სომხეთი: სახელმწიფო ამიერკავკასიაში

სომხეთი (სომხ.

Հայաստան — „ჰაიასტან“), ოფიციალურად სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն — „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.

სომხეთის რესპუბლიკა
Հայաստանի Հանրապետություն
სომხეთი
სომხეთი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია სომხეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: 
Մեր Հայրենիք
„ჩვენი სამშობლო“
სომხეთი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია
სომხეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ერევანი
40°11′ ჩ. გ. 44°31′ ა. გ. / 40.183° ჩ. გ. 44.517° ა. გ. / 40.183; 44.517
ოფიციალური ენა სომხური
ეთნიკური ჯგუფები ()
ეთნოქორონიმი სომეხი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი
 -  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული კრება
დამოუკიდებლობა
 -  რუსეთის იმპერიისგან 28 მაისი 1918 
 -  დამოუკიდებლობა სსრკ-სგან 21 სექტემბერი 1991 
ფართობი
 -  სულ 29 743 კმ2 (141-ე)
 -  წყალი (%) 4.71
მოსახლეობა
 -  2015 აღწერა სომხეთი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია 3 018 854 (134-ე)
 -  სიმჭიდროვე 101,5 კაცი/კმ2 (99-ე)
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $20.831 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $6,128
მშპ (ნომინალი) 2013 შეფასება
 -  სულ $10.325 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $3037
ჯინი (2008)30.9
საშუალო
აგი (2013)0.730
მაღალი · 87-ე
ვალუტა დრამი (դր.) (AMD)
სასაათო სარტყელი UTC+04:00 (UTC+4)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +374
მფარველი წმინდანი წმინდა გრიგოლი
ინტერნეტ-დომენი .am .հայ
ა. ^  ორთოგრაფიული რეფორმა.
ბ. ^  გამოაცხადა.
გ. ^  რეფერდუმი.

სახელწოდება

  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
  • ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

გეოგრაფია

სომხეთი: სახელწოდება, გეოგრაფია, ისტორია 
სომხეთის რესპუბლიკა
  1. არაგაწოტნი (სომხ. Արագածոտնի մարզ) — ქ. აშტარაკი.
  2. არარატი (სომხ. Արարատի մարզ) — ქ. არტაშატი.
  3. არმავირი (სომხ. Արմավիրի մարզ) — ქ. არმავირი.
  4. გეღარქუნიქი (სომხ. Գեղարքունիքի մարզ) — ქ. გავარი.
  5. კოტაიქი (სომხ. Կոտայքի մարզ) — ქ. რაზდანი.
  6. ლორე (სომხ. Լոռու մարզ) — ქ. ვანაძორი.
  7. შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) — ქ. გიუმრი.
  8. სიუნიქი (სომხ. Սյունիքի մարզ) — ქ. კაპანი.
  9. ტავუში (სომხ. Տավուշի մարզ) — ქ. იჯევანი.
  10. ვაიოცძორი (სომხ. Վայոց Ձորի մարզ) — ქ. ეღეგნაძორი.
  11. ერევანი (სომხ. Երևան) — ქ. ერევანი.

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი, ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90 % მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:

  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  • ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
  • სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
  • შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.

ფართობი შეადგენს 29 800 კვ. კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

ისტორია

უახლესი ისტორია

1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის 17 ოქტომბერს სომხეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ლევონ ტერ-პეტროსიანმა ხმათა 83 %-ით გაიმარჯვა.

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

დემოგრაფია

ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.

კულტურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სომხეთი სახელწოდებასომხეთი გეოგრაფიასომხეთი ისტორიასომხეთი სახელმწიფოსომხეთი ტერიტორიული მოწყობასომხეთი დემოგრაფიასომხეთი ეკონომიკასომხეთი კულტურასომხეთი რესურსები ინტერნეტშისომხეთი სქოლიოსომხეთიაზერბაიჯანიდასავლეთი აზიაექსკლავიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებითურქეთიირანინახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკასამხრეთ კავკასიასაქართველოსომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტრეფიკინგირაბათის ციხესომხური სამოციქულო ეკლესიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაწმინდა გიორგიძუძუმწოვრებიგოდერძი ჩოხელიფემინიზმისტამბოლიხარებამარი ანტუანეტიდეჟავიუალუდა ქეთელაურიმყინვარწვერივახტანგ I გორგასალიმიხეილ სააკაშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღერომიინდოეთიფოცხვერიცხოველებიქართული დამწერლობაკაცია-ადამიანი?!ხრესილის ბრძოლამაჰმადიფაშიზმიენდომეტრიოზისალომე ზურაბიშვილიკენგურუებიშავი ზღვაგულიალპური დანაოჭებაასკარიდისებრნიდეციმეტრინილოსიდაირაალექსანდრე მაკედონელიარწივი9 აპრილის ტრაგედიასაქართველო XVII საუკუნეშილობიიგლუსაქართველოვეშაპისნაირნირუსეთ-საქართველოს ომი (1921)თევზები (ასტროლოგია)ელენე ახვლედიანისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაამირანი (მითოლოგია)დუნაიციყვიმადრიდითამბაქოძველი თბილისისაქართველოს რევოლუციური კომიტეტიდევი ჭანკოტაძეარჩვიმზევანდალიზმიდიდი პანდაპრაგმატიზმიირაკლი კობახიძედიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენანინო წილოსანიგარემოს დაბინძურებათრომბოციტებიჰიპერბოლა (ენა)წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობანიუ-იორკითბილისის ისტორიაქვემო ქართლის მხარეაღმოსავლეთი საქართველობაქტერიებიალპებიდომენტი მშვენიერაძეიულიუს კეისარიშოთა რუსთაველი🡆 More