოეთი დამოუკიდებელი ყოფილიყო მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების სფეროში. მან ასამდე მეტეოროლოგიური ინსტრუმენტის ნახატების სტანდარტიზირება მოახდინა. 1957-1958 წლებში  შექმნა სადგურების ქსელი მზის რადიაციის გასაზომად. ბანგალორში  გახსნა მცირე სახელოსნო, რომელიც აწარმოებდა ინსტრუმენტებს ქარის სიჩქარისა და მზის ენერგიის გასაზომად და ასევე მუშაობდა ოზონის საზომი ინსტრუმენტის შემუშავებაზე. მანი ოზონის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.  ააგო მეტეოროლოგიური ობსერვატორია და ტუმბას რაკეტების გამშვებზე —  საკონტროლო კოშკი.

მას კავშირები ჰქონდა მრავალ სამეცნიერო ორგანიზაციასთან, მათ შორის ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ამერიკის მეტეოროლოგიურ საზოგადოებასთან, მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოებასთან, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან (WMO) და მეტეოროლოგიისა და ატმოსფერული ფიზიკის საერთაშორისო ასოციაციასთან. 1987 წელს მანი დაჯილდოვდა INSA K.R. Ramanathan-ის მედლით.

მანი 1969 წელს გადაიყვანეს დელიში გენერალური დირექტორის მოადგილედ. 1975 წელს მუშაობდა WMO-ს კონსულტანტად ეგვიპტეში. იგი გადადგა ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან 1976 წელს.

1994 წელს მანიმ ინსულტი გადაიტანა; გარდაიცვალა 2001 წლის 16 აგვისტოს ტირუვანანთაპურამში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე 83 წელი შეუსრულდებოდა.

ხსოვნა

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ მანის 100 წლის იუბილეზე მეცნიერის პატივსაცემად მისი ბიოგრაფია ინტერვიუსთან ერთად გამოაქვეყნა.

2022 წლის 23 აგვისტოს, Google-მა მანის 104 წლისთავთან დაკავშირებით  თემატური ნახატი  — Doodle მიუძღვნა.

სქოლიო

Tags:

ანა მანი ადრეული წლებიანა მანი კარიერაანა მანი ხსოვნაანა მანი სქოლიოანა მანი16 აგვისტო1918200123 აგვისტობრიტანეთის ინდოეთიინდოეთიინდოელებიმეტეოროლოგიაოზონიფიზიკოსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კათოლიციზმიფილების ტექტონიკათურქეთის ისტორიაგაზაფხულინარიყალასაქართველოს კლიმატისტამბოლიზმნიზედამსოფლიოს შვიდი საოცრებამიგრაციასასანიანთა იმპერიახარებაზოლებიანი აფთარიპეგინგიალცჰაიმერის დაავადებააღა-მაჰმად-ხანიიალბუზირუსეთიაპენდიციტიალპებიცხელი ძაღლიგიორგი მიქაუტაძეტერორიზმიანჩისხატისიტყვარომბიკურდღელიმელაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემააფრიკასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაენერგიასაქართველოს ეროვნული მუზეუმისასმელი წყალილებომბოს მთებიქართული ფილმების სიანახშირწყლებიპაბლო პიკასოკილომეტრიერითროციტებიმიხეილ ჯავახიშვილირაბათის ციხეოტელო (ვერდის ოპერა)ფსიქოლოგიაYouTubeკახეთიდედამიწის ისტორიამეგრული ენაგანათლება საქართველოშისაქართველოს სახელმწიფო დროშალანა როუდსისვეტიცხოველიბირთვული იარაღიFacebookგაუტყეურებალომი (ასტროლოგია)ცისარტყელასაქართველოს სამოქალაქო ომიკვადრატული მეტრიმარკ ტვენიმთაფეხბურთის წესებიჟანა დ’არკიდედამიწის დღემექსიკამარსითავისუფლება (ფილოსოფია)სახარებასისხლიდონ კიხოტიბახტრიონი (პოემა)თერგდალეულებიკუნილინგუსითევზებიკუებიფარსმან II ქველითხის რქა (ასტროლოგია)სიზმარიმარტყოფის ღვთაების მონასტერი🡆 More