ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (შვედ.

Astrid Anna Emilia Lindgren; დ. 14 ნოემბერი, 1907 — გ. 28 იანვარი, 2002) — შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები“.

ასტრიდ ლინდგრენი
შვედ. Astrid Lindgren
ასტრიდ ლინდგრენი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1907(1907-11-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ვიმერბიუ, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 2002(2002-01-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13](94 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
დასაფლავებულია Vimmerby Cemetery[14] [15]
საქმიანობა სცენარისტი, საბავშვო მწერალი, რომანისტი და მწერალი[4] [11]
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა ასტრიდ ლინდგრენი შვედეთი[16] [12]
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა და ზღაპარი
Magnum opus პეპი გრძელიწინდა, ლიონებერგელი ემილი, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, ბიულერბიუელი ბავშვები, ბილ ბერგსონი, ყაჩაღის ასული რონია, ძმები ლომგულები და მიო, ჩემო მიო
ჯილდოები ლიტერატურისა და ხელოვნების მედალი, წლის შვედი, Deutscher Jugendliteraturpreis, ნილს ჰოლგერსონის დაფა, გაზეთ „Svenska Dagbladet“-ის ლიტერატურული პრემია, Expressens Heffaklump, სელმა ლაგერლეფის პრემია, პრემია ცხოვრების სწორი წესისთვის, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[17] , ვერცხლის კალამი, ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, Illis quorum[18] , ღიმილის ორდენი, Member of the Order of Vasa[19] , Lisebergsapplåden[20] და თავისუფლების ორდენი
მეუღლე სტურე ლინდგრენი
შვილ(ებ)ი სტურე ლინდგრენი და კარინ ნიმანი
ხელმოწერა ასტრიდ ლინდგრენი
საიტი astridlindgren.com

ცხოვრება

ბიოგრაფია

ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისი

ბავშვობაში ასტრიდს მოიცავდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. კრისტინმა მას წიგნების კითხვა შეაყვარა.

ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა შვილი და იძულებული იყო, იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად დროებით გაეშვა. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) დანიიდან ლარსი ჩამოიყვანა.

ბიბლიოგრაფია

    ყველაზე ცნობილი წიგნები და სერიები

რესურსები ინტერნეტში

ასტრიდ ლინდგრენი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 4.2 https://web.archive.org/web/20171006140953/http://jeugdliteratuur.org/auteurs/astrid-lindgren
  • 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  • 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  • 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  • 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  • 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  • 12.0 12.1 12.2 Sveriges dödbok 1830–2020 — 8 — Sveriges Släktforskarförbund, 2021.
  • 13.0 13.1 ПроДетЛит — 2019.
  • Minnet lever efter Astrid Lindgren — 2002. — ISSN 1103-9388
  • I Astrids fotspår
  • Astrid Lindgren
  • Friedenspreis 1978 Astrid Lindgren
  • https://phaleristica.com/2016/03/08/kvinnliga-ordens-och-medaljmottagare/
  • https://phaleristica.wordpress.com/2015/10/21/drottning-louise-slog-upp-portarna/
  • Lisebergsapplåden
  • Tags:

    ასტრიდ ლინდგრენი ცხოვრებაასტრიდ ლინდგრენი ბიბლიოგრაფიაასტრიდ ლინდგრენი რესურსები ინტერნეტშიასტრიდ ლინდგრენი სქოლიოასტრიდ ლინდგრენი14 ნოემბერი1907200228 იანვარიბიულერბიუელი ბავშვებილიონებერგელი ემილიპეპი გრძელწინდასახურავის ბინადარი კარლსონიშვედეთიშვედური ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ინტერნეტიექვთიმე თაყაიშვილირაჭაბასიანის ბრძოლაბურთი და მოედანიშავი ზღვის თევზების სიალიონელ მესისაქართველოს ქალაქებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეფეოლა (ფილმი)კვიპროსიქართვლის დედაძაღლიღირსების ორდენი (საქართველო)გელათის მონასტერიფსორიაზიეოზონოფილებილარისპორტიკოლოსეუმიჩერნობილის კატასტროფაგარემოს დაცვამსოფლიო მიზიდულობის კანონიუეფაიასონიმსოფლიო მემკვიდრეობაოთარ გაბელიატურიზმირაფაელიტაჯიკეთისახელმწიფოსაბა საზონოვიბუნებრივი რესურსებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაგიორგი ნიკოლაძეერეკლე IIცხინვალისამანიშვილის დედინაცვალიმწერებილიბერალიზმიმასტურბაციალათინური ამერიკაკონვექციაკონსტანტინე I დიდიფრენსის ფუკუიამათინათინიიპოლიტე ხვიჩიაშოთა რუსთაველიპოპ-მუსიკაგნეუს პომპეუს მაგნუსიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშივინსენტ ვან გოგირკინაბარსელონაბედიის მონასტერიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიისააკ ნიუტონიგველის-მჭამელიიმერეთის მხარესაქართველოს სამეფოტერენტი გრანელივიკისაწყობიმეტაბოლიზმიალბანეთიავაზააზოსამკუთხედირელიგიავოლფგანგ ამადეუს მოცარტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითითაობაბელგიადანიაანანურის ციხერუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ბიპოლარული აშლილობა🡆 More