ილჰამ ალიევი

ილჰამ ჰეიდარის ძე ალიევი (აზერ.

İlham Heydər oğlu Əliyev; დ. 24 დეკემბერი, 1961) — აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი აზერბაიჯანის წინა პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის შვილი. სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა 2003 წელს, იმის მერე, რაც მამამისმა არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა და ხალხს მისი შვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. დაქორწინებულია მეჰრიბან ალიევაზე. ჰყავს სამი შვილი — ლეილა ალიევა, არზუ ალიევა და ჰეიდარ ალიევი — და ხუთი შვილიშვილი. ალიევი ფლობს აზერბაიჯანულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.

ილჰამ ჰეიდარის ძე ალიევი
İlham Heydər oğlu Əliyev
ილჰამ ჰეიდარის ძე ალიევი İlham Heydər oğlu Əliyev
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის მე-4 პრეზიდენტი აზერბაიჯანის დროშა
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა31 ოქტომბერი, 2003
წინამორბედიჰეიდარ ალიევი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აგვისტო, 2003 – 4 ოქტომბერი, 2003
წინამორბედიარტურ რასიზადე
მემკვიდრეარტურ რასიზადე

დაბადებული24 დეკემბერი, 1961 (1961-12-24) (62 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი (პარტია)
მეუღლემეჰრიბან ალიევა
შვილებივაჟი:ჰეიდარი
ქალი:არზუ და ლეილა
პროფესიაისტორიკოსი, პოლიტოლოგი
რელიგიაისლამი (შიიტობა)
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

ბავშვობა

ილჰამ ალიევი დაიბადა 1961 წელს ბაქოში, ბაქოს კგბ-ს განყოფილების უფროსის ოჯახში, რომელიც შემდგომში აზერბაიჯანის კომპარტიის მდივანი გახდა. 1977 წელს ქალაქი ბაქოს საბაილის რაიონის მეექვსე საშუალო სკოლა დაამთავრა. მას ჰყავს უფროსი და — სევილ ალიევა.

განათლება

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ილჰამი საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (МГИМО) შევიდა. 1982 წელს იგი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში შევიდა. ამავე წელს ანდროპოვის დაპატიჟებით ოჯახი მოსკოვში გადავიდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდებაზე დესერტაციის დაცვის შემდეგ, იგი ხდება ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი.

ბიზნესი

მამამისის სკკპ ცკ-ს (ЦК КПСС) პოლიტბიუროდან გასვლის შემდეგ, ილჰამმა საკუთარი ბიზნესი დაიწყო. 1991 წლიდან 1994 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში და აზერბაიჯანში მამამისის გაპრეზიდენტების შემდეგ დაბრუნდა.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

1994 წლიდან 2003 წლამდე იგი იკავებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მეორე ვიცე-პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს. იგი ორჯერ, 1995 და 2000 წელს იყო არჩეული აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში). 2003 წელს მოიხსნა დეპუტატის მანდატი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო. 1997 წელს არჩეულ იქნა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენით, ასევე საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს დიდი კორდონის „დიდების ორდენით“. 1999 წელს არჩეულ იქნა პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ მოადგილედ, 2001 წელს - თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 2005 წელს უკვე თავმჯდომარედ.

2001 წლიდან 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მილლი მეჯლისის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (ესსა). 2003 წელს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილედ და ესსა-ს ბიუროს წევრად. 2004 წელს ესსა-ში აქტიური მუშაობისთვის დაჯილდოვდა ესსა-ს საპატიო წევრის დიპლომითა და მედლით.

პრეზიდენტობა

2003 წლის 15 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევები. მოსახლეობის 76%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ალიევის კანდიდატურას. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით, არჩევნებზე მრავალრიცხოვანი დარღვევები დაფიქსირდა. ოპოზიციამ არ აღიარა არჩევნების შედეგები და გამართა აქცია ქალაქის ცენტრში, რასაც მოჰყვა შეტაკება, რომლის დროსაც ბევრი მსხვერპლი იყო.

აზერბაიჯანსა და საზღვარ გარეთ ახალი ლიდერისგან ელოდნენ თანდათანობითი რეფორმების გატარებას — დაახლოებას დასავლეთთან, პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას და სტაბილურობის გამაგრებას. თუმცა ახალგაზრდა პრეზიდენტს არ გააჩნდა საკმარისი გამოცდილება. თავდაპირველად ილჰამ ალიევი დამოკიდებული იყო ძველ მმართველ ელიტაზე. ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებზე რჩებოდნენ ისინი, ვინც ჰეიდარ ალიევის დროს იყო. მას დასჭირდა ორი წელიწადი, რათა შეეცვალა აპარატი.

ილჰამ ალიევის პრეზიდენტობა აღინიშნებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციით. 2005 წელს აზერბაიჯანში აღმოფხვრილ იქნა სახელმწიფოებრივი გადატრიალების მცდელობა. დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მინისტრი — ფარჰად ალიევი, ფინანსთა მინისტრი — ფიქრეთ იუსიფოვი, ჯანმრთელობის მინისტრი — ალი ინსანოვი, „აზერქიმიის“ სახელმწიფო კონცერნის პრეზიდენტი — ფიქრეთ სადიგოვი, აზერბაიჯანის სამეცნიერო აკადემიის ექს-პრეზიდენტი — ელდარ სალაევი, კომპანია აზპეტროლის (AzPetrol) პრეზიდენტი — რაფიგ ალიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი — აკიფ მურადვერდიევი, ჯანდაცვის სამინისტროს პერსონალის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი — ნაზიმ იბრაჰიმოვი, სამინისტროს სააფთიაქო დეპარტამენტი ყოფილი ხელმძღვანელი — აკიფ მაჰარამოვი.

2008 წლის 15 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ილჰამ ალიევი მეორედ იქნა არჩეული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად. მან 88%-ზე მეტი ხმა მიიღო. 2009 წელს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა ცვლილებები კონსტიტუციაში. ცვლილების თანახმად, ერთი და იგივე პიროვნების არჩევა პრეზიდენტად შეიძლება ორ ჯერზე მეტად. ოპოზიციამ ალიევი დაადანაშაულა, რომ მან აზერბაიჯანი აქცია მონარქიად, ევროპის კომისიამ კი რეფერენდუმი შეაფასა, როგორც „სერიოზული ნაბიჯი უკან“ დემოკრატიის განვითარებაში.

2013 წლის ივნისში პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ V ყრილობაზე ილჰამ ალიევის კანდიდატურა წარმოდგენილ იქნა საპრეზიდონტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 9 ოქტომბერს. ალიევმა არჩევნების დროს 84% -ზე მეტი ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობამ 72% შეადგინა.

2017 წელს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტის დამცირებისა და ღირსების დისკრედიტაციისთვის“ მოქალაქეებს ემუქრებათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან დაჯარიმდებიან 1500 – 2500 ათასი მანათის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი გამონათქვამები განთავსდება ინტერნეტში ყალბ ანგარიშებსა და პროფილებზე, გათვალისწინებულია 2000-დან  3000 მანათამდე ჯარიმა.

ფრანგულმა კვლევითმა ინსტიტუტმა OpinionWay-მ 2019 წელს ჩაატარა გამოკითხვა აზერბაიჯანელ ხალხს შორის. გამოკითხვა შედგებოდა 9 კითხვისაგან და მოიცავდა იმ საკითხებს, რომელიც მოხდა ქვეყანაში ბოლო (2018-2019) წელს. გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 85,1%-მა დადებითად შეაფასეს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობა.

ეკონომიკური პოლიტიკა

2003 წელს, როდესაც ალიევი მოვიდა ქვეყნის სათავეში მან დაიწყო სპეციალური პროგრამების შემუშავება ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა (2003–2005)“, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა (2004-2008)“, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასაქმების სტრატეგია“ (2006-2015), „აზერბაიჯანის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2014-2018 წლებისათვის“. ილჰამ ალიევმა 2004 წელს გამოსცა ბრძანება „ნავთობისა და გაზის შემოსავლების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის მიღება (2005-2025)“. ეს იყო ჰეიდარ ალიევის სანავთობო სტრატეგიის გაგრძელება.

ილჰამ ალიევი 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რუქა

ალიევის გაპრეზიდენტების პირველ პერიოდში შეინიშნებოდა ეკონომიკური ზრდა ენერგორესურსების ექსპორტის ხარჯზე. განხორციელდა საექსპორტო მილსადენების ჩაშვება რუსეთის ავლით - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზუმის მილსადენი. 2003 – 2010 წლებში, სახელმწიფო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი იყო 840 ათასი სამუშაო ადგილი. სიღარიბის ოფიციალური დონე 45%-დან 11%-მდე დაეცა. 2007 წელს ბაზარზე შიდა ინვესტიციების ზრდა დაიწყო. 2008 წლისთვის კი  ინვესტიციების საერთო მოცულობა შეადგენდა 77%, რაც შეადგენდა შიდა ინვესტიციების კაპიტალს. მათი უმრავლესობა მიმართული იყო არასანავთობო სექტორში.

2014 წლიდან ნავთობის ფასის დაცემის შემდეგ აზერბაიჯანში ეკონომიკა გაუარესდა. აზერბაიჯანის ეკონომიკამ წარმოების შემცირება განიცადა, ცხოვრების დონე დაეცა, გაიზარდა უმუშევრობა, გრძელვადიანი ეკონომიკური დაგეგმვის არარსებობა და საბანკო სექტორის სისუსტე აშკარა გახდა. ამან გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი, რომელიც შახშობილ იქნა ხელისუფლების მიერ. 2014 წელს ალიევის მონაწილეობით ჩატარდა „სამხთეთ გაზის კორიდორის“ გაყვანის ცერემონია, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება ევროპას. 2015 წელს დაიწყო ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობა. 2016 წელს დაიწყო ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა, რომელიც  ტრანს-ანატოლიური მილსადენის გაგრძელებაა.

2017 წლის ბოლოს ილჰამ ალიევი თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არასანავთობო სექტორში ზრდა შეადგენდა 2,5%, არა სანავთობო სამრეწველო წარმოება - 3%-ზე მეტი, სოფლის მეურნეობა - 4%-ზე მეტი, ხოლო არა სანავთობო ექსპორტი - 24%. 2017 წელს აზერბაიჯანის მშპ 39.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

პოლიტიკა სპორტის სფეროში

2011 წლის 7 ივლისს ილჰამ ალიევმა გასცა განკარგულება ბაქოში თანამედროვე სპორტულ-საკონცერტო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც პასხობს საერთაშორისო სტანდარტებს. 2016 წელს გასცა განკარგულება სპეციალური ოლიმპიური სტიპენდიის რაოდენობის გაზრდის შესახებ. განკარგულება ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. 2017 წელს ხელი მოაწერა განკარგულებას ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატის „BMX Racing“ ჩატარებასთან დაკავშირებით ბაქოში. ჩემპიონატის ჩატარება დაგეგმილია 2018 წლის 5-9 ივნისს.

2013 წელს გადაწყდა ფორმულა ერთის ჩატარება ბაქოში 2016 წელს. 2016 წელს 17–19 ივნისს ბაქოში პირველად ჩატარდა ევროპის გრან-პრის ჩემპიონატის მერვე ეტაპი 2016 წლის სეზონში. 2017 წლის სეზონში ჩატარდა მერვე ეტაპი აზერბაიჯანის გრან-პრის ჩემპიონატი ფორმულა -1. 2018 წლის 27-29 აპრილს კი ბაქოში ჩატარდება აზერბაიჯანის გრან-პრის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი.

ილჰამ ალიევი 
პირველი ევროპული თამაშების გახსნა. ილჰამ ალიევი მეჰრიბან ალიევასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეთაურთან ტომას ბახთან და რუსეთის ფედერაციის მინისტრთან - ვლადიმირ პუტინთან ერთად

2012 წლის დეკემბერს ევროპული ოლიმპიური კომიტეტის 41-ე გენერალურ ასამბლეაში გადაწყვეტილი იქნა პირველი ევროპული თამაშების ჩატარება. 2013 წლის იანვარში ილჰამ ალიევმა გასცა ბრძანება საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ 2015 წელს პირველი ევროპული თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით ბაქოში. 2015 წლის 12-28 ივნისს ბაქოში გაიმართა პირველი ევროპული თამაშები. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მაყურებელთა რიგებში.

2012 წელს ფიდეს გენერალურმა ასამბლეამ დაატასტურა აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის წინადადება ჭადრაკის ოლიმპიადის ჩატარების შესახებ ბაქოში. 2015 წლის 11 - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბაქოში შედგა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2016 წელს 1-14 სექტემბრის ჩათვლით „Baku Crystal Hall-ში“ ჩატარდა ჭადრაკის რიგით  42 ოლიმპიადა.ილჰამ ალიევმა გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

2013 წლის ივლისში ისლამური სოლიდარობის სპორტული ფედერაციის VIII გენერალურ ასამბლეაზე, გადაწყდა, რომ IV ისლამური სოლიდარობის თამაშები ბაქოში გაიმართება. 2015 წელს ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას საორგანიზაციო კომიტეტის ფორმირების შესახებ IV ისლამური თამაშებისთვის. 2017 წლის 12-22 მაისს ისლამიადა გაიმართა ბაქოში.

პოლიტიკა კულტურის სფეროში

2015 წლის 18-19 მაისს ბაქოში გაიმართა მესამე მსოფლიო კულტურათაშორისი ფორუმი დევიზით „გავიზიაროთ კულტურა საერთო უსაფრთხოების სახელით“ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივით და იუნესკოს, გაეროს ცივილიზაციების ალიანსის, ევროპის საბჭოს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთ ცენტრისა და ისესკოს პარტნიორობით.

2017 წლის 4-6 მაისს ბაქოში ჩატარდა მეოთხე მსოფლიო კულტურათაშორისი დიალოგის ფორუმი დევიზით „კულტურათაშორისი დიალოგის განვითარება: ადამიანის უსაფრთხოების, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ახალი შესაძლებლობები“. ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა მეშვიდე გაეროს ცივილიზაციების ალიანსის გლობალური ფორუმი თემაზე „თანაცხოვრება ინკლუზიურ საზოგადოებაში: გამოწვევები და მიზნები“. 2017 წლის ნოემბერში ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ბაქოს პროცესის“ მე-10 წლისთავის ჩატარებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკა ტურიზმის სფეროში

2003 წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ვიზების ურთიერთ გამოყენების შესახებ“. 2006 წელს ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ბულგარეთთან, ხოლო 2015 წელს ნორვეგიასთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. 2006 წელს ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ბელორუსთან უვიზო რეჟიმის დამტკიცების შესახებ. 2013 წლიდან აზერბაიჯანში გამოიყენება ტურისტული ვიზების მიღების ახალი პროცედურა. ელექტრონული ტურისტული ვიზის გაფორმების დადასტურების შემდეგ, 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვიზა ტურისტს ელექტრონული ფორმატით გადაეგზავნება. 2016 წლიდან კი საუდის არაბეთის, იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და სხვა სახელმწოებისთვის შემოღებულია ვიზის გაცემის გამარტივებული რეჟიმი აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში.

სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ახალი ჯანმრთელობის ცენტრებისა და სანატორიუმების აშენებასთან და არსებული ცენტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 2008 წელს ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეუღლეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ფიზიოტერაპიული ცენტრის „დუზდაღის“ გახსნაში, ნახიჩევანში.

2014 წელს მეჰრიბან ალიევასთან ერთად პრეზიდენტმა მოინახულა ნაფტალანი, საიდანაც იღებს სათავეს აზერბაიჯანის სამკურნალო და სამედიცინო ტურიზმი.

აზერბაიჯანში ყურადღება ეთმობა სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებასაც. პრეზიდენტის განკარგულებით გუსარსა და გაბალაში დაიწყო ტურისტული კომპლექსების მშენებლობა. 2014 წელს, პრეზიდენტი გაეცნო და მონაწილეობდა მიიღო საზაფხულო და ზამთრის დასვენების სამთო-სათხილამურო  კომპლექსის გახსნაში „ტუფანი“ გაბალაში. 2015 წელს ქვეყნის პირველ ლედისთან ერთად მიიღო მონაწილეობა საბაგირო გზისა და ტურისტული კომპლექსის სამთო-სათხილამურო დასაშვების „შაჰდაღის გახსნაში“, გუსარში.

2016 წელს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების დამატებითი ზომების შესახებ“, რაც მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებასა და ჩამოყალიბებას ქვეყანაში. მოცემული განკარგულების საფუძველზე შეიქმნა ტურიზმის საბჭო. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად ქვეყანაში იმართება სავაჭრო ფესტივალებიც. 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდა პირველი, ხოლო შემოდგომაზე მეორე Shopping festival.

ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკა

2006 წელს ალიევის განკარგულებით აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების  სამინისტრომ გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ლიბანსა და პალესტინაში. 2011 წელს მისივე განკარგულებით შეიქმნა საერთაშორისო განვითარების სააგენტო (AIDA - Azerbaijan International Development Agency) აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2014 წელს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების  სამინისტრომ გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რომელმაც განიცადა სტიქიური უბედურება. 2015 წელს სამინისტრომ რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ნეპალში, სადაც მოსახლეობამ განიცადა მიწისძვრა. დახმარებაში შედიოდა - 1 ტონა სამედიცინო პრეპარატები, სასმელი წყალი, გადასაფარებლები და კარვები. ასევე დახმარება გაეგზავნა ტაჯიკეთს, რომელმაც ასევე განიცადა მიწისძვრა.

2017 წელს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით ჯიბუტში. ძირითადად გაგზავნილი იყო საკვები პროდუქტები. 2017 წელს ილჰამ ალიევმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის მთავრობამ 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (ყოველდღიური გამოყენების ნივთები და საკვები პროდუქტები) გაუგზავნა მიანმარში როჰინჯის მუსლიმებს.

2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მიწისძვრები მოხდა ინდონეზიაში, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა. ილჰამ ალიევის მითითებით, ინდონეზიურ მხარეს გაეგზავნა თანხა 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში

2007 წელს პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტო. 2012 წელს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დადგენილებას განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ „აზერბაიჯანი 2020: მომავლის ხედვა“, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო დახმარების კონტროლსა და მისი მექანიზმების გაუმჯობესებას სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების დახმარებით. 2017 წელს ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ადმინისტრაციული ტერიტორიების სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის გამოყენების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების შესახებ მინგეჩაურისა და ევლახის რაიონებში.

ახალგაზრდული პოლიტიკა

2005 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა „აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა“, რომელიც მოიცავდა 2005-2009 წლებს. პროგრამაში შედიოდა ახალგაზრდების განვითარებისა და მხარდაჭრის კონცეფციები სხვადასხვა სფეროებში.  2007 წელს ალიევმა გამოსცა განკარგულება „აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით სწავლა საზღვარგარეთ 2007-2015 წლებში“. მოცემული პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანული ახალგაზრდობის 5000-მდე წარმომადგენლებს აგზავნიდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებში განათლების მისაღებად. 2011 წლის ივლისში პრეზიდენტმა გასცა განკარგულება სახელმწიფო პროგრამის „აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა 2011-2015 წლებში“ დამტკიცების შესახებ. 2011 წლის დეკემბერში ილჰამ ალიევის განკარგულებით შეიქმნა ახალგაზრდობის ფონდი.  2013 წელს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ“ 2013-2014 წლებში ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების გახსნაში მონაწილეობდა. 2014 წელს ბაქოში გაიმართა პირველი გლობალური ახალგაზრდული ფორუმი, რომელსაც ილჰამ ალიევი ესწრებოდა. 2017 წლის სექტემბერში ილჰამ ალიევმა გასცა ბრძანება სახელმწიფო პროგრამის „აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა 2017-2021 წლებში“ დამტკიცების შესახებ.

პოლიტიკა სამეცნიერო სფეროში

აზერბაიჯანის ეროვნულ სამეცნიერო აკადემიას დაევალა აზერბაიჯანულ ენაზე გამოეცა „აზერბაიჯანული ეროვნული ენციკლოპედია“. ილჰამ ალიევის დადგენილების მიხედვით 15 სექტემბერი არის „ცოდნის დღე“. 2003 წლის 24 ნოემბრს პრეზიდენტის დადგენილებით  „სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ზომების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეიქმნა „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ალტერნატიული და აღდგენითი ენერგიის წყაროების გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“.

მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით 2008 წელს ჩაშვებულ იქნა ბაქოს პროცესი, რომელმაც დაუდა სათავე კულტურათაშორის დიალოგს.

2010 წელს ბაქოში შედგა რელიგიური ლიდერების სამიტი ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით. 2010 წლის ოქტომბერში გაიხსნა ებრაული სკოლა, რომლის გახსნას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი.

2011 წლიდან ორ წელიდადში ერთხელ იმართება კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმი.

2014 წელს შეიქმნა ბაქოს საერთაშორისო მულტიკულტურალიზმის ცენტრი.

2016 წელი ალიევის ბრძანებით აზერბაიჯანში გამოცხადებულ იქნა „მულტიკულტურალიზმის წლად“.

2017 წელი ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა - ისლამური სოლიდარობის წლად აზერბაიჯანში. წლის ბოლოს შედგა კონფერენცია თემაზე „ 2017 - ისლამური სოლიდარობის წელი: რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგი“, რომელზეც ილჰამ ალიევმა მიიღო მონაწილეობა.

ილჰამ ალიევი შეყვანილი იყო სიაში მსოფლიოს 500 გავლენიანი მუსულმანი.

სასამართლო სისტემა

2006 წლის 19 იანვარს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილ იქნა სასამართლო სისტემის მოდერნიზაციის შესახებ ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ სასამართლო სისტემის ხარისხის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადადგა. რეგიონებში ეფექტიანობისა და ხალხის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა ახალი სასამართლოები, ასევე ახალი სააპელაციო სასამართლოები. მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა, სასამართლო პროცესები განახლდა და დადგენილების საფუძველზე მოდერნიზებული გახდა. ახალი სასამართლო სისტემის სააპელაციო სასამართლოების საფუძველზე ტერიტორიული იურისდიქციის განხორციელების მიზნით (სამოქალაქო, კრიმინალური, სამხედრო და ადმინისტრაციულ-ეკონომიკური) აზერბაიჯანის 6 რეგიონში 4-მა სამეურვეო სასამართლომ დაიწყო მუშაობა. „სასამართლოსა და მოსამართლეთა შესახებ“ და „მართლმსაჯულების იურიდიულ საბჭოს შესახებ“ კანონებში მიღებულმა ცვლილებებმა, რომლებიც განხორციელდნენ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აზერბაიჯანში სამართლიანობის ეფექტურობის გაზრდის კუთხით.

2019 წლის 3 აპრილს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იუსტიციის სისტემაში რეფორმების გაღრმავების შესახებ. ამის მიხედვით დაიწყო კიდევ ერთი ფაზა აზერბაიჯანის სასამართლო-სამართლებრივ სისტემაში. ამის შემდეგ შეიცვალა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსი და აზერბაიჯანის კონსტიტუციური კოდექსის შესახებ კანონი.

საგარეო პოლიტიკა

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ილჰამ ალიევმა დაიწყო მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარება.

2004 წელს ალიევმა ხელი მოაწერა კანონს აზერბაიჯანის საელჩოს შექმნის შესახებ ინდონეზიაში, 2005 წელს - მაროკოში, 2006 წელს - მალაიზიასა და იორდანიის სამეფოში, 2007 წელს - ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ლიეტუვაში, 2009 წელს - ტაილანდში, 2010 წელს - არგენტინასა და ესტონეთში.  

2004 წელს აზერბაიჯანი ჩართული იყო „ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში“, ხოლო 2009 წელს ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“.

2005 წელს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ირანთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას, რომელიც უკრძალავს ორივე მხარეს საკუთარ ტერიტორიებზე განათავსოს სამხედრო ბაზები.

2010 წელს აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის შესახებ.

სომხეთ -აზერბაჯანს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.

2011 წელს აზერბაიჯანმა მიიღო დამკვირვებლის სტატუსი აფრიკის კავშირში. ამავე წელს აზერბაიჯანი პირველად აირჩიეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად.

2003-2005 და 2017-2019 წლების პერიოდში აზერბაიჯანი არჩეულ იქნა ეკოსოსისა წევრად, 2006 -2009 წლებში კი იყო გაეროს საბჭოს წევრი ადამინის უფლებების მხრივ.

2018 წლის 1-ლ სექტემბერს ბაქოში და იმავე წლის 26 სექტემბერს სოჭში ილჰამ ალიევი შეხვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, სადაც განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, ისევე როგორც ერთობლივი პროექტები, როგორიცაა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ჩრდილო-სამხრეთი - „ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთი“. სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის განხორციელებული სამხედრო შესყიდვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კრიტიკა და კორუფციაში დადანაშაულება

ილჰამ ალიევს აკრიტიკებენ ავტორიტარიზმში, კორუპციაში, ადამინის უფლებების დარღვევაში, მათ შორის დაკავებებს პოლიტიკური მოტივებითა და ოპონენტების შევიწროებით. „2016 წლის მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსში“ აზერბაიჯანმა 48-ე ადგილი დაიკავა, როგორც ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანამ.

„Amnesty International“ საკუთარ ანგარიშებში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. 2014 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანში მთლიანად პარალიზებული იყო პირველი ევროპული თამაშების ჩატარებისთვის.

2001 წელს აზერბაიჯანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შედგენილ კორუფციის აღქმის ინდექსში, 90 ქვეყანას შორის 87 ადგილი დაიკავა, ხოლო 2015 წელს - 168 ქვეყნიდან 119.

საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკა ეფუძნება აკვიატებულ მიდგომას, რასაც ალიევი უწოდებს „აზერბაიჯანის ავტორიტეტისადმი ზარალის მიყენების მცდელობას“.

ჯილდოები

ორდენები და მედლები

  • ჰეიდარ ალიევის ორდენი
  • ორდენი „რუმინეთის ვარსკვლავი“
  • მეფე აბდელ-აზიზის ორდენი (საუდის არაბეთის სამეფო)
  • „ღირსების“ ორდენი (საქართველო, 2013)
  • ღირსების ლეგიონის დიდი ჯვარი (საფრანგეთი)
  • პრინც იაროსლავ ბრძენის, I ხარისხის ორდენი  (2008, უკრაინა) - უკრაინისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის
  • „შაჰ ისმაილის“ ორდენი (აზერბაიჯანი)
  • პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის დიდი ჯვრის ორდენი (პოლონეთი)
  • სერგი რადონეჟსკის I ხარისხის ორდენი
  • დიდების ორდენი „დიდი კორდონი“ (საერთაშორისო სამხედრო სპორტის საბჭო)
  • დსთ-ს ქვეყნების სპორტული ორგანიზაციების საერთაშორისო კონფედერაციის დიდების ორდენი
  • ფილას უმაღლესი ჯილდო „სპორტის ლეგენდა“
  • წმიდა პრინცის დანიილ მოსკოველის ორდენი
  • ორდენი „მუბარაქ ალ-ქაბირი“ (2009, გაე)
  • დიდების და ღირსების I ხარისხის  ორდენი (2010)
  • ეროვნული ორდენი დიდი ჯვარი „ერთგული სამსახურისათვის“ (2011, რუმინეთი)
  • დიდი ჯვრის ორდენის სამი ვარსკვლავის კავალერი (ლატვია)
  • ერთა მეგობრობის ორდენი (2011, ბელარუსი)
  • ორდენი „სტარა ლანინა“ (ბულგარეთი. 2011)
  • ატამან გოლოვატოვის ორდენი (2012)
  • დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის „თანამეგობრობის“ ორდენი (2012)
  • ისმოილი სომონის ორდენი (2012, ტაჯიკეთი)
  • საიუბილეო მედალი „ასტანის 10 წელი“
  • საბერძნეთის პარლამენტის ოქროს მედალი
  • სამახსოვრო ოქროს მედალი ISESCO- ს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით (2012)
  • გმირის ოქროს ვარსკვლავი - კაზაკების უმაღლესი ორდენი
  • პროფესიული კავშირების გენერალური კონფედერაციის ოქროს სამკერდე „პროფესიული კავშირის მოძრაობაში დამსახურებისთვის“ (2012)
  • სერბეთის ლენტის ორდენი (სერბეთი, 2013)
  • თავისუფლების ორდენი (უკრაინა, 18 ნოემბერი 2013) - უკრაინისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში პირადი მიღწევებისთვის
  • ორდენი „პარტიის წინაშე დამსახურებისთვი“ (რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, 2015 წელი)
  • იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენი

პრემიები

  • იჰსან დოღრამაჯის პრემია მშვიდობასა და საერთაშორისო ურთიერთობებში (თურქეთი)
  • „გრან პრის“ ლაურეატი პრემიის „2019 წლის პერსონა“ (რუსეთი)
  • პრემია „ჟურნალისტების მეგობრის“ ლაურეატი
  • საერთაშორისო პრემია „ბალკანეთის ღირსეული მეგობარი“
  • ჯილდო „ათწლეულის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე თურქულენოვანი რესპუბლიკებში“ (თურქეთი)

საპატიო წოდებები

  • „წლის ადამიანი 2010“ ჟურნალ „Balcanii şi Europa-ს“ მიხედვით (რუმინეთი)
  • თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება (თურქმენეთი)
  • ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება (ბელარუსი)
  • მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2008)
  • გუმილიოვის სახელობის ევრაზიული ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება (ყაზახეთი)
  • ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (ბულგარეთი)
  • ლინკოლნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (აშშ)
  • საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • ბილკენტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (თურქეთი)
  • საგადასახადო აკადემიის საპატიო დოქტორი (უკრაინა)
  • პლოსტსკოვის უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საპატიო დოქტორი (რუმინეთი)
  • МГИМО-ს საპატიო დოქტორი (2004)
  • კიონჰის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (სამხრეთი კორეა)
  • იორდანიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (იორდანია)
  • კორვინუსის უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა საპატიო დოქტორი (უნგრეთი)
  • კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტისსაპატიო დოქტორი (უკრაინა)
  • ასტრახანის საპატიო მოქალქე (2011)
  • თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (თურქმენეთი)
  • ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (აზერბაიჯანი)
  • ანკარის უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი (თურქეთი)
  • ჩუქუროვას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (თურქეთი)
  • ტაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

რესურსები ინტერნეტში

ილჰამ ალიევი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ილჰამ ალიევი ბიოგრაფიაილჰამ ალიევი პრეზიდენტობაილჰამ ალიევი საგარეო პოლიტიკაილჰამ ალიევი კრიტიკა და კორუფციაში დადანაშაულებაილჰამ ალიევი ჯილდოებიილჰამ ალიევი რესურსები ინტერნეტშიილჰამ ალიევი სქოლიოილჰამ ალიევი196124 დეკემბერიაზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენალეილა ალიევამეჰრიბან ალიევაპრეზიდენტიჰეიდარ ალიევი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიძინა ჩოლოყაშვილიკორდილიერებიფოტოსინთეზიმერცხლისებრნიჭადრაკისულხან-საბა ორბელიანისვეტიცხოველიფოცხვერი22 აპრილისახარებამარკო პოლოსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიარსებითი სახელიესპანეთიგლობალური დათბობაბათუმიაშშ-ის ისტორიასილიციუმიჩვეულებრივი სელაპიარაგვიაპენდიციტიევოლუციაბუნების დაცვასამკუთხედიანა კალანდაძეელ კლასიკოსაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ფემინიზმიდანიასაქართველოს გეოგრაფიალომი (ასტროლოგია)დიდება (ჰიმნი)თევზებიგიორგი ლეონიძეკაცხის სვეტიავსტრალია (კონტინენტი)ვიეტნამიინსულტინიუტონის კანონებიშვედეთითემურლენგიშიდსიივანე მაჩაბელითავისუფლება (ფილოსოფია)ვეფხისტყაოსანიდოფამინი21 აპრილიტიფლისი (ტელესერიალი)დავით სოსლანისაქართველო IV საუკუნეშიბაში-აჩუკი (ფილმი)ფონეტიკაალუდა ქეთელაურიდედამიწის დღენარკომანიატბატოტალიტარიზმიენგურიგულიხემარწყვაელექტროენერგიის სექტორი სომხეთშინაწლავებიადამიანისაქართველოხინკალი69 (სექსუალური პოზა)ლურჯი ვეშაპიგიორგი XIკოსმოპოლიტიზმიქართვლის დედამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიმიწისძვრავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისლოვაკეთიტერორიზმიმერწყულისერგო ორჯონიკიძემარტყოფის ღვთაების მონასტერი🡆 More