ალექსი არაქჩეევი

ალექსი ანდრის ძე არაქჩეევი (რუს.

Алексей Андреевич Аракчеев, მეცნ. Aleksej Andreevič Arakčeev) (დ. 4 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1769, ნოვგოროდის გუბერნია ― გ. 3 მაისი [ ძვ. სტ. 21 აპრილი], 1834, სოფ. გრუზინო, ნოვგოროდის გუბერნია), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის მედროვე კარისკაცი, რომლის სახელთან დაკავშირებულია სახელმწიფო მმართველობაში რეაქციული პოლიციის და სამხედრო სისტემის (ე. წ. არაქჩეევშინა) დამყარება.

ალექსი არაქჩეევი
ალექსი არაქჩეევი

ბიოგრაფია

დაიბადა ხელმოკლე მემამულის ოჯახში. დაწინაურდა პავლეს გამეფების შემდეგ. 1796 წელს დანიშნეს პეტერბურგის კომენდანტად. ხელმძღვანელობდა რეაქციული რეფორმების გატარებას არმიაში. მიუხედავად უდიდესი გავლენისა, პავლე I-მა ორჯერ შერისხა (1798, 1799–1801) და ბოლოს დედაქალაქში ცხოვრებაც აუკრძალა. ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ არაქჩეევი კვლავ დაწინაურდა. 1808-1810 სამხედრო მინისტრი იყო, 1810 წლიდან სახელმწიფო საბჭოს სამხედრო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1815-იდან ფაქტობრივად ხელთ იგდო სახელმწიფო საბჭოს, მინისტრთა კომიტეტისა და იმპერატორის პირადი კანცელარიის ხელმძღვანელობა.

1817 წლიდან სამხედრო დაბების მოწყობა და უფროსობა დაევალა. არაქჩეევმა თანამედროვეთა საერთო სიძულვილი დაიმსახურა. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ არაქჩეევმა გავლენა დაკარგა, მაგრამ ნიკოლოზ I მის მეთოდებს მაინც ფართოდ იყენებდა საშინაო პოლიტიკაში.

ლიტერატურა

  • სურგულაძე ა., რუსეთი XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1963;
  • История СССР. С древнейших времён до наших дней, т. 4, М., 1967, с. 168-173;

Tags:

176918343 მაისი4 ოქტომბერიალექსანდრე Iგრუზინოპავლე Iრუს.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არჩვიმოწამეთაალკოჰოლიზმიარქეოლოგიაკავკასიური ნაგაზიჯაყოს ხიზნებიკათოლიციზმიოქროს კვეთაქრისტეფორე კოლუმბიირლანდიააბო თბილელის წამებანაპოლეონ ბონაპარტიტროპიკული სარტყლებიპრელუდია (სექსი)არაპენეტრაციული სექსიტონაკალიებიჯონ მალკოვიჩითითაობალიონელ მესიაზერბაიჯანიბაროკო24 აპრილიფრინველებიაგნოსტიციზმიკაპიტალიზმიირემისაუდის არაბეთიმარჩბივი (ასტროლოგია)ვულკანისაქართველოს ეროვნული მუზეუმიფოლკლორიმთავარი გვერდისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ანჩისხატიაია-სოფიას ტაძარიაშშ-ის ისტორიასამეგრელორუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკვადრატიკომუნიზმისოკოებიდონ კიხოტიარაგვიგიორგი XIIსანქტ-პეტერბურგიმეტაფორავარლამ ლიპარტელიანიკილიმანჯარომთლიანი შიდა პროდუქტიღვარცოფიკურდღელიფესახიმოსკოვიხელოვნებახეიულიუს კეისარისაქართველოს ფრინველთა სიასაჭმლის მომნელებელი სისტემაალუდა ქეთელაურიბიძინა ჩოლოყაშვილისაქართველოს სახელმწიფო გერბიმტკვარიათონის ივერთა მონასტერიამსტერდამიხინკალიშავი ზღვა21 აპრილიყივანახველაკანადაგიორგი სააკაძედავით სარაჯიშვილიაფრიკის ქვეყნების სიაძუძუმწოვრებიმეორე მსოფლიო ომიალ პაჩინომაროკო🡆 More