ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (დ.
7 ივლისი, 1847 — გ. 2 აპრილი, 1919) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი, ქველმოქმედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა 1847 წელს ლამისყანაში, ივანე ჯამბაკურ-ორბელიანისა და ნინო ერისთავის ოჯახში. აღზრდა-განათლება ალექსანდრემ ოჯახში მიიღო. მშობლებთან ერთად, ბავშვზე დიდ გავლენას ახდენდა პაპა თორნიკე ერისთავი.
ალექსანდრე სასწავლებლად პეტერბურგის პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, რომელიც 1867 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა. საბოლოოდ იგი იყო შტაბს-კაპიტანი და მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი.
1872 წელს ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა ცოლად შეირთო მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. მარიამი ერეკლე მეფის გამორჩეულად საყვარელი შვილის, თეკლე ბატონიშვილის შვილიშვილი იყო. 1906 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მცდელობით, მის მიერვე შეკრებილი ფულით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა. 1917 წლამდე ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანებს არაერთი სტიპენდიანტი ყავდათ ქართულ ვაჟთა სკოლაში, რუსეთის და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. 1917-1918 წლებში ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანები მონაწილეობას იღებდნენ და ივანე ჯავახიშვილს მხარში ედგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია მამა-პაპის გვერდით თბილისში, სიონის ტაძარში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.