ადიშის მყინვარი

ადიშის მყინვარი, ჰადიშის მყინვარი — ხეობის ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში.

ადიშის მყინვარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადიში (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. 2015 წლის მონაცემებით მისი სიგრძე 9,46 კმ, ხოლო ფართობი 9,50 კმ²-ია. ენის სიმაღლე დაახლოებით 2400 მ-მდე.

ადიშის მყინვარი
ადიშის მყინვარი
ადიშის მყინვარი
კოორდინატები: 43°00′34″ ჩ. გ. 43°00′09″ ა. გ. / 43.009556° ჩ. გ. 43.00250° ა. გ. / 43.009556; 43.00250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი ცენტრალური კავკასიონი
ფართობი 9,50 კმ²
სიგრძე 9,46 კმ
ტიპი ხეობური
ადიშის მყინვარი — საქართველო
ადიშის მყინვარი
ადიშის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადიშის მყინვარი

საზრდოობს მწვერვალების თეთნულდის, გისტოლის, ადიშის და ლაქუციას სამხრეთ ფერდობებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მყინვარი სამ ნაწილად იყოფა: 1. ფირნის ველი (მკვებავი აუზი), რომელიც ზღვის დონიდან 3800 მ-ზე მაღლა მდებარეობს და რომელიც გარშემორტყმულია მაღალი მწვერვალებით, 2. ყინულვარდნილი (1200 მ სიმაღლის ყინულის ჩანჩქერი), 3. მყინვარის ენა, რომელიც თანდათანობით მარაოსებრი ფორმით ეშვება ზღვის დონიდან 2380 მ-მდე. ადიშის მყინვარიდან გამოედინება მდინარე ადიშისჭალა.

მისი ფირნი მყარი ნალექის აკუმულაციის არეს წარმოადგენს. ნალექების დაგროვებას ხელს უწყობს მისი ჰიფსომეტრიული მდებარეობა და მორფოლოგიური თავისებურება. ნაპრალები ფირნში ცოტაა და ისიც დახურულია. ყინულწარმოქმნა რეჟელაციური და რეკრისტალიზაციური გზით მიმდინარეობს. 1960 წლის დახასიათებით მყინვარის ენა მცირე რაოდენობის ნაშალი მასალით იყო დაფარული, მაგრამ ბოლო ვიზუალური დათვალიერებით და კოსმოსურ სურათზე დაკვირვებით ჩანს, რომ ნაშალი მასალის რაოდენობა მკვეთრადაა მომატებული, განსაკუთრებით გვერდებზე და ბოლო მონაკვეთში.

ენა ცენტრალურ ნაწილში ამობურცულია. მთელ სიგრძეზე მას მიუყვება ოგივები და მის სილამაზეს თავისებურ ელფერს აძლევს. მყინვარების ზედაპირი ტალღოვანია, მრავალრიცხოვანი მყინვარული ჭებით, წისქვილებით და აბლაციური ფორმებით. მის ზედაპიზე ბევრი ღარი და ხევებია, რომელთაც ნადნობი წყალი აჩენს. მყინვარის ზედაპირი ნაპრალებს მოკლებულია, ისინი მხოლოდ გვერდებზე და ყინულჩანჩქერის ძირში გვხვდება.

მყინვარის ენას ორივე მხარეზე მკვეთრად გამოხატული სტადიალური მორენები მიუყვება, რომლებიც ენის ბოლოდან 1,5 კმ-ის შემდეგ ირკალება და ბოლო სტადიალურ მორენეში გადადის. მყინვარის წინ სტადიალური მორენის ფერდობზე და ხეობის ძირზე მიკროსტადიალური მორენებია განვითარებული. უშუალოდ ენის წინ რამდენიმე წლიური რკალური სერი აღინიშნება. ადიშის მყინვარზე მისასვლელი გზაა სოფელ ადიშიდან.

ლიტერატურა

  • გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.

სქოლიო

Tags:

ენგურიმესტიის მუნიციპალიტეტისაქართველოცენტრალური კავკასიონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰექტარიმწვერვალიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამიხეილ სააკაშვილიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაბელარუსისოფლის მეურნეობაპომპეიიოსებ სტალინიმეტაფორამორფოლოგია (ენათმეცნიერება)სინონიმებიამერიკის შეერთებული შტატებიალექსანდრე I დიდიკრიშტიანუ რონალდუბალეტისიტყვატყემეტაბოლიზმიმამუკა მდინარაძეაზერბაიჯანი23 აპრილინათურანიუტონის კანონებინიკორწმინდის ტაძარირომის რესპუბლიკამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშავი ზღვის თევზების სიაიოჰან სებასტიან ბახილაშა ტალახაძეიგავ-არაკისაჰარანიკოლოზ ბარათაშვილიკვადრატული მეტრიალაზანი29 აპრილითახვივახტანგ I გორგასალიენდომეტრიოზიძველი ეგვიპტეერეკლე IIკარტოფილიმსოფლიოს მოსახლეობაიგიიუსტინიანე Iერთიანი ნაციონალური მოძრაობაალექსანდრე ჭავჭავაძემასონობააბანოთუბანივლადიმერ პუტინიარისტოტელესისხლისაქართველოს მდინარეების სიახელისუფლების დანაწილება24 აპრილიმდინარეჩინეთიფერნანდო მაგელანიდედამიწის ისტორიამუხაგრემიირაკლი ღარიბაშვილიდედამიწის დღეგოდერძი ჩოხელიზაქარია ფალიაშვილიირაკლი აბაშიძეხორვატიაბაში-აჩუკი (ფილმი)აია-სოფიას ტაძარიდავით კაჭარავაიტალიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამამა გაბრიელიმართლმადიდებლობაესპანეთიზამთარი🡆 More