აიზეკ აზიმოვი: ამერიკელი მწერალი

აიზეკ აზიმოვი (ინგლ.

გამოთქმა [ˈaɪzək ˈæzɪmɔv] დ. 1920, პეტროვიჩი, რუსეთი — გ. 6 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი) — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. სიცოცხლის მანძილზე იგი რობერტ ჰაინლაინთან და არტურ კლარკთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულის“ წევრად ითვლებოდა. აზიმოვის შემოქმედება 500-ზე მეტ წიგნს მოიცავს. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, მის კალამს ეკუთვნისა მისტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, ასევე არამხატვრული ტექსტები.

აიზეკ აზიმოვი
ინგლ. Isaac Asimov
აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი
დაბადების თარიღი არაუადრეს 4 ოქტომბერი, 1919 და არაუგვიანეს 2 იანვარი, 1920
დაბადების ადგილი პეტროვიჩი, Klimovichskiy Uyezd, საბჭოთა რუსეთი[1] [5]
გარდაცვალების თარიღი 6 აპრილი, 1992(1992-04-06)[6] [7] [8] [9] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი მანჰეტენი
ფსევდონიმი Paul French[19]
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, რომანისტი, პროზაიკოსი, ავტობიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, სამეცნიერო მწერალი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი, სცენარისტი, მწერალი და კრიმინალისტი მწერალი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ებრაელები[21]
მოქალაქეობა აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი საბჭოთა რუსეთი
აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი აშშ[22]
აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი რსფსრ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი[1] , კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა, Columbia University School of General Studies, Boys and Girls High School და Boys High School
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus დაფუძნების ციკლი, რობოტების ციკლი, და დადგება ღამე[23] , The Intelligent Man's Guide to Science, მე, The Bicentennial Man და თვითონ ღმერთები
ჯილდოები ჰიუგოს პრემია, James T. Grady-James H. Stack Award for Interpreting Chemistry, ჰიუგოს პრემია, წლის ჰუმანისტი, ედვარდ სმითის მემორიალური პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, კლამპკე-რობერტსის პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის ჯილდო საუკეთესო ნოველისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, ჰიუგოს რეტრო პრემია, Cosmos 2000 Award, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Retro Hugo Award for Best Novelette, Retro Hugo Award for Best Short Story, დიტმარის პრემია და Great Immigrants Award[24] [25]
მეუღლე ჯანეტ აზიმოვი და Gertrude Asimov
შვილ(ებ)ი Robyn Asimov[26]
ხელმოწერა აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი
საიტი asimovonline.com

აზიმოვის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია დასაბამის სერია, რომლის პირველი სამი წიგნისთვისაც 1966 მან მიიღო ჰიუგოს პრემია „ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის“. ავტორის სხვა ძირითადი სერიებია: გალაქტიკის იმპერია და რობოტის სერია.

აზიმოვმა 380-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, მათ შორის ყველაზე ცნობილია „დაღამება“, რომელიც 1964 წელს ამერიკის ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა ორგანიზაციამ ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობად აღიარა.

აზიმოვი ამერიკის ჰუმანისტური ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს, კრატერს მარსზე, დაწყებით სკოლას ბრუკლინში, ჰონდას ჰუმანოიდ რობოტ ASIMO-ს. აზიმოვის სახელობის ოთხი ლიტერატურული პრემია არსებობს.

აზიმოვის თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаак, ინგლ. Isaak), თუმცა, ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი (რუს. Айзек).

ბიოგრაფია

ბავშვობა

აიზეკ აზიმოვი დაიბადა შეძლებულ ებრაულ ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თავად აიზეკი თავის დაბადების დღეს 1920 წლის 2 იანვარს ზეიმობდა, მისი დაბადების თარიღის ქვემო ზღვარი არ უნდა იყოს 1919 წლის 14 ოქტომბერზე ადრინდელი. იგი დაიბადა რუსეთში, სმოლენსკის ოლქის სოფელ პეტროვიჩიში. უცნობი მიზეზების გამო, 1923 წელს, როდესაც აიზეკი სამი წლისა იყო, აზიმოვების ოჯახი ჯოზეფ ბერმანის, აზიმოვის დედის ნახევარძმის, მიწვევით რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა .

განათლება და კარიერა

აიზეკი გაიზარდა ბრუკლინში, 5 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა და სკოლაში მიაბარეს (სკოლაში სიარული წესით 6 წლის ასაკში უნდა დაეწყო, მაგრამ დედამისმა გადააკეთა მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად ჩაწერა 1919 წლის 7 სექტემბერი, რათა აიზეკს შესძლებოდა სწავლის ადრე დაწყება). ბავშვობის განმავლობაში იგი მუშაობდა ოჯახურ მაღაზიაში სადაც სხვათა შორის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალები იყიდებოდა; ამან ახალგაზრდა აიზეკს სამეცნიერო ფანტასტიკის გაცნობის საშუალება მისცა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში მან თავისი პირველი ნოველა დაწერა.

აიზეკმა შესძლო სტიპენდიის მიღება და სწავლის გაგრძელება რადგან კარგი მოსწავლე იყო. ათწლედის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, 15 წლის აიზეკი აზიმოვი მოეწყო Seth Low Junior College–ში, მაგრამ ვინაიდან ეს კოლეჯი ერთი წლის მერე დაიხურა, იგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. სადაც 1939 წელს მიიღო ბაკალავრის (B.S.) ხარისხი, ხოლო 1941 წელს კი — ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (M. Sc.) და მოეწყო ასპირანტურაში. 1942 წელს აიზეკმა მიატოვა ასპირანტურა და ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა ფილადელფიის გემსაშენში (აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ამავე გემსაშენზე მუშაობდა სხვა ფანტასტი მწერალიც რობერტ ჰაინლაინი).

1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივლისამდე აიზეკ აზიმოვი მსახურობდა ჯარში, ჰქონდა კაპრალის სამხედრო წოდება. აიზეკ აზიმოვმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას უარი განაცხადა ბიკინის ატოლებზე მიმდინარე ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე.

1948 წელს აიზეკ აზიმოვმა დაიცვა დოქტორის წოდება ბიოქიმიაში. დოქტორის ხარსიხის მოპოვების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში. 1951 წელს გახდა პროფესორის თანაშემწე (ინგლ. assistant professor), 1955 წელს კი — ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor). იმავდროულად აიზეკ აზიმოვმა ხელი წერას მიჰყო და ნელ-ნელა თავი ანება საუნივერსიტეტო მოღვაწეობას; 1958 წელს უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ჯამაგირის გადახდა თუმცაღა შეუნარჩუნა წოდება. 1979 წელს აიზეკ აზიმოვს მიენიჭა სრული პროფესორის (ინგლ. full professor) წოდება.

პირადი ცხოვრება

1942 წლის 26 ივლისს იქორწინა გერტრუდ ბლუგერმანზე (ინგლ. Gerthrude Blugerman), რომელიც გაიცნო იმავე წლის თებერვალში წმინდა ვალენტინის დღეზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი შვილი, 1951 წელს ეყოლა ვაჟი, დავითი (ინგლ. David), ხოლო 1955 წელს გაუჩნდა ასული რობინ ჯოანი (ინგლ. Robyn Joan).

1970 წელს იგი გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1973 წლის 16 ნოემბერს. იმავე წლის 30 ნოემბერს აიზეკ აზიმოვმა შეირთო ამერიკელი რომანისტი ჯანეტ ოპალ ჯეფსონი (ინგლ. Janet Opal Jeppson), რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს გაიცნო. ამ ქორწინებიდან აიზეკს შვილი არ შესძენია.

აიზეკ აზიმოვი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს გულისა და თირკმელების უკმარისობის გამო შიდსის ფონზე, რომლითაც დაავადდა 1983 წელს გულზე ოპერაციის დროს.

ლიტერატურული მოღვაწეობა

აიზეკ აზიმოვს წერა 11 წლის ასაკში დაუწყია, მიუხედავად ამისა პირველად მისი ნაწარმოები გამოქვეყნდა ჟურნალ Amazing Stories-ის 1939 წლის 10 იანვრის ნომერში, ამ ნაწარმოების სახელია „ვესტას ტყვეობაში“ (ინგლ. Marooned Off Vesta).

აიზეკ აზიმოვის ლიტერატურული მოღვაწეობა შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს.

  • ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკური ხანა — 1939 წლიდან აზიმოვი ძირითადად მოკლე სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობებს წერს, 1950 წლიდან მათ ემატება ნოველები; ეს ხანა მთავრდება 1958 წელს მოთხრობით „გაშიშვლებული მზე“ (ინგლ. The Naked Sun);
  • სამეცნიერო ლიტერატურის ხანა — 1952 წლიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწერების პარალელურად აზიმოვი იწყებს სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ნაშრომების წერას. 1957 წლის მერე აიზეკ აზიმოვი ნაყოფიერად მუშაობს ამ ასპარეზზე და თითქმის მთელი 30 წლის მანძილზე მხოლოდ ოთხ სამეცნიერო ფანტასტიკურ ნოველას წერს. ეს ხანა გაგრძელდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისამდე;
  • 1982 წელს გამოქვეყნდა აიზეკ აზიმოვის „დაფუძნების კიდე“ (ინგლ. Foundation's Edge), რომლითაც იწყება სამეცნიერო ფანტატსიკური შემოქმედების მეორე ხანა აიზეკ აზიმოვის მოღვაწეობაში და ეს ხანა მისი სიკვდილის ბოლომდე გასტანს.

აზიმოვის შემოქმედების ნაყოფია ისეთი სიტყვები თუ ცნებები როგორიცაა: რობოტიკა, ფსიქოისტორია, რობოტიკის სამი კანონი, პოზიტრონული და ა.შ.

თხზულებანი

აიზეკ აზიმოვის თხზულებები 500-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის.

ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ნაწილი.

სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა

  • ბიოქიმია და ადამიანის მეტაბოლიზმი (ინგლ. Biochemistry and Human Metabolism) (ბ. უოლკერისა და უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ადამიანები და რასები (ინგლ. Races and People) (უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა (ინგლ. Chemistry and Human Health) (ბ. უოლკერისა და მ. ნიკოლასის თანაავტორობით);
  • ატომის შიგნით (ინგლ. Inside the Atom);
  • მზის სამეფო (ინგლ. The Kingdom of the Sun);
  • ნახშირბადის მსოფლიო (ინგლ. The World of Carbon);
  • აზოტის მსოფლიო (ინგლ. The World of Nitrogen);
  • რომის რესპუბლიკა (ინგლ. The Roman Republic);
  • რომის იმპერია (ინგლ. The Roman Empire);

სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურა

„დიდი დასაბამის" ციკლები

თავიდან რობოტების ციკლი არ იყო დასაბამის ციკლის ნაწილი, სიცოცხლის დასასრულ აიზეკ აზიმოვმა მოახდინა ამ ორი ციკლის „შერწყმა“, რათა მოეცა გალაქტიკის ერთიანი აწყობილი ისტორია. შერწყმული ციკლი ცნობილია სახელწოდებით „დასაბამი“ (ინგლ. Foundation).

ლაკი სტარის (პოლ ფრენჩის) ციკლი

  • დავით სტარი, კოსმოსის მცველი (ინგლ. David Starr, Space Ranger);
  • ლაკი სტარი და ასტეროიდების მეკობრეები (ინგლ. Lucky Starr and the Pirates of the Asteroids);
  • ლაკი სტარი და ვენერის ოკეანეები (ინგლ. Lucky Starr and the Oceans of Venus);
  • ლაკი სტარი და მერკურის დიდი მზე (ინგლ. Lucky Starr and the Big Sun of Mercury);
  • ლაკი სტარი და იუპიტერის მთვარეები (ინგლ. Lucky Starr and the Moons of Jupiter);
  • ლაკი სტარი და სატურნის რგოლები (ინგლ. Lucky Starr and the Rings of Saturn);

განცალკევებული თხზულებანი

ვარსკვლავით (*) მონიშნული თხზულებებს აქვთ მცირე კავშირი დასაბამის ციკლთან.

აღიარებანი

აიზეკ აზიმოვს სხვადასხვა უნივერსიტეტისაგან აქვს მიღებული საპატიო დოქტორის 14 წოდება.

1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი შეყვანილ იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში.

2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე;

ჯილდოები

  • 1957 – თომას ედისონის ფონდის ჯილდო („სამყაროს სამშენებლო აგურები“ (ინგლ. Building Blocks of the Universe);
  • 1960 – ჰოვარდ ბლეკსლის ჯილდო ამერიკის კარდილოგიური ასოციაციისაგან („მაცოცხლებელი მდინარე“) Living River}});
  • 1962 – ბოსტონის უნივერსიტეტის ჯილდო საგამომცემლო დამსახურებისათვის;
  • 1965 – ჯეიმზ გრეიდის ჯილდო ამერიკის ქიმიური საზოგადოებისაგან;
  • 1963, 1977, 1983, 1992, 1995, 1996 – ჰიუგოს პრემია სხვადასხვა კატეგორიებში...
  • 1983 - ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისთვის დასაბამის კიდე.
  • 1983 - ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური რომანისთვის დასაბამის კიდე
  • 1984 - წლის ჰუმანისტი
  • 1992 - ჰიუგოს პრემია საუკეთესო ნოველისთვის - ოქრო

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962.
  • _—_2008._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/1756-3224_1756-3224];_[https://www.worldcat.org/issn/1354-4322_1354-4322]
  • -2"> Isaac Asimov // The Guardian.com — 2008. — ISSN 1756-3224; 1354-4322
    https://wikidata.org/wiki/Track:Q5614018">
  • _/_[[:en:Chris_Evans_(journalist)|C. Evans]]_—_[[:ლონდონი|London]],_[[:ტაილანდი|Thailand]]:_1992._—_ed._size:_622719_—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/0307-1235_0307-1235];_[https://www.worldcat.org/issn/1477-3805_1477-3805]
  • -3"> Isaac Asimov // The Daily Telegraph / C. EvansLondon, Thailand: 1992. — ed. size: 622719 — ISSN 0307-1235; 1477-3805
    https://wikidata.org/wiki/Track:Q61959516">https://wikidata.org/wiki/Track:Q84">https://wikidata.org/wiki/Track:Q192621">https://wikidata.org/wiki/Track:Q869">
  • _—_[[:ჩიკაგო|Chicago]]:_[[:en:Tribune_Publishing|Tribune_Publishing]],_1992._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/2165-171X_2165-171X];_[https://www.worldcat.org/issn/1085-6706_1085-6706]
  • -4"> Isaac Asimov, Science-fiction Master // Chicago TribuneChicago: Tribune Publishing, 1992. — ISSN 2165-171X; 1085-6706
    https://wikidata.org/wiki/Track:Q1297">https://wikidata.org/wiki/Track:Q7840491">https://wikidata.org/wiki/Track:Q47596">
  • https://mormonarts.lib.byu.edu/people/isaac-asimov/
  • SNAC — 2010.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q29861311">
  • Internet Speculative Fiction Database — 1995.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q2629164">
  • Gregersen E. Encyclopædia Britannica
    https://wikidata.org/wiki/Track:Q5375741">
  • Mormon Literature & Creative Arts
    https://wikidata.org/wiki/Track:Q6912637">
  • BD_Gest'
  • -10"> BD Gest'
    https://wikidata.org/wiki/Track:Q2876969">
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
    https://wikidata.org/wiki/Track:Q237227">
  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q19938912">https://wikidata.org/wiki/Track:Q54837">https://wikidata.org/wiki/Track:Q193563">
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q18696256">https://wikidata.org/wiki/Track:Q2664168">
  • GeneaStar
    https://wikidata.org/wiki/Track:Q98769076">https://wikidata.org/wiki/Track:Q3100478">
  • Babelio — 2007.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q2877812">
  • Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q3407324">
  • Munzinger Personen
    https://wikidata.org/wiki/Track:Q107343683">
  • ПроДетЛит — 2019.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q124821483">
  • https://id.loc.gov/authorities/names/nb90003414.html
  • _—_ISBN_978-0-7123-5334-2-20"> (unspecified title)ISBN 978-0-7123-5334-2
  • Asimov I. In Memory Yet Green — 1979.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q34981">https://wikidata.org/wiki/Track:Q21086887">
  • NNDB — 2002.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q1373513">
  • 協力 橋本幸士 京都大学大学院理学研究科 物理学専攻教授 科学名著図鑑: 一生ものの教養が身につく厳選の名作142冊ニュートン, 2022. — ISBN 978-4-315-52556-4
    https://wikidata.org/wiki/Track:Q493766">https://wikidata.org/wiki/Track:Q112162582">
  • https://www.carnegie.org/awards/search/great-immigrants-search/
  • https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2006-great-immigrants/
  • San Francisco ChronicleSan Francisco: Hearst Communications, 1865. — ISSN 1932-8672; 2574-5921
    https://wikidata.org/wiki/Track:Q62">https://wikidata.org/wiki/Track:Q1065024">https://wikidata.org/wiki/Track:Q139103">
  • Freedman, Carl (2000). Critical Theory and Science Fiction. Doubleday, გვ. 71. ISBN 9780819563996. 
  • Isaac Asimov Biography and List of Works. Biblio.com. ციტირების თარიღი: March 5, 2008
  • 1966 Hugo Awards. Hugo Award (July 26, 2007). ციტირების თარიღი: July 28, 2017
  • Asimov, Isaac (1994). I. Asimov: A Memoir. New York: Doubleday, გვ. 500. ISBN 0-385-41701-2. 
  • Minor Planet Center დაარქივებული 2021 საიტზე Wayback Machine.
  • USGS Gazetteer of Planetary Nomenclature, Mars: Asimov. ციტირების თარიღი: September 4, 2012
  • Edgett, Ken. (May 27, 2009) The Martian Craters Asimov and Danielson. The Planetary Society. ციტირების თარიღი: 2017
  • "P.S. 099 Isaac Asimov" დაარქივებული August 6, 2018, საიტზე Wayback Machine. at New York City Department of Education website.
  • Kupperberg, Paul (2007). Careers in robotics. New York: Rosen Pub, გვ. 8. ISBN 978-1-4042-0956-5. 
  • აქვე შევნიშნავდით, რომ სერ ისააკ ნიუტონის სახელი დამკვიდრებულია ქართული ვერსიით.
  • აიზიმოვის დაბადების ზუსტი წელი უცნობია. თვითონ იგი წერდა:
    აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი 
    „« The date of my birth, as I celebrate it, was January 2, 1920. It could not have been later than that. It might, however, have been earlier. Allowing for the uncertainties of the times, of the lack of records, of the Jewish and Julian calendars, it might have been as early as October 4, 1919. There is, however, no way of finding out. My parents were always uncertain and it really doesn't matter. I celebrate January 2, 1920, so let it be. »“

    თარგმანი ქართულ ენაზე:

    აიზეკ აზიმოვი: ბიოგრაფია, ლიტერატურული მოღვაწეობა, თხზულებანი 
    „„ჩემი დაბადების დღე ისე, როგორც მას აღვნიშნავ არის 1920 წლის 2 იანვარი. მასზე გვიან ვერ ვიქნები დაბადებული, თუმცაღა შესაძლებელია მასზე ადრე ვიყო დაბადებული. თუ გავითვალისწინებით იმ ხანის უზუსტობებს, სამოქალაქო რეესტრების უქონლობას, ებრაულ და იულიუსისეულ კალენდრებს, სრულებით დასაშვებია რომ დაბადებული ვიყო 1919 წლის 4 ოქტომბერს. ამის დაზუსტებით გაგება შეუძლებელია, ჩემი მშობლები არასოდეს არ იყვნენ დარწმუნებული და ამას არც აქვს მნიშვნელობა. მე ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავ 1920 წლის 2 იანვარს, დაე ასე იყოს.”“
  • წიგნის სათაური: Homo Obsoletus ? (The Roving Mind), ავტორი – Isaac Asimov,გვ. 205 და შემ.
  • http://planetarynames.wr.usgs.gov/jsp/FeatureNameDetail.jsp?feature=74666
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article აიზეკ აზიმოვი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    აიზეკ აზიმოვი ბიოგრაფიააიზეკ აზიმოვი ლიტერატურული მოღვაწეობააიზეკ აზიმოვი თხზულებანიაიზეკ აზიმოვი აღიარებანიაიზეკ აზიმოვი რესურსები ინტერნეტშიაიზეკ აზიმოვი სქოლიოაიზეკ აზიმოვი192019926 აპრილიამერიკელებიართურ კლარკიინგლ.ნიუ-იორკირობერტ ჰაინლაინირუსებირუსეთი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოალექსანდრე დუგინიერლინგ ჰოლანიყვავილოვანი მცენარეებიგიორგი ჩაკვეტაძეშენგენის ზონაასურელი მამებიზმნაქართლიმიგრაციაოსმალეთის იმპერიის ისტორიამიხეილ სააკაშვილიეგზისტენციალიზმიპოლონეთიდეჟავიუფეხბურთის წესებიქართლის სამეფოსაქართველოს წითელი ნუსხასაქართველოს სატელეფონო კოდებიმეორე მსოფლიო ომისაქართველოს პრემიერ-მინისტრიმყინვარწვერიწინადადებასამცხე-ჯავახეთის მხარექართული საბჭოთა ენციკლოპედიაგლობალიზაციასაფრანგეთის რევოლუციაპანკრეასიტურიზმისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქაქუცა ჩოლოყაშვილიდათვირითმაელინიზმითეატრიხორვატიამთლიანი შიდა პროდუქტიჯონჯოლინიჰილიზმიუილიამ შექსპირისლოვაკეთიკევინ დე ბრეინეელექტრული წინაღობაგამარჯვების დღეფემინიზმისაქართველოს მუნიციპალიტეტებითბილისის მეტროპოლიტენიპითაგორას თეორემაეიფელის კოშკიაკაკი წერეთელიFacebookთაშმიჯაბიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაჩინეთის დიდი კედელისაქართველო IX-X საუკუნეებშივიკისაწყობიიმერეთიაგენტილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიქვეწარმავლებიაშშ-ის პრეზიდენტების სიარიმა ბერაძეკორუფციამადრიდიცოტნე დადიანიტონაქუთაისიფილტვებიმიწისძვრაკუბური მეტრიხელოვნებაკაპიტალიზმიფუტკრებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისოლომონ Iჭადრაკიმთვარის დაბნელება🡆 More