აკეთი

აკეთი — სოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება.

ამჟამად აკეთი არის თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური. 2014 წლის მონაცემებით აკეთის თემში ცხოვრობს 1534 ადამიანი. ზემო და ქვემო აკეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლები.

ისტორია

აკეთი 
მაცხოვრის სახელობის ეკლესია ქვემო აკეთში

აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეების სათავადოში. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ჩამოართვა აკეთი მამუკა ართმელაძეს და ის ბიჭვინთის საეპისკოპოსოს შესწირა. 1772-76 წლებში მამია IV გურიელმა აკეთი უბოძა ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.

თავდგირიძეთა სათავადო მოიცავდა აკეთს, ჭანჭათს, ვანსა და ზომლეთს. ამავე სოფლებს მოიცავდა აკეთის სასოფლო საზოგადოება XX საუკუნის 30-იან წლებამდე. აკეთელი გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, კონკრეტულად მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები. 1876 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა.1902 წლისთვის აკეთის მოსახლეობა იყო 4100 ადამიანი. 1909 წელს აკეთში სამი სკოლა მოქმედებდა.1911 წელს აკეთი გაიყო ზემო და ქვემო აკეთად.

გურიის სახალხო ბიბლიოთეკა

1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად. გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა დამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. მაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა. არსენ წითლიძე მიქელგაბრიელის თემში გადაიყვანეს მასწავლებლად, ლავრენტი წულაძე ფოთის სამრევლო სკოლაში გადავიდა, ხოლო ახალი მასწავლებელი ვალერიან მებუკე ადმინისტრაციამ მიიმხრო. ჯამლეთ სიმონის ძე ბაჟუნაშვილმა, ვინც ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას წითლიძისა და წულაძის შემდგომ ის ახალ შენობაში, სოფლის კანცელარიასთან გადაიტანა, სადაც მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ბიბილიოთეკათა ქსელი განვითარდა სხვა სოფლებშიც. აკეთის ბიბლიოთეკა რამდენიმე წელიწადში უკვე მხოლოდ აკეთის საზოგადოებას ემსახურებოდა. მიუხედავად მასშტაბის შემცირებისა, 1905 წლამდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. გურიაში 1905 წლის რევოლუციური მოვლენების გამო ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1906 წლისთვის აკეთის ბიბლიოთეკის შენობა და სახურავი დაზიანდა, წიგნადი ფონდი შემცირდა. მოსახლეობამ შეძლო შენობის განახლება, მაგრამ ბიბლიოთეკა ძველებურად ფეხზე ვეღარ დადგა და მან ასეთი სახით 1921 წლამდე იარსება.

აკეთის ეკლესიები

აკეთი 
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაგრევები ზემო აკეთში

1772-76 წლებში ქვემო გურიიდან დევნილმა თავდგირიძეებმა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს აქ მანამდე არსებული მაცხოვრის ტაძარი, რომელიც ადრე ბიჭვინთის საპატრიარქოს ეკუთვნეოდა. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა ეკლესიის კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. ეკლესიის რეკონსტრუქცია მოხდა 2010-იან წლებში.

ზემო აკეთში 1899 წელს აშენებულ იქნა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჩამონგრეულია ჭერი და აბსიდც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ზემო აკეთი ქვემო აკეთი ჭანჭათი გაგური
1883 1198
1893 აკეთი  1815
1902 აკეთი  4100 2095 2005
1908 აკეთი  4265 2138 2127 1307 1206 310
2002 აკეთი  2203 408 843 669 283
2014 აკეთი  1534 267 587 499 181

ცნობილი ადამიანები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

აკეთი 
არის გვერდი თემაზე:
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 248.
  • ლია მურვანიძე-ვადაჭკორია, „მასალები აკეთის თემის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების ისტორიის შესახებ“ — თბილისი, 2008

სქოლიო

Tags:

აკეთი ისტორიააკეთი გურიის სახალხო ბიბლიოთეკააკეთი ს ეკლესიებიაკეთი მოსახლეობააკეთი ცნობილი ადამიანებიაკეთი იხილეთ აგრეთვეაკეთი ლიტერატურააკეთი სქოლიოაკეთიგაგურიზემო აკეთილანჩხუთის მუნიციპალიტეტიქვემო აკეთიჭანჭათი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შვედეთიიესო ქრისტეედუარდ შევარდნაძეკონსტიტუციატუბერკულოზინატურალური რიცხვიასლან აბაშიძემასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაკონსტანტინოპოლის დაცემასომხეთისიონის ტაძარიმარქსიზმიკვიპროსიოპერასქესობრივი აქტიწრეწირი24 აპრილინაკრძალიაფხაზეთიამერიკალონდონიბიპოლარული აშლილობადოფამინიიმერეთის მხარეშვეიცარიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაპოლიმერებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესვანეთიგარემოს დაბინძურებაისლამიბაბუაწვერაინგლისისაქართველოს წითელი ნუსხაქრისტიანობაავსტრიაპირველი მსოფლიო ომიეოზონოფილებიუქმე დღეები საქართველოშიმუნიგიორგი III (საქართველოს მეფე)ვეფხისტყაოსანიდედამიწის დღეკეთილშობილი ირემიშაშვიზოროასტრიზმისაქართველოს თავდაცვის ძალებიამეთვისტომედეა (მითოლოგია)თურქეთირეფერენდუმიშენგენის ზონაზურა ყიფშიძესამეგრელორითმაამერიკის შეერთებული შტატებიათი მცნებაარსებითი სახელივენახინკალინათურაზურმუხტიმსოფლიოს შვიდი საოცრებამსოფლიოს მოსახლეობაბელგიაჭინჭარიკვადრატისაფრანგეთის რევოლუციადავით კლდიაშვილიიუნესკოგველებილუი XVIშოთა რუსთაველიფრენბურთისაქართველოს კონსტიტუციასაქართველოდავით კაჭარავაალტრუიზმიკილოგრამი🡆 More