აბანოთუბანი

აბანოთუბანი, აბანოების უბანი — საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

აბანოთუბანი
აბანოთუბანი

ისტორია

ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს (V საუკუნე). X საუკუნის არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

XVII–XIX საუკუნეების თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.

გალერეა

ლიტერატურა

Tags:

თბილისიმტკვარისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გონიოს ციხემასონობასომხეთის ისტორიასაქართველოს სახელმწიფო გერბიგია ყანჩელისიმძლავრეკოპენჰაგენისაქართველოს მუნიციპალიტეტებისარკაზმიფობიების სიაქართლის ცხოვრებათირკმელიკალიებიEuropebetსაქართველოს პრემიერ-მინისტრივარდების რევოლუციალაშა ტალახაძეთევზებიბაბუაწვერააბო თბილელის წამებაკვიპროსიეოზონოფილებიდემეტრე II თავდადებულისკოლაფეხბურთიჰემანგიომახინკალიიესო ქრისტებახტრიონი (პოემა)საქართველოს კონსტიტუციაეკლესია (ნაგებობა)საქართველოს მმართველთა სიაგიორგი მაზნიაშვილიპეტრე ჩაიკოვსკიბესლანის ტერაქტიდოფამინიტერენტი გრანელიმარქსიზმილეიკოციტოზიალუმინიდედამიწის ისტორიააჭარაბეთ არენარომან ფიფიაქართული ხალხური ცეკვებიდანიაწრეწირიბალდუინ IV იერუსალიმელისაქართველოს სატელეფონო კოდებიანბანიმამუკა მდინარაძექვეყნების სიაბუდიზმიმერაბ მამარდაშვილიხევსურეთიგიორგი მამარდაშვილიებრაული დღესასწაულები (2000-2050)ჭადრაკიძუძუმწოვრებისოლიკო ვირსალაძეკეთილშობილი ირემიზურა ყიფშიძეტერორიზმინიჰილიზმიბასიანის ბრძოლამონღოლთა ბატონობა საქართველოშისიონის ტაძარისი ქოული ბატათევდორე კველთელითემურლენგინიუტონის კანონებიძველი ეგვიპტერაჭაისლანდიანაციონალიზმიქართველები რუსეთში1924 წლის აგვისტოს აჯანყებათევზები (ასტროლოგია)საქართველო XVIII საუკუნეში🡆 More