ათონის ივერთა მონასტერში ლათინებისაგან მოწყვეტილი ღირსმოწამეები

წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი — ქართველი წმინდანები, რომლებიც ლათინებმა ამოწყვიტეს XIII საუკუნეში ათონის ივერთა მონასტერში.

ხსენების დღე 13 (ახ. სტ. 26) მაისი.

ქართველი ბერები ათონის მთაზე X საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან იწყებენ დასახლებას, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა.

პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისთვის ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები. მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს, ბერებმა კი ეს მოთხოვნა უარყვეს. როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი ბერები ძალით გამოყარეს სავანიდან, მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მოწმობით კი — სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.

ლიტერატურა

  • წმინდანთა ცხოვრება, ტომი II, თბ., 2003, გვ. 149

რესურსები ინტერნეტში

Tags:

26 მაისიXIII საუკუნექართველი წმინდანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ორალური სექსიმეგობრობამთლიანი შიდა პროდუქტიაფროდიტეადოლფ ჰიტლერიდანიააბსცისადავით კაჭარავაზედსართავი სახელიალჟირიტოლგვერდა სამკუთხედიგიორგი მიქაუტაძედელფინებიავსტრალიათავისუფლების დიდი ქარტიამწერებიფრენბურთინაპოლეონ ბონაპარტიბაგრატის ტაძარითრომბოციტებისაქართველოს პრემიერ-მინისტრიფილოსოფიაოგანესონილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიპოლონეთიჭადრაკიმიქელანჯელო ბუონაროტისპილოსებრნიბრაზილიაინსულტითბილისის ზღვასამკუთხედიფოთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაებრაული დღესასწაულებიზმნიზედაჰიმალაისაქართველოს თავდაცვის ძალებიდიდი პანდაქარიხვიჩა კვარაცხელიაკუებივასკულიტისტოიციზმიგანმანათლებლობაცისფერყანწელებინიუტონის კანონებიოსმალეთის იმპერიაბენიტო მუსოლინითახვიპომპეიკოლოსეუმიინგლისიადიშის ოთხთავითამარ მეფეხელოვნური თანამგზავრიალმასითვალიცილებიგონიოს ციხეათი მცნებაამერიკის შეერთებული შტატებიშვედეთიკანადაქვეწარმავლებიEuropebetხევისბერი გოჩაეკატერინე IIსაქართველოს ისტორიაკუნთებიგერგეტის სამების ეკლესიანაციონალ-სოციალიზმიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაუშბაცხოველებინიკო ბაგრატიონიმზის სისტემარომის რესპუბლიკასიმბოლიზმი🡆 More