ხმელთაშუა ზღვა: ზღვა

ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით.

ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხმელთაშუა ზღვები.

მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.

ხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია
ხმელთაშუა ზღვის სატელიტური გამოსახულება
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
ტიპი ხმელთაშუა
ფართობი 2 500 000 კმ²
მოცულობა 3 750 ათ. კმ³
უდიდესი სიღრმე 5 267 
კუნძული >3 300
ნავსადგური მარსელი, ბარსელონა,
ვალენსია, ნეაპოლი,
მალაგა, თელ-ავივი,
ალექსანდრია, ათენი,
ტრიპოლი

უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

სახელი

ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, „შუა“ + terra, „მიწა, ხმელეთი“), ბერძნულში „mesogeios“.

ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც „დიდი ზღვა“ ან „დასავლეთის ზღვა“. თანამედროვე ებრაულში მას „ჰა-იამ ჰა-ტიხონ“ (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად „ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ“ (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით „The Med-ს“ უწოდებენ.

გეოგრაფია

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები

ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები
ქვეყანა სანაპირო ზოლის სიგრძე საპორტო ქალაქები
ევროპა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ესპანეთი მალაგა, კარტახენა, ალიკანტე, ვალენსია, ტარაგონა, ბარსელონა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საფრანგეთი მარსელი, აიაჩო, ნიცა, კანი, ტულონი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  მონაკო 4,1 კმ
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  იტალია ≈7 500 კმ გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, სალერნო, მესინა, კალიარი, კატანია, პალერმო, ტარანტო, ბარი, ტრიესტი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  სლოვენია ≈47 კმ კოპერი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ხორვატია დუბროვნიკი, სპლიტი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ბოსნია და ჰერცეგოვინა 20 კმ
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ჩერნოგორია
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ალბანეთი 476 კმ დურესი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 13 676 კმ სალონიკი, კერკირა, როდოსი, ხანია, ჰერაკლიონი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  მალტა ვალეტა
აზია
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  თურქეთი იზმირი, ანტალია, აივალიქი, ბოდრუმი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  სირია ლატაკია
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ლიბანი 225 კმ ბეირუთი, სიდონი, ტვიროსი, ბიბლოსი, ტრიპოლი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  კვიპროსი ლიმასოლი, ლარნაკა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ისრაელი 273 კმ აკო, აშდოდი, აშკელონი, თელ-ავივი
აფრიკა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ეგვიპტე ალექსანდრია, პორტ-საიდი, ელ-არიში, მარსა-მატრუჰი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ლიბია 1770 კმ ტრიპოლი, ზუვარა, ელ-ხუმსი, სურთი, რას-ელ-ანუფი, ბენღაზი, ელ-ბაიდა, ტობრუკი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ტუნისი ≈1200 კმ ტუნისი, სფაქსი, სუსი, მონასტირი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ალჟირი ალჟირი, ორანი, მოსთაღანემი
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  მაროკო ტანჟერი, თეტუანი

10 უდიდესი კუნძული

ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
სიცილია და სარდინია — ხმელთაშუა ზღვის ორი უდიდესი კუნძული.
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
მალიორკა ბალეარის კუნძულების უდიდესი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-7 კუნძულია.
რუკა კუნძული კუთვნილება ფართობი (კმ²) მოსახლეობა
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
სიცილია ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  იტალია 25.460 5.048.995
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
სარდინია ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  იტალია 24.090 1.672.804
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
კვიპროსი ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  კვიპროსი (უმეტესი ნაწილი) 9.248 803.147
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
კორსიკა ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საფრანგეთი 8.680 299.209
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
კრეტა ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 8.336 623.666
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ევბეია ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 3.684 218.032
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
მალიორკა ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  ესპანეთი 3.640 869.067
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ლესბოსი ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 1.632 90.643
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
როდოსი ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 1.400 117.007
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ქიოსი ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია  საბერძნეთი 842 51.936

კლიმატი

ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიის კლიმატური რუკა.

ზღვის ტემპერატურა (°C)

იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ
მარსელი [1] 13 13 13 14 16 18 21 22 21 18 16 14
ბარსელონა [2] 13 13 13 14 17 20 23 25 23 20 17 15
ვალენსია [3] 14 13 14 15 17 21 24 26 24 21 18 15
ნეაპოლი [4] 15 14 14 15 18 22 25 27 25 22 19 16
მალაგა [5] 16 15 15 16 17 20 22 23 22 20 18 16
გიბრალტარი [6] 16 15 16 16 17 20 22 22 22 20 18 17
ათენი [7] 16 15 15 16 18 21 24 24 24 21 19 17
ირაკლიონი [8] 16 15 15 16 19 22 24 25 24 22 20 18
მალტა [9] 16 16 15 16 18 21 24 26 25 23 21 18
პაფოსი [10] 18 17 17 18 20 24 26 27 26 24 22 19
ლარნაკა [11] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ლიმასოლი [12] 18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ალექსანდრია [13] დაარქივებული 2014-01-05 საიტზე Wayback Machine. 18 17 17 18 20 23 25 26 26 25 22 20
თელ-ავივი [14] 18 17 17 18 21 24 26 28 27 26 23 20

გეოლოგია

ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ხმელთაშუა ზღვის რელიეფური რუკა

ხმელთაშუა ზღვის ფსკერი დაყოფილია რამდენიმე ქვაბულად, რომელთა სიღრმე 2 000-4 000 მ-მდეა. გეომორფოლოგიურად ხმელთაშუა ზღვაში სამი აუზი გამოიყოფა:

  1. დასავლეთი — ალჟირ-პროვანსის აუზი, რომლის მაქსიმალური სიღრმე 2 800 მ-ს აღემატება და მოიცავს ალბორანის, ბალეარის, ლიგურიის ზღვების ღრმულებსა და 3 600 მ-ზე მეტად ღრმა ტირენიის ზღვის ღრმულს;
  2. ცენტრალური — 5 100 მ-ზე უფრო ღრმა ცენტრალური ქვაბული და ადრიატიკისა და იონიის ზღვების ღრმულები;
  3. აღმოსავლეთი — ლევანტის აუზი, დაახლოებით 4 380 მ სიღრმისა, ლევანტის, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების ღრმულები.

ზოგიერთი ქვაბულის ფსკერი დაფარულია ნეოგენ-ანთროპოგენური დანალექი და ვულკანური ქანებით, რომელთა სისქე ალაგ-ალაგ 5-7 კმ-ს აღწევს. ალჟირ-პროვანსის ქვაბულის გვიანდელ მიოცენურ ნალექებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევაპორიტის მარილშემცველი ფენა (სისქე 1,5-2 კმ), რომელიც წარმოქმნის მარილის ტექტონიკისათვის დამახასიათებელ სტრუქტურებს. ტირენიის ქვაბულის კიდეებზე და ცენტრში გადაჭიმულია რამდენიმე რღვევის ხაზი, რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამქრალი და მოქმედი ვულკანები; ზოგი მათგანი აჩენს დიდ წყალქვეშა მთებს (ლიპარის კუნძულები და სხვა).

ხმელთაშუა ზღვის ქვაბულების წარმოქმნას უკავშირებენ კონტინენტური დედამიწის ქერქის გაჭიმვას, ზოგის აზრით კი, პირიქით, მის შემჭიდროებასა და ჩაწევას, ზოგიც მას ტეთისის რელიქტად მიიჩნევს.

ეკოლოგია

ტურიზმი

ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ანტალია თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი კურორტია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
ნიცა ლაჟვარდოვანი ნაპირის მთავარი ტურისტული ცენტრია.

სასიამოვნო კლიმატის, ლამაზი სანაპირო ზოლის, მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის უნიკალური კომბინაცია ხმელთაშუა ზღვას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად აქცევს მსოფლიოში, რომელიც ტურისტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს იზიდავს.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებისათვის ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. ის, ასევე, სანაპირო პროვინციებს, მცირე დასახლებებსა და კუნძულებს ურბანული ცენტრებისაგან დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევს (თუმცა არცთუ იშვიათად ასეთი ცენტრები სწორედ ზღვის სანაპიროზე ყალიბდება). თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ტურიზმი წარმოადგენს სანაპირო ზოლისა და საზღვაო გარემოს დეგრადაციის მთავარ გამომწვევ ფაქტორს. ქვეყნისა თუ რეგიონის სწრაფი განვითარების მიზნით ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ქვეყნის მთავრობა ხელს უწყობს ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვას, თუმცა ეს ხშირად საზღვაო ჰაბიტატების დაზიანებისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების მიზეზი ხდება. სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ზღვის ორგანიზმებს, რომელთა მრავალი სახეობა უკვე გადაშენების ზღვარზეა. ეს ყოველივე კი ზოგ ქვეყანაში ტურიზმის სამომავლო განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ხმელთაშუა ზღვა: სახელი, გეოგრაფია, გეოლოგია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ხმელთაშუა ზღვა სახელიხმელთაშუა ზღვა გეოგრაფიახმელთაშუა ზღვა გეოლოგიახმელთაშუა ზღვა ეკოლოგიახმელთაშუა ზღვა ტურიზმიხმელთაშუა ზღვა იხილეთ აგრეთვეხმელთაშუა ზღვა ლიტერატურახმელთაშუა ზღვა რესურსები ინტერნეტშიხმელთაშუა ზღვა სქოლიოხმელთაშუა ზღვააზიაატლანტის ოკეანეაფრიკაევროპაოკეანოლოგია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საფრანგეთიპოსტიმპრესიონიზმიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიცხოველებისაქართველოს ფრინველთა სიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიმთვარის დაბნელებამთვარეშარკა ბლურაგბისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამარსიეგრისის სამეფოქრისტეფორე კოლუმბიფრინველთა მიმოფრენამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითთბილისის ძეგლებიინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასოციალიზმიათენიისააკ ნიუტონიგულისაქართველოს სამეფოსანტიმეტრითბილისური ეზოპერსონალური კომპიუტერიტურიზმიექსპრესიონიზმიპირველი მსოფლიო ომიქაქუცა ჩოლოყაშვილიდავით VI ნარინიენდომეტრიოზიკრიშტიანუ რონალდუსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიისლანდიასაბერძნეთისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიჯულიანო მედიჩიგიორგი გოჩოლეიშვილიქართული ხალხური ცეკვებიკილოგრამიეროზიაარისტოტელეეოზონოფილებიბაობაბიხელოვნური ინტელექტიქართული დამწერლობარკინადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმართლმადიდებლობამარაბდის ბრძოლამდგრადი განვითარებაახალქალაქიგაერთიანებული ერების ორგანიზაციააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიანაკიანი წელიწადიბუნებრივი გადარჩევაშხარასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაქუთაისილევან გოთუაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისტამბოლიკალათბურთიპოსტერიკალანდანავთობიგერმანიის ქალაქების სიაევროკავშირიპენალტი (ფეხბურთი)ანანურის ციხესაქართველო VI საუკუნეშიკუნილინგუსიმიხეილ მესხიქრისტიანობააპენდიციტი🡆 More