დინოზავრები

დინოზავრები (ლათ.

Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი დიაპსიდების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).

დინოზავრები
ტირანოზავრი
ტირანოზავრი (Tyrannosaurus Rex,
ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  დიაპსიდები
ზერიგი: დინოზავრები
ლათინური სახელი
Dinosauria (Cope, 1869)
 
დინოზავრები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

არქოზავრებითბილსისხლიანი ცხოველებილათინური ენამეზოზოური ჯგუფისათაფლიის კარსტული მღვიმეებისაქართველოტრიასული პერიოდიფრინველმენჯა დინოზავრებიქვეწარმავლებიქუთაისიცარცული პერიოდიხვლიკმენჯა დინოზავრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯიხვიგიორგი ლეონიძედაუნის სინდრომიახალციხედაღესტანიგერგეტის სამების ეკლესიაეიფელის კოშკირომანტიზმიობობებიზაქარია ფალიაშვილიმტირალას ეროვნული პარკისქესობრივი აქტიინდოეთიბიძინა ჩოლოყაშვილიქაშვეთის ეკლესიატარიელ ხარხელაურიალცჰაიმერის დაავადებაანტარქტიდატელეფონების ნომრები საქართველოშიტბაპოლონეთიმურა დათვიმედუზებიფეხბურთის წესებიქეთო და კოტე (ოპერა)ბათუმის ბოტანიკური ბაღინაციონალიზმითეთრი დათვიევოლუცია22 აპრილითბილისის ისტორიაინსულტიქართული ფილმების სიაანტონიმირომბიგიორგი V ბრწყინვალემარჩბივი (ასტროლოგია)გალაკტიონ ტაბიძეჯონ მალკოვიჩიმარტივი რიცხვიკვადრატისაქართველოს ოქროს ხანაზღარბისებრნიგიორგი III (საქართველოს მეფე)Facebookიგავ-არაკიშვედეთიისააკ ნიუტონისტამბოლიალ პაჩინოშრი-ლანკაკვარცისერგო ორჯონიკიძეავსტრიამოსახლეობის სიმჭიდროვებალდუინ IV იერუსალიმელითბილისური ეზოამირანი (მითოლოგია)სიღნაღისაქართველოს დიდი სოფლებითახვიასურეთიარაბობა საქართველოშიბარდა სკლიაროსიძუძუმწოვრებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოსამკუთხედიბესლანის ტერაქტიხელოვნებალიბერალიზმიდედა ენაადამიანიიტალიავიკიპედიაშხარამორალი🡆 More