ალბა-იულია

ალბა-იულია (რუმ.

განლაგებულია ალბის ჟუდეცში, მდინარე მურეშზე, ბუქარესტისგან ჩრდილო-დასავლეთით 270 კმ-ით დაშორებული. მოსახლეობა — 63,536 ადამიანი (2011 წელი).

ქალაქი
ალბა-იულია
Alba Iulia
ალბა-იულია
დროშა გერბი
ალბა-იულია ალბა-იულია

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ალბა
კოორდინატები 46°04′01″ ჩ. გ. 23°34′12″ ა. გ. / 46.06694° ჩ. გ. 23.57000° ა. გ. / 46.06694; 23.57000
ქალაქის მერი მირჩა ჰავა
ფართობი 103.65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 230 მეტრი
მოსახლეობა 63,536 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 258
საფოსტო ინდექსი 510002–510408
საავტომობილო კოდი AB
ოფიციალური საიტი apulum.ro
ალბა-იულია — რუმინეთი
ალბა-იულია

ისტორია

ანტიკური ხანა

ალბა-იულიას ჰქონდა პოლიტიკური ძალაუფლება უკვე შორეულ წარსულში. ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა ტერტერიის ფირფიტები, რომელშიც მარია გიმბუტასი მსოფლიოში პირველ დამწერლობას ხედავს. გარკვეული დროის მანძილზე აქ იყო დაკების ტომის დედაქალაქი, რომლის ადგილასაც რომაელებმა თავისი სამხედრო სადგომი — აპულუნი (Apulum) დააფუძნეს. ამ ადგილს ახსენებს პტოლემეც, ხოლო მისი ნაქალაქევი დღევანდელი ქალაქისგან 10 კმ-შია განლაგებული. ამის მეშვეობით ალბა-იულიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სავსეა ანტიკური სიძველეებით.

შუა საუკუნეები

IX-XI საუკუნეებში, როდესაც ხდება ტრანსილვანიის სლავიანიზაცია, ქალაქი ნახსენებია სლავური სახელით Балград (ბალგრადი) ან Белград (ბელგრადი). ლათინურზე იგი იყო გადათარგმნილი როგორც ალბა-იულია, და ასეთ ფორმაში პირველად გვხვდება 1097 წელს. XI საუკუნიდან იგი უნგრეთის დერჟავას ნაწილი ხდება ისევ სხვა სახელით, ამჯერად მისი სახელი დიულაფეჰერვარი. XII-XIII საუკუნეებში აღდგა კათოლიკური ეკლესია, რომელიც აღადგინა იანოშ ხუნიადმა; დაკრძალულია იქვე. 1541-1690 იყო ტრანსილვანიის სამთავროს დედაქალაქი, თუმცა მიქაი მამაცმა 1599 წელს შეძლო მოკლე დროით სამივე დუნაის სამთავროს გაერთიანება და ალბა-იულიაში სატახტო ქალაქის შექმნა.

უახლესი ისტორია

XVIII საუკუნეში ავსტრიელმა გაბსბურგებმა გადაწყვიტეს ალბა-იულიის კეთილმოწყობა. იმპერატორ კარლ VI-ის დროს აშენდა ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე, ხოლო თვითონ ქალაქმა მიიღო გერმანული სახელი კარლსბურგი. 1794 წელს ბატიანის ეპისკოპოსის მეურვეობით გაიხსნა რუმინეთში პირველი ბიბლიოთეკა, რომლის მარგალიტად ითვლება ლორშის დიდი კოდექსი, რომელიც შეიქმნა კარლის დროს.

1918 წლის 1 დეკემბერს ალბა იულიაში გამოცხადდა ტრანსილვანიისა და რუმინეთის შეერთება, ხოლო 4 წლის შემდეგ მეფე ფერდინანდ პირველი გახდა გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქი.

დემოგრაფიული მონაცემები

1891 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 8,167 მაცხოვრებელს, საიდანაც 3,482 იყო უნგრელი (42.63%), 3,426 რუმინელი (41.94%) და 867 გერმანელი (10.62%).

1910 წლიდან მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 11,616 - მდე. მათგან 5226 იყო უნგრელი (45%), 5,170 რუმინელი (44.51%) და 792 გერმანელი (6.82%).

1930 წლისთვის გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 38.3% იყო ორთოდოქსი რუმინელი, 21.4% აღმოსავლეთ კათოლიკე რუმინელი, 14.9% რეფორმატორი, 10.5% კათოლიკე, 7.2% ლუთერანი, 6.5% იუდეველი.

2011 წლის გამოკითხვის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 58,681-ს. მათგან 95.3% იყო ეთნიკური რუმინელი, 3.2% ბოშა, 1.9% უნგრელი და 0.2% გერმანელი.

რესურსები ინტერნეტში

ალბა-იულია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ალბა-იულია ისტორიაალბა-იულია დემოგრაფიული მონაცემებიალბა-იულია რესურსები ინტერნეტშიალბა-იულია სქოლიოალბა-იულია2011ალბის ჟუდეციბუქარესტიგერმანული ენამურეშირუმინეთირუმინული ენატრანსილვანიაუნგრული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავსტრიაწიგნი სიბრძნე სიცრუისარუსეთ-საქართველოს ომი (2008)გაერთიანებული სამეფორელიგია საქართველოშისისხლიავსტრალია (კონტინენტი)ფილტვებიწიგნიმელანომაელენე ახვლედიანიასტრიდ ლინდგრენირომბიბუდუ ზივზივაძევლადიმერ პუტინიმედუზებიკუნთებიკანიდავით I კურაპალატიილია IIპუნიკური ომებიჩინეთისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინიკორწმინდის ტაძარიეიფელის კოშკიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ქუთაისიტიციან ტაბიძენაციონალ-სოციალიზმიმარიხუანაბირთვული იარაღიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისიტყვამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიარიონიმიწისძვრარესპუბლიკასომხეთის ისტორიაბელგიაოგანესონიკუთრი თბოტევადობარკინაინგლისური ენასვანებიმასონობაბათუმის ბოტანიკური ბაღიდავით კაჭარავადავით კლდიაშვილიწნევამარჩბივი (ასტროლოგია)ალკოჰოლიზმიქართლის ცხოვრებაიალბუზიევროკავშირიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმათემატიკაჯემალ ქარჩხაძეხვიჩა კვარაცხელიახორვატიაშენგენის ზონადინოზავრებიგველებიელ კლასიკოიუდაიზმირაჭაარაბთა გაერთიანებული საამიროებიკილოგრამიიესო ქრისტესალომე ზურაბიშვილიკაცხის სვეტიბიზანტიის იმპერიანაკიანი წელიწადიძუძუმწოვრებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი🡆 More