ალემანები, ალამანები (ალემ.
Alemanne, გერმ. Alamannen, Alemannen) — ანტიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ხალხი, რომელიც დასავლურ გერმანიკულ ოჯახს მიეკუთვნებოდა.
ალემანური მოსახლეობა დადასტურებულია როგორც არქეოლოგიური აღმოჩენების, ისე ისტორიული წერილობითი წყაროების საფუძველზე. ალემანთა სამოსახლოები თავისი წრიული ნაგებობებით დღემდე შემორჩენილია მათ განსახლების არეალში — ალემანიაში, რომელიც დღეს მოიცავს ბადენ-ვიურტემბერგს, ელზასს, ბავარიის შვაბიას, შვეიცარიის გერმანულენოვან ნაწილს, ლიხტენშტაინსა და ფორარლბერგს (ავსტრია).
VI-დან IX საუკუნემდე ალემანია პოლიტიკურად და კულტურულად აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ნაწილი იყო; X-დან XIII საუკუნემდე კი ჯერ კიდევ შტაუფების დინასტიის მმართველობის ქვეშ შვაბიის საჰერცოგოს შემადგენლობაში ექცეოდა.
ალემანი ხალხის სახელწოდებამ განსაზღვრა რამდენიმე თანამედროვე ენაში, მათ შორის ფრანგულში (Allemagne), ესპანურსა (Alemania) და პორტუგალიურში (Alemanha) თანამედროვე გერმანიისა და გერმანელი ხალხის სახელწოდებები, რა ენათა გავლენითაც ეს სახელწოდება ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დამკვიდრდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალემანები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.