ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვარი (დ.

ალექსანდრე ამილახვარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

20 ოქტომბერი, 1750 ― გ. 1802), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

ალექსანდრე ამილახვარი
ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვარი

ბიოგრაფია

მამასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765), რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წელს პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა, დაუკავშირდა ქართლის ტახტის პრეტენდენტს ალექსანდრე ბაქარის ძეს და ტახტისათვის ბრძოლაში შემწეობა აღუთქვა. 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II-ის თხოვნით ამილახვარი შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად, ასტრახანში გარდაიცვალა.

რუსეთში ყოფნისას დაწერილ პოლიტიკურ პამფლეტში „გეორგიანული ისტორია“ (გამოიცა რუსულ ენაზე, პეტერბურგში, 1779) ამილახვარი მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალს. ახასიათებს XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობასა და სახელმწიფო წყობილებას, უარყოფითად ახასიათებს ერეკლე II-ის მთელ მოღვაწეობას. თხზულება განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი თავადის პოლიტიკური შეხედულებების დასახასიათებლად. ავტორის მსჯელობა შეუზღუდველი თვითმპყრობელი მმართველობისადმი უკიდურეს სიძულვილით.

ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის კიდევ უფრო საინტერესოა ამილახვარის პოლიტიკური ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“, რომელიც ეძღვნება სოლომონ I-ს. ნაშრომში გადმოცემულია ავტორის შეხედულებები სახელმწიფო მოწყობისა და მართვა-გამგეობის შესახებ. ალექსანდრე ამილახვარის აზრით, ქვეყანას უნდა მართავდეს ბრძენი და ჰუმანური მეფე, მაგრამ მეფის უფლებები გაყოფილი უნდა იყოს რამდენიმე ორგანოს შორის. იგი ცენტრალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგია, მოითხოვს თავადების პოლიტიკურ უფლებების გაძლიერებას, სახელმწიფო მართვა-გამგეობის სხვადასხვა დარგის ჩაბარებას წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. ალექსანდრე ამილახვარის შეხედულებით, დაცულ უნდა იქნეს გლეხი, რადგან ის არის ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი. ავტორი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაჭრობას. მისი აზრით, აუცილებელი იყო დიდი ყურადღება დათმობოდა სწავლა-განათლებასა და მეცნიერაბას, რადგან ამის გარეშე ვერც ერთი ერი ვერ განივითარდებოდა. გარდა ამისა, გამოთქვამს შეხედულებებს სამღვდელოების, ხელოსნების ადგილის შესახებ სახელმწიფოში.

ამილახვარის მსოფლმხედველობაში აისახა XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლების ზოგიერთი პროგრესული იდეა, მაგრამ ეს იდეები მის პრაქტიკულ მოღვაწეობასთან არ იყო დაკავშირებული. ამილახვარს ეკუთვნის აგრეთვე რუსულ ენაზე დაწერილი დრამატული სცენები „ასტრახანში“.

ლიტერატურა

  • აკოფაშვილი გ., საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან საქართველოში XVIII საუკუნის დასასრულს, „ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 1955, ტ. 1;
  • ასათიანი ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, თბ., 1933;
  • გელეიშვილი პ., ალექსანდრე ამილახორი როგორც პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე, თბ., 1936;
  • აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.
  • ვაჩნაძე მ., გურული ვ., ბახტაძე მ., საქართველოს ისტორია, თბ., 2003.
  • ხუროშვილი გ., ალექსანდრე ამილახვარი; „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, თბილისი, 2014 წ., გვ. 64-73.

Tags:

1750180220 ოქტომბერიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხელისუფლების დანაწილებაევოლუციაილია ჭავჭავაძესამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათეთრი დათვიიმერეთის მხარეგიორგი სააკაძესანდრო ახმეტელილეიკოციტოზინიუ-იორკივინსენტ ვან გოგისაქართველოს ტერიტორიული მოწყობახელოვნებაბორის აკუნინითბილისის მეტროპოლიტენიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ჩრდილოეთი ამერიკათამარ მეფემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათინათინ ბოკუჩავასაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული ფილმების სიაკურო (ასტროლოგია)ლოცვა ეფრემ ასურისადინოზავრებიძალაერლინგ ჰოლანიჭადრაკიზმნიზედამიწისძვრადედაპლატაკავკასიონიბალდუინ IV იერუსალიმელიქართული გვარივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიალექსანდრე დუგინიმგელიმორალივეფხვისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიწმინდა გიორგიკევინ დე ბრეინეაზოტიკარლეს პუჩდემონივულკანიქართული ხალხური ცეკვებიმიგრაციანიდერლანდებიგურიის მხარეკანადასლოვენიასამეგრელომტირალას ეროვნული პარკიინდოეთიმალტაჯონ მალკოვიჩინოდარ დუმბაძეეგვიპტეარწივითბილისის ზღვათეთნულდიჩრდილოეთი აფრიკასაქართველოს პარლამენტივალტორნასაბერძნეთიოქროს საწმისისასანიანთა იმპერიააჭარაისლამისომხური სამოციქულო ეკლესიაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიიგლურეფერენდუმიგოდერძი ჩოხელიტიციან ტაბიძესაქართველოს პრემიერ-მინისტრიმარქსიზმი🡆 More