აზერბაიჯანის ოპერა

აზერბაიჯანის ოპერა მოიცავს აზერბაიჯანელი და აზერბაიჯანული წარმოშობის კომპოზიტორთა შემოქმედებასა და ისტორიას.

აზერბაიჯანის ოპერა
პირველი აზერბაიჯანული ოპერის - „ლეილი და მაჯნუნი“ -პოსტერი

ისტორია

XI-XX საუკუნე. რუსეთის იმპერია

აზერბაიჯანული ოპერის ჩამოყალიბება დაკავშირებულია იმპერიული რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი აზერბაიჯანის პერიოდთან, როდესაც აზერბაიჯანელები პირველად გაეცნენ ევროპულ მუსიკალურ ტრადიციებს. წყაროებით დადასტურებული პირველი ოპერა ბაქოში 1889 წლის მაისში დაიდგა: ბაქოს ცირკის არენაზე (თანამედროვე აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმის ადგილას) ალექსეი ვერსტოვსკიმ ოპერა ასკოლდის სამარხი დადგა, რომელსაც აკომპანიმენტს უწევდა დმიტრი აგრენევ-სლავიანსკის გუნდი.

1900-იანი წლების დასაწყისში ბაქოში საოპერო ჯგუფები ჩადიოდნენ, რომელთა შორისაც იმ დროისთვის ცნობილი მომღერლები, ნატალია ერმოლენკო-იუჟინა და ნტონინა ნეჟდანოვაც იყვნენ. ოპერის თეატრი ბაქოში 1911 წელს აშენდა.

XX საუკუნე. აზერბაიჯანული ოპერა

აზერბაიჯანის ოპერა 
უზეირ ჰაჯიბეკოვი - აზერბაიჯანის ოპერის დამაარსებელი

აზერბაიჯანელი კომპოზიტორის მიერ შქმნილი პირველი ოპერა ბაქოს ოპერის თეატრის გახსნამდე სამი წლით ადრე, 1908 წელს დაიდგა სცენაზე. უზეირ ჰაჯიბეკოვი იყო პირველი კომპოზიტორი, რომლის ოპერაც ლეილი და მეჯნუნი პირველი ოპერა იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მუსლიმურ სამყაროში. ამას მოჰყვა სხვა ოპერებიც: შეიხ სანანი (1909), რუსტამი და ზოჰრაბი (1910), შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ (1912), ასლი და კიარამი (1912) და ჰარუნი და ლეილა (1915), ეს უკანასკნელი სცენაზე არასდროს დადგმულა. ჰუსეინ ჰაჯიბეკოვის მიერ 1913 წელს დაწერილი აზერ. Arşın mal alan კომპოზიტორის ყველაზე ცნობილი ოპერეტაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს უკანასკნელი ჰაჯიბეკოვის ყველაზე ცნობილი ნაშრომი იყო. პრემიერიდან მალევე ოპერეტა რუსულ, თათრულ, სპარსულ და თურქულ ენებზეც ითარგმნა. მოგვიანებით ოპერეტა პოლონურ, ბულგარულ, ჩინურ, არაბულ, ფრანგულ და სხვა ენებზეც ითარგმნა.

1921 წელს ჰუსეინ ჰაჯიბეკოვი აზერბაიჯანული თეატრის საბჭოს წევრი გახდა, რის შემდეგაც მან დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის სასცენო ხელოვნების განვითარებაში. 1925 წელს ჰაჯიბეკოვმა აზერბაიჯანული და რუსული საოპერსო დასები გააერთიანა და აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრს ჩაუყარა საფუძველი. 1932 წელს ჰაჯიბეკოვმა დაწერა ქოროღლი, რომელიც 1937 წელს დაიდგა სცენაზე.

1935 წელს მუსლიმ მაგომაიევმა შექმნა ოპერა ნარგიზი. ოპერის წარმატებამ სხვა კომპოზიტორებიც შთააგონა. 1940-იან წლებში დაიწერა და სცენაზე დაიდგა ნიაზის ხოსროვი და შირინი, ჯოვდათ ჰაჯიევისა და გარა გარაიევის Vatan (დედასამშობლო), აფრასიაბ ბადალბეილის ნიზამი და სხვ. 1953 წელს პირველად დაიდგა ფიქრათ ამიროვის ოპერა Secvil, მეორე კი - 1998 წელს.

1972 წელს შაფიგა ახუნდოვამ, პირველმა აზერბაიჯანელმა ქალმა კომპოზიტორმა შეთხზა ოპერა. ახუნდოვა ოპერის პირველი პროფესიონალი ქალი კომპოზიტორი იყო მუსლიმურ სამყაროშიც. აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ხშირად იდგმებოდა კლასიკოსი კომპოზიტორების ბალეტები. აზერბაიჯანის ოპერის თანამედროვე ისტორიის მანძილზე სცენაზე იდგმებოდა ახუნდოვას, სულეიმან ალასგაროვის, ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვის, ვასიფ ადიგოლაზოვის, რემიზ მუსტაფაევის, ზაქირ ბაღიროვის, ნაზიმ ალივერდიბიეოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

სქოლიო

Tags:

აზერბაიჯანის ოპერა ისტორიააზერბაიჯანის ოპერა სქოლიოაზერბაიჯანის ოპერააზერბაიჯანელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზაქარია ფალიაშვილიჩრდილოეთი ამერიკაიულონ გაგოშიძეგურიის მხარებორჯომი (წყალი)ნიკო ფიროსმანიჰარი პოტერილითიუმისაკურაეიფელის კოშკიშარლ მიშელიბერძნული კოლონიზაციაგიორგი მაზნიაშვილივეტოყიზილბაშებიბასიანის ბრძოლაყაზახეთიმადრიდირელიგიათამბაქოქრისტესისხლავიქტორ დოლიძერომის იმპერიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისახელმწიფო საზღვარიქართველებიკიბოსნაირნიკონსერვატიზმიძაღლიქალწული (ასტროლოგია)ვაჟა-ფშაველახინკალიპარიზიმგელისოზარ სუბარიკონსტანტინე გამსახურდიაწყალიბახტრიონი (პოემა)კანონი (ნორმატიული აქტი)ბუდუ ზივზივაძემტირალას ეროვნული პარკიღეროვანი უჯრედისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარერესპუბლიკარუსული დამწერლობასაჭმლის მომნელებელი სისტემაშუშანიკის წამებასაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიოქსიდივერცხლიამირანი (მითოლოგია)სუვერენიტეტიჰაერის დაბინძურებამადაგასკარიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშითურქეთიელექტრული წინაღობაპარაცეტამოლიევროპის მდინარეების სიანიკო ნიკოლაძემასტურბაციაბიძინა ივანიშვილიმზენაღვლის ბუშტიმეორე მსოფლიო ომისოფლის მეურნეობაწითელათრომბოციტებიდემაგოგიაიოთამ ზედგენიძეაგენტიხრესილის ბრძოლაჯიხვიაზერბაიჯანისაქართველოს მდინარეების სიასიონის ტაძარივახტანგ I გორგასალისამკუთხედიმყინვარწვერი🡆 More