კოლუმბია

კოლუმბია (ესპ.

Colombia), ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. República de Colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა და ბრაზილია, სამხრეთით — ეკვადორი და პერუ, დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში. ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.

კოლუმბიის რესპუბლიკა
República de Colombia
კოლუმბია
კოლუმბია კოლუმბიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Libertad y Orden
თავისუფლება და წესრიგი
კოლუმბიის მდებარეობა
კოლუმბიის მდებარეობა
კოლუმბიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბოგოტა
40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40.583° ჩ. გ. 74.067° დ. გ. / 40.583; -74.067
ოფიციალური ენა ესპანური
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი კოლუმბიელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ხერმან ვარგას ლიერასი
საკანონმდებლო ორგანო კონგრესი
 -  ზედა პალატა რესპუბლიკის სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა ესპანეთისგან
 -  დეკლარაცია 20 ივლისი, 1810 
 -  აღიარება 7 აგვისტო, 1819 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 4 ივლისი, 1991 
ფართობი
 -  სულ 1 141 748 კმ2 (26-ე)
 -  წყალი (%) 8,8
მოსახლეობა
 -  2017 შეფასება 49 364 592 (29-ე)
 -  2005 აღწერა 42 888 592
 -  სიმჭიდროვე 40,74 კაცი/კმ2 (173-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასება
 -  სულ $720 151 მილიარდი (31-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $14 609
მშპ (ნომინალი) 2017 შეფასება
 -  სულ $306 439 მილიარდი (32-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $6216
ჯინი (2016)51.7
მაღალი
აგი (2013)კოლუმბია 0.711
საშუალო · 26-ე
ვალუტა პესო ($) (COP)
სასაათო სარტყელი CET UTC-05:00
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +57
ინტერნეტ-დომენი .co

ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს ერთ დროს ადგილობრივი ხალხებით იყო დასახლებული. მათ შორის იყვნენ მიუსკები, კიმბაია და ტაირონა. 1499 წელს მოვიდნენ ესპანელები და დაიწყო დაპყრობისა და კოლონიზაციის ხანა, რასაც ბოლოს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შექმნა მოჰყვა (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორს, ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და პანამას), რომლის დედაქალაქიც ბოგოტა გახდა. ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1819 წელს გამოცხადდა დიდი კოლუმბიის სახელით, რომელიც 1830 წელს დაიშალა ვენესუელისა და ეკვადორის გასვლის შედეგად. ამჟამინდელი კოლუმბიისა და პანამის ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ახალი გრანადის რესპუბლიკის სახელით წარდგა. ახალი სახელმწიფო ფედერალიზმის გზას დაადგა 1858 წელს გრანადის კონფედერაციის გამოცხადებით, 1863 წელს კი მას კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოოდ არ გამოცხადდა კოლუმბიის რესპუბლიკა. 1903 წელს მას პანამა გამოეყო. კოლუმბია პირველი სახელმწიფო იყო სამხრეთ ამერიკაში კონსტიტუციური მმართველობის ფორმით. ასევე, მას დიდი წვლილი მიუძღვის პან-ამერიკული ორგანიზაციების დაარსება-ხელშეწყობაში, თავდაპირველად ეს იყო პანამის კონგრესი, მოგვიანებით კი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია. 1848 და 1849 წლებში დაარსდა ლიბერალური და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც დღემდე მოქმედ ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ პარტიებად ითვლება ამერიკაში.

კოლუმბია ეთნიკურად მრავალფეროვანია. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ესპანელი კოლონისტების, აფრიკიდან მოყვანილი მონებისა და მეოცე საუკუნეში ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრირებულთა შთამომავლების ურთიერთმოქმედების შედეგად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა წარმოიქმნა. ამაზე გავლენა იქონია კოლუმბიის მრავალფერმა გეოგრაფიამაც. ურბანულ ცენტრთა უმრავლესობა განლაგებულია ანდების მაღალმთიანეთში. კოლუმბიის ტერიტორია ასევე მოიცავს ამაზონის წვიმის ტყეებს, ტროპიკულ სავანებსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, კოლუმბია მსოფლიოს 17 მეგამრავალფეროვან ქვეყნის რიცხვში შედის და მიიჩნევა ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყნად კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით.

დაძაბულობები პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირად გადაზრდილა ძალადობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასდღიანი ომი (1899–1902) და 1948 წელს დაწყებული ლა-ვიოლენსია. 1960-იან წლებში სამთავრობო ძალები, მემარცხენე ფრთის ამბოხებულები და მემარჯვენე შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში (დღემდე გრძელდება) ჩაერთნენ. კოკაინით ვაჭრობის მიზებით დაწყებულმა ამ კონფლიქტმა დრამატული ხასიათი 1980-იან წლებში მიიღო. 2010 წლიდან ძალადობა შემცირდა; სამშვიდობო პროცესების შედეგად დაიშალა ზოგიერთი შეიარაღებული ფორიმრება, პარტიზანული ომები კი უმრავლეს ადგილში შეწყდა. ამასობაში, 2002–2006 განახევრდა კოლუმბიაში მკვლელობების მაჩვენებელი. უმკაცრესი პოლიტიკის წყალობით, 2012 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელთა სიაში კოლუმბიამ მეორე–მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში იდგა; თუმცა ზოგიერთი წყარო მას კვლავ ამ სიის სათავეში მოიაზრებს. კოლუმბიის ნარკოტიკების უდიდეს მომხმარებლად დღემდე რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, 150–160 ტონა წელიწადში.

ეტიმოლოგია

სახელი „კოლუმბია“ ქრისტეფორე კოლუმბიდან მომდინარეობს. თავდაპირველად ეს სახელი ვენესუელელ რევოლუციონერს — ფრანსისკო დე მირანდას მოუვიდა აზრად, მაგრამ იგი მის დარქმევას მთელი ახალი სამყაროსთვის, განსაკუთრებით ესპანელთა და პორტუგალიელთა ბატონობის ქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის მოიაზრებდა. მოგვიანებით ეს სახელი შემოიღო დიდი კოლუმბიის რესპუბლიკამ (1819 წელს), რომელიც ძველ, ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს ტერიტორიაზე შეიქმნა. კოლუმბიის ხელისუფლება ამჟამად ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებად კოლუმბიის რესპუბლიკას იყენებს.

1835 წელს, როცა ვენესუელისა და ეკვადორის გზები გაიყო, კუნდინამარკის რეგიონი ახალი ქვეყანა გახდა — ახალი გრანადის რესპუბლიკა. 1858 წელს, ახალმა გრანადამ ოფიციალუად შეიცვალა სახელი და გრანადის კონფედერაციად იწოდა, რომელსაც 1863 წელს კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოო, ამჟამინდელ სახელს — კოლუმბიის რესპუბლიკას მიიღებდა.

ისტორია

პრე-კოლუმბიური ხანა

კოლუმბია 
მუისკას ტივი. ფიგურა ეხება ელ დორადოს ლეგენდის ცერემონიას.

მისი ადგილმდებარეობის გამო, კოლუმბიის ახლანდელი ტერიტორია იყო ადრეული ადამიანური ცივილიზაციის დერეფანი მესოამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებიდან ანდებსა და ამაზონის აუზამდე . უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენები გვხვდება პუბენზას და ელ ტოტუმოს ადგილებიდან მაგდალენას ველზე ბოგოტის სამხრეთ-დასავლეთიდან 100 კილომეტრში. ეს სანახაობები თარიღდება პალეოინდური პერიოდით (ძვ.წ. 18,000–8000). პუერტო ჰორმიგასა და სხვა ადგილებში, არქაული პერიოდის კვალია ნაპოვნი (ძვ.წ. 8000–2000). ნიშნები მიუთითებს ელ-აბრას ტეკენდამას და კუნდინამარკას რეგიონების ადრეულ ოკუპაციაზე. ამერიკაში აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი, სან- ჟაკინტოშია ნაპოვნი და ძვ.წ. 5000–4000 წლით თარიღდება.

ძვ.წ. 12,500 წელს მკვიდრი ხალხი დასახლებული იყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად კოლუმბიაა. მომთაბარე შემგროვებელი ტომები ელ-აბრას, ტიბიტოს და ტეკენდამას ტერიტორიებზე, დღევანდელი ბოგოტას სიახლოვეს ვაჭრობდნენ ერთმანეთთან და სხვა კულტურების წარმომადგენლებთან მდინარე მაგდალენას ხეობიდან. ძვ.წ. 5000-დან 1000-მდე წლებს შორის, მონადირე-შემგროვებელი ტომები გადავიდნენ აგრარულ საზოგადოებებზე; ჩამოყალიბდა მუდმივი დასახლებები, გაჩნდა ჭურჭელი. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, ინდიელებს, მათ შორის, მუისკებს, კიმბაიას და ტაირონას განვითარებული პოლიტიკური სისტემის კასიკასგოს პირამიდული ძალაუფლების სტრუქტურა ჰქონდათ, რომელსაც კასიკები მართავდნენ. მუისკებით დასახლებული ტერიტორია მდებარეობდა დღევანდელი ბოიაკის და კუნდინამარკის დეპარტამენტების მაღალ პლატოზე (Altiplano Cundiboyacense), სადაც მათ ჩამოყალიბეს მუისკების კონფედერაცია. მათ მოჰყავდათ სიმინდი, კარტოფილი, კინოა, ბამბა და ვაჭრობდნენ ოქროთი, ზურმუხტით, საბნებით, კერამიკული რეწვის ნიმუშებით, კოკათი და განსაკუთრებით, მინერალური მარილით მეზობელ ხალხებთან. ტაირონას ხალხი ჩრდილოეთ კოლუმბიაში ბინადრობდა სიერა ნევადა დე სანტა მარტას იზოლირებულ მთიანეთში. კიმბაიას ხალხი დასახლებული იყო მდინარე კაუკას ველზე, კოლუმბიის ანდების დასავლეთ და ცენტრალურ რიგებს შორის. ამერიკელ-ინდიელთა უმეტესობა სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თითოეული მკვიდრი საზოგადოების სოციალური სტრუქტურა განსხვავებული იყო. ძირძველი ხალხის ზოგი ჯგუფი, როგორიცაა კარიბები, მუდმივი ომის მდგომარეობაში ცხოვრობდა, მაგრამ ზოგიერთს ნაკლებად ჰქონდათ აგრესიული დამოკიდებულება.

ევროპული ანექსია

ალონსო დე ოხედამ (რომელიც მოგზაურობდა კოლუმბთან ერთად) მიაღწია გუახირის ნახევარკუნძულს 1499 წელს. ესპანელმა მოგზაურებმა, რომელთაც როდრიგო დე ბასტიდასი ხელმძღვანელობდა, გააკეთეს პირველი გამოკვლევა კარიბის ზღვის სანაპიროზე 1500 წელს. ქრისტეფორე კოლუმბი ნაოსნობდა კარიბის ზღვის აუზის კუნძულების ახლოს 1502 წელს. 1508 წელს, ვასკო ნუნიეს დე ბალბოა თან ახლდა ექსპედიციას, რომელიც ურაბის ყურის რეგიონის გავლით მოგზაურობდა და მათ დააარსეს ქალაქი სანტა მარია ლა ანტიგუა დელ დარიენი 1510 წელს, პირველი სტაბილური დასახლება კონტინენტზე.

სანტა მარტა დაარსდა 1525 წელს, და კარტახენა 1533 წელს. ესპანელი კონკისტადორი გონსალო ხიმენეს დე კესადა ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში, 1536 წლის აპრილში და გააქრისტიანა ის უბნები, რომლითაც მან გაიარა „გრანადის ახალ სამეფოზე“. აგვისტოში, 1538 წელს მან დააარსა დროებითი დედაქალაქი მუისკების ბაკატის კასიკასგოს სიახლოვეს და უწოდა მას „სანტა ფე“. სახელმა მალევე შეიძინა სუფიქი და დაერქვა სანტა-ფე დე ბოგოტა. იმავე პერიოდში მოხდა პირველი კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოგზაურობა ადრეული კონკისტადორების მიერ შიდა ტერიტორიაზე. სებასტიან დე ბელალკასარმა, კიტოს დამპყრობელმა, იმოგზაურა ჩრდილოეთში და დააარსა კალი, 1536 წელს, და პოპაიანი, 1537 წელს; 1536 წლიდან 1539 წლამდე, გერმანელმა კონკისტადორმა ნიკოლაუს ფედერმანმა გადალახა ლიანოს ორიენტალი და გაიარა კორდილერა ორიენტალი, „ოქროს ქალაქის“ ელ დორადოს მოსაძებნად. ლეგენდა და ოქრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XVI და XVII საუკუნეებში ესპანელებისა და სხვა ევროპელების ახალ გრანადაში მოსაზიდად.

კონკისტადორები ხშირად ქმნიდნენ ალიანსებს სხვადასხვა მკვიდრი საზოგადოების მტრებთან. ძირძველი მოკავშირეები გადამწყვეტი იყო დაპყრობისთვის, ასევე იმპერიის შექმნისა და შენარჩუნებისთვის. ახალი გრანადის მკვიდრმა ხალხმა განიცადა მოსახლეობის შემცირება დაპყრობებისა და ევრაზიული დაავადებების გამო, მაგალითად, ყვავილი, რომლის მიმართ იმუნიტეტი არ ჰქონდათ. რაც შეეხება გაუკაცრიელებულ მიწას, ესპანეთის სამეფო ქონებას ჰყიდიდა კოლონიზირებული ტერიტორიებით დაინტერესებულ პირებზე, ქმნიდა დიდ მეურნეობებს და ისაკუთრებდა მაღაროებს.

XVI საუკუნეში ესპანეთში საზღვაო მეცნიერებამ დიდ განვითარებას მიაღწია კასა დე კონტრატასიონის მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ფიგურის წყალობით. საზღვაო მეცნიერება იბერიული ექსპანსიის აუცილებელი საყრდენი იყო.

კოლონიური გაცვლა

1542 წელს, ახალი გრანადის რეგიონი, ესპანეთის ყველა სხვა ესპანურ ქონებასთან ერთად, გახდა პერუს ვიცე-სამეფოს ნაწილი, რომლის დედაქალაქი იყო ლიმა.   1549 წელს სამეფო აუდიენცია შეიქმნა სამეფო განკარგულებით და ახალი გრანადა იმართებოდა სანტა-ფე-დე-ბოგოტას სამეფო აუდიენციის მიერ, რომელიც იმ დროს შეადგებოდა სანტა მარტას, რიო დე სან ხუანის, პოპაიანის, გაიანისა და კარტახენას პროვინციებისგან.  

კოლუმბია 
ბრიტანეთის თავდასხმა 1741 წელს კარტახენა დე ინდიასის ბრძოლაში

XVI საუკუნეში ევროპელებმა დაიწყეს მონების შემოყვანა აფრიკიდან. ესპანეთი ერთადერთი ევროპული ძალა იყო, რომელმაც ვერ შეძლო ქარხნების დაარსება აფრიკაში, მონების შესაძენად; ამრიგად, ესპანეთის იმპერია ეყრდნობოდა ასიენტოს სისტემას და მიანიჭა ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და ჰოლანდიის იმპერიიდან) დამონებული ხალხის საზღვარგარეთულ ტერიტორიებზე ვაჭრობის ლიცენზია. ზოგი ადამიანი იცავდა დაჩაგრული ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს. მკვიდრ ხალხებს ვერ იმონებდნენ, რადგან ისინი იურიდიულად ესპანეთის გვირგვინის საკუთრებას წარმოადგენდნენ. ძირძველი ხალხების დასაცავად შეიქმნა მიწის საკუთრების და რეგულირების რამდენიმე ფორმა: რესგუარდოსი, ეკომიენდა და ასიენდა.

ახალი გრანადას ვიცე-სამეფო შეიქმნა 1717 წელს, შემდეგ დროებით გაუქმდა და შემდეგ კვლავ დაარსდა 1739 წელს. მისი დედაქალაქი იყო სანტა ფე დე ბოგოტა. ეს ვიცე-სამეფო მოიცავდა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით ზოგიერთ პროვინციას, რომელიც ადრე იყო ახალი ესპანეთის ან პერუს ვიცე-სამეფოს იურისდიქციის ქვეშ და ძირითადად შეესაბამება დღევანდელ ვენესუელას, ეკვადორსა და პანამას. ამრიგად, ბოგოტა გახდა ახალი სამყაროს ესპანური საკუთრების ერთ-ერთი მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი, ლიმასთან და მეხიკოსთან ერთად, თუმცა, ის გარკვეულწილად ჩამორჩენილი იყო ამ ორ ქალაქთან შედარებით ეკონომიკური და ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ესპანეთს 1739 წელს, კარტახენა სწრაფად გახდა ბრიტანული ძალების მთავარი სამიზნე, მაგრამ ესპანეთის გამარჯვებამ ჯენკინსის ყურის ომის დროს, დიდი ბრიტანეთის ომი კარიბის ზღვის ეკონომიკური კონტროლისთვის, გაამყარა ესპანეთის დომინირება კარიბის ზღვის შვიდწლიან ომამდე.

XVIII საუკუნის მღვდელი, ბოტანიკოსი და მათემატიკოსი ხოსე სელესტინო მუტისი დელეგირებული იყო ვიცე-სამეფოს მმართველის ანტონიო კაბალერო გონგორას მიერ ახალი გრანადის ბუნების შესასწავლად. 1783 წელს დაიწყო და ეს გახდა ცნობილი ახალი გრანადის სამეფო ბოტანიკური ექსპედიციის სახელით. იგი კლასიფიკაციას უწევდა მცენარეებსა და ველურ ბუნებას; დააფუძნა პირველი ასტრონომიული ობსერვატორია ქალაქ სანტა-ფე-დე-ბოგოტაში. 1801 წლის ივლისში პრუსიელი მეცნიერი ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტი ჩავიდა სანტა-ფე-დე-ბოგოტაში, სადაც შეხვდა მუტისს. გარდა ამისა, ახალი გრანადაში დამოუკიდებლობის მიღების პროცესში ისტორიული ფიგურები აწარმოებდნენ ექსპედიციებს, როგორებიცა ასტრონომი ფრანცისკო ხოსე დე კალდასი, მეცნიერი ფრანცისკო ანტონიო ზეა, ზოოლოგი ხორხე ტადეო ლოზანო და მხატვარი სალვადორ რიზო.

დამოუკიდებლობა

კოლუმბია 
ბოიაკას ბრძოლა იყო გადამწყვეტი, რომელმაც უზრუნველყო ახალი გრანადის განმათავისუფლებელი კამპანიის წარმატება .

დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდების დასაწყისიდან დაიწყო ესპანეთის მმართველობის წინააღმდეგ მრავალი აჯანყება, მაგრამ უმეტესობა ან ჩაახშეს, ან ძალიან სუსტი გამოდგა საერთო ვითარების შესაცვლელად. უკანასკნელი, რომელიც ესპანეთისგან აშკარა დამოუკიდებლობას ცდილობდა, დაიწყო დაახლოებით 1810 წელს და კულმინაციას მიაღწია კოლუმბიის დამოუკიდებლობის დეკლარაციით, რომელიც გამოიცა 1810 წლის 20 ივლისს, ამ დღეს, ერის დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნავენ. ამ მოძრაობას მოჰყვა 1804 წელს სანტა-დომინგეს (დღევანდელი ჰაიტი) დამოუკიდებლობა, რამაც გარკვეული დახმარება გაუწია ამ აჯანყების ლიდერს: სიმონ ბოლივარს . გადამწყვეტ როლს ფრანსისკო დე პაულა სანტანდერიც ასრულებდა.

კოლუმბია 
სოკოროს პროვინცია იყო დამოუკიდებლობის პროცესის გენეზისის ადგილი.

მოძრაობა წამოიწყა ანტონიო ნარინიომ, რომელიც დაუპირისპირდა ესპანურ ცენტრალიზმს და ხელმძღვანელობდა ოპოზიციას ვიცე-სამეფოს წინააღმდეგ. კარტახენა დამოუკიდებელი გახდა 1811 წლის ნოემბერში. 1811 წელს გამოცხადდა ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციები, რომელსაც ხელმძღვანელობდა კამილო ტორეს ტენორიო. პატრიოტთა შორის ორი განსხვავებული იდეოლოგიური მიმდინარეობის გაჩენამ (ფედერალიზმმა და ცენტრალიზმმა) არასტაბილურობის პერიოდს შეუწყო ხელი. ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ მალევე, ფერდინან VII-მ, რომელმაც ესპანეთის ტახტი ხელახლა დაიკავა, მოულოდნელად გადაწყვიტა სამხედრო ძალების გაგზავნა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთის უმეტესი ნაწილის დასაპყრობად. ვიცე-სამეფო აღდგა ხუან სამანოს მეთაურობით, რომლის რეჟიმი სჯიდა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ მოძრაობებში. შურისძიებამ განაახლა აჯანყება, რამაც, დასუსტებულ ესპანეთთან ერთად, შესაძლებელი გახადა აჯანყების წარმატება, რომელსაც სათავეში ედგა ვენესუელელი სიმონ ბოლივარი, რომელმაც საბოლოოდ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1819 წელს. პრო-ესპანური წინააღმდეგობა დამარცხდა 1822 წელს კოლუმბიის ახლანდელ ტერიტორიასა და 1823 წელს ვენესუელაში.

ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს ტერიტორია გახდა კოლუმბიის რესპუბლიკა, ორგანიზებული როგორც მიმდინარე ტერიტორიების კავშირი: კოლუმბიის, პანამის, ეკვადორის, ვენესუელის, გაიანას და ბრაზილიის ნაწილები და ჩრდილოეთით მდინარე მარანიონი. 1821 წელს კუკუტას კონგრესმა მიიღო ახალი რესპუბლიკის კონსტიტუცია. სიმონ ბოლივარი გახდა კოლუმბიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო ფრანცისკო დე პაულა სანტანდერი გახდა ვიცე-პრეზიდენტი. ამასთან, ახალი რესპუბლიკა არასტაბილური იყო და სამი ქვეყანა წარმოიშვა 1830 წელს დიდი კოლუმბიის დაშლის შემდეგ (ახალი გრანადა, ეკვადორი და ვენესუელა).

კოლუმბია 
ახლანდელი კოლუმბიის ფორმირება ესპანეთის იმპერიისგან ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობის მოპოვებისას

კოლუმბია იყო პირველი საკონსტიტუციო მთავრობა სამხრეთ ამერიკაში, და ლიბერალური და კონსერვატიული პარტიები, დაარსდა 1848 და 1849 წლებში, შესაბამისად, ამერიკაში ყველაზე ძველი გადარჩენილი ორი პარტიაა. მონობა გაუქმდა ქვეყანაში 1851 წელს.

შიდა პოლიტიკურმა და ტერიტორიულმა დაყოფებმა განაპირობა დიდი კოლუმბიის დაშლა 1830 წელს. ეგრეთ წოდებულმა „კუნდინამარკას დეპარტამენტმა“ მიიღო სახელი „ახალი გრანადა“, რომელსაც იგი ინარჩუნებდა 1858 წლამდე, როდესაც იგი გახდა „Confederación Granadina“ (გრანადის კონფედერაცია). 1863 წელს ორწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ შეიქმნა „კოლუმბიის შეერთებული შტატები“, რომელიც გაგრძელდა 1886 წლამდე, როდესაც ქვეყანა საბოლოოდ ცნობილი გახდა, როგორც კოლუმბიის რესპუბლიკა. შიდა განხეთქილებები დარჩა ორპარტიულ პოლიტიკურ ძალებს შორის, ზოგჯერ სისხლიან სამოქალაქო ომებსაც კი იწვევდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ათასდღიანი ომი (1899–1902).

XX საუკუნე

ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვამ გავლენა მოეხდინა ამ მხარეზე (განსაკუთრებით პანამის არხის მშენებლობა და კონტროლი) განაპირობა პანამის განყოფილების გამოყოფა 1903 წელს და მისი ერად ჩამოყალიბება. შეერთებულმა შტატებმა გადაუხადა კოლუმბიას 25,000,000 აშშ დოლარი 1921 წელს, არხის დასრულებიდან შვიდი წლის შემდეგ, პრეზიდენტ რუზველტის როლის გამოსასწორებლად პანამის შექმნაში, ხოლო კოლუმბიამ პანამა აღიარა ტომსონ – ურუტიას ხელშეკრულების პირობებით. კოლუმბია და პერუ ჩაებნენ ომში, ამაზონის აუზში ტერიტორიული დავების გამო. ომი დასრულდა ერთა ლიგის მიერ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით. ლიგამ საბოლოოდ გადასცა სადავო ტერიტორია კოლუმბიას 1934 წლის ივნისში.

კოლუმბია 
ბოგოტაზო 1948 წელს

მალევე, კოლუმბიამ მიაღწია გარკვეულწილად პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც შეწყვიტა სისხლიანმა კონფლიქტმა, რომელიც მოხდა 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისს შორის, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც La Violencia („ძალადობა“). მისი მიზეზი, ძირითადად, დაძაბულობა იყო ორ მოწინავე პოლიტიკურ პარტიას შორის, რაც შემდგომში აირია ლიბერალური საპრეზიდენტო კანდიდატის ჯორჯ ელიესერ გაიტანის მკვლელობის შემდეგ, 1948 წლის 9 აპრილს. ბოგოტაში მომხდარმა არეულობამ, რომელიც ცნობილია როგორც ელ ბოგოტაზო, გავრცელდა მთელ ქვეყანაში და დაიღუპა მინიმუმ 180,000 კოლუმბიელი.

კოლუმბია კორეის ომში ჩაება, როდესაც პრეზიდენტად ლაურეანო გომესი აირჩიეს. ეს იყო ლათინური ამერიკის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ომს შეუერთდა უშუალოდ სამხედრო როლში, როგორც შეერთებული შტატების მოკავშირე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კოლუმბიის ჯარების წინააღმდეგობა ოლდ ბალდიში.

ორ პოლიტიკურ პარტიას შორის ძალადობა შემცირდა, პირველ რიგში, როდესაც გუსტავო როხასი კოლუმბიის პრეზიდენტობიდან გადააყნეს სახელმწიფო გადატრიალებით და პარტიზანებთან მოლაპარაკებით, შემდეგ კი გენერალ გაბრიელ პარისის სამხედრო ხუნტის დროს.

კოლუმბია 
მშვიდობისა და მეხსიერების ღერძი, კოლუმბიის კონფლიქტის მსხვერპლთა მემორიალი (1964 – დღემდე)

როხასის გადაყენების შემდეგ, კოლუმბიის კონსერვატიული პარტია და კოლუმბიის ლიბერალური პარტია შეთანხმდნენ, შეექმნათ ეროვნული ფრონტი, კოალიცია, რომელიც ერთობლივად მართავდა ქვეყანას. გარიგების თანახმად, პრეზიდენტი მონაცვლეობით იქნებოდა კონსერვატორებიდან და ლიბერალებიდან ყოველ 4 წელიწადში, 16 წლის განმავლობაში; ორივე პარტიას ექნებოდა თანაბარობა ყველა სხვა არჩევით კაბინეტში. ეროვნული ფრონტით დასრულდა „La Violencia“, ხოლო ეროვნული ფრონტის ადმინისტრაციები შეეცადნენ შორს მიმავალი სოციალური და ეკონომიკური რეფორმების დამყარებას ალიანსის პროგრესთან თანამშრომლობით. გარკვეული სექტორების პროგრესიის მიუხედავად, მრავალი სოციალური და პოლიტიკური პრობლემა გაგრძელდა, ხოლო პარტიზანული ჯგუფები ოფიციალურად შეიქმნა, როგორიცაა FARC (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები), ELN (ეროვნული ლიბერალური არმია) და M-19 (19 აპრილის მოძრაობა), მთავრობასა და პოლიტიკურ აპარატთან საბრძოლველად.

1960-იანი წლებიდან ქვეყანამ განიცადა ასიმეტრიული დაბალი ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო ძალებს, მემარცხენე პარტიზანულ ჯგუფებსა და მემარჯვენე პარამილიტარისტებს შორის. კონფლიქტი გამწვავდა 90-იან წლებში, ძირითადად, შორეულ სასოფლო არეალში. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან, უფლებადამცველები იბრძოდნენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მიუხედავად წინააღმდეგობისა. რამდენიმე პარტიზანულმა ორგანიზაციამ 1989-1994 წლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტა დემობილიზაცია.

1970-იანი წლების შუა ხანებიდან კოლუმბიის ნარკო კარტელები გახდა უკანონო ნარკოტიკების, პირველ რიგში, მარიხუანასა და კოკაინის მთავარი მწარმოებლები, გადამამუშავებლები და ექსპორტიორები.

1991 წლის 4 ივლისს გამოქვეყნდა ახალი კონსტიტუცია . ახალი კონსტიტუციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები კოლუმბიის საზოგადოებამ დადებითად აღიქვა.

XXI საუკუნე

პრეზიდენტ ალვარო ურიბეს (2002–10) ადმინისტრაციამ მიიღო დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ინტეგრირებულ ანტიტერორიზმსა და კონტრშეტევის კამპანიას. მთავრობის ეკონომიკური გეგმა ასევე ხელს უწყობს ინვესტორებისადმი ნდობას. საკამათო სამშვიდობო პროცესის შემადგენლობაში, AUC-მა (მემარჯვენე პარამილიტარისტები), როგორც ოფიციალურმა ორგანიზაციამ, ფუნქციონირება შეწყვიტა. 2008 წლის თებერვალში მილიონობით კოლუმბიელმა დემონსტრაციები მოაწყო FARC-ისა და სხვა უკანონო ჯგუფების წინააღმდეგ.

კუბაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა და FARC-EP-ის პარტიზანებმა განაცხადეს, რომ საბოლოო შეთანხმება დასრულდა კონფლიქტის დასასრულებლად. ამასთან, გარიგების რატიფიკაციისთვის რეფერენდუმი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კოლუმბიის მთავრობამ და FARC-მა ხელი მოაწერეს განახლებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას 2016 წლის ნოემბერში, რომელიც კოლუმბიის კონგრესმა დაამტკიცა. 2016 წელს პრეზიდენტ სანტოსს მიენიჭა ნობელის პრემია. მთავრობამ დაიწყო კონფლიქტის მსხვერპლთათვის ყურადღების მიქცევისა და ყოვლისმომცველი ანაზღაურების პროცესი. კოლუმბია აჩვენებს მოკრძალებულ პროგრესს ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლაში, როგორც ამას HRW გამოთქვამს. შეიქმნა სპეციალური სამშვიდობო იურისდიქცია, შეიარაღებული კონფლიქტის დროს წარმოქმნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების და საერთაშორისო სამართლის დარღვევების აღმოსაჩენად და დასასჯელად, მსხვერპლთათვის სამართლიანობის შესასრულებლად. კოლუმბიაში ვიზიტის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ პატივი მიაგო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს.

კოლუმბია 
ყოფილმა[მკვდარი ბმული] პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას

გეოგრაფია

კოლუმბია 

კოლუმბიას, ისევე როგორც ჩილეს, ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. ასევე ესაზღვრება 5 ქვეყანა: ვენესუელა და ბრაზილია აღმოსავლეთიდან, პანამა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან,ხოლო პერუ და ეკვადორი სამხრეთიდან.

ფართობი: 1 141 748 კმ².

კოლუმბიას დასავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთ-დასავლეთიდან კარიბის ზღვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდები, რომელსაც კვეთს მდინარეები: მაგდალენა, კაუკა და სხვა. აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანეთი, რომელიც დასერილია ამაზონის შენაკადებით.

ხელისუფლება და პოლიტიკა

კოლუმბია 
კოლუმბიის კონგრესი, ბოგოტა
კოლუმბია 
კასა-დე-ნარინიო — აღმასრულებელი ხელისუფლების რეზიდენცია, ბოგოტა
კოლუმბია 
კოლუმბიის უზენაესი სასამართლო

კოლუმბიის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება წარმომადგენლობითი დემოკრატიის საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც კოლუმბიის პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის ხელშია. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და კონგრესის ორ პალატას შორის — სენატი და კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლი. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან.

კოლუმბიის ამჟამინდელი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1991 წლის 5 ივლისს; ახლამა კონსტიტუციამ გააძლიერა სასამართლო ადმინისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამოქალაქო განქორწინებას, ორმაგ მოქალაქეობას, ვიცე-პრეზიდენტისა და დეპარტამენტების გუბერნატორების არჩევას. კონსტიტუციამ გააძლიერა მოქალაქეთა პირველადი უფლებები.

ეროვნული მთავრობა დაიყო აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად.

კოლუმბიის პრეზიდენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით; 2005 წლიდან, მას უფლება ეძლევა ვადის ამოწურვის შემდეგ ერთხელ კიდევ იქნას არჩეული. 1991 წლის კონსტიტუციამ აღადგინა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც იმავე პრინციპით აირჩევა, როგორც პრეზიდენტი. კანონით, ვიხე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ამ უკანასკნელის გადადგომის, ავადმყოფობის ან სიკვდილის შემთხვევაში.

კოლუმბიის ორპალატიანი კონგრესი შედგება 102 წევრიანი სენატისა და 161 წევრიანი კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლისაგან. სენატორების არჩევა ხდება საყოველთაო წესით, წარმომადგენლები კი აირჩევიან მრავალწევრიანი რაიონების მიერ, კოლუმბიის 32 დეპარტამენტის მასშტაბით. ქვეყნის დედაქალაქი განცალკევებული სადედაქალაქო რაიონია, რომელიც საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს. წევრები შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნენ რამდენჯერაც მათ მოესურვებათ. კონგრესი წელიწადში ორჯერ იკრიბება, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს სპეციალური სესია.

დემოგრაფია

კოლუმბია 
კოლუმბიის მოსახლეობის სიმჭიდროვე

2014 წლის მონაცემებით კოლუმბიაში დაახლოებით 2014 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამ მხრივ, ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ, ლათინურ ამერიკაში მესამე ქვეყანაა. ამავე დროს, კოლუმბია მესამე უდიდესი ესპანურენოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, მექსიკისა და აშშ-ის შემდეგ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, კოლუმბიის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 1975-2005 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 1,9 % იყო, თუმცა მომდევნო დეკადებში ნავარაუდევია მისი შემცირება 1,2%-მდე. წინასწარი გათვლებით, 2020 წლისათვის კოლუმბიის მოსახლეობა 50,9 მილიონს მიაღწევს. 2005 წელს მოსახლეობის 30 % 15 წლამდე იყო, 5,1 % კი 65-ზე მეტის.

ენა

კოლუმბიელთა 99,2 % ესპანურად საუბრობს. გარდა ამისა, ქვეყანაში საუბრობენ ინდიელთა 65 ენაზე, 2 კრეოლურ ენაზე და ბოშათა ენაზე. რამდენიმე რეგიონში ოფიციალური სტატუსი აქვს ინგლისურ ენას.

კულტურა

კოლუმბია მდებარეობამ განაპირობა კულტურული გავლენის ფართო სპექტრი. მკვიდრი ამერიკული, ესპანეთის და სხვა ევროპული, აფრიკის, ამერიკული, კარიბის და შუა აღმოსავლეთის გავლენები, ისევე როგორც ლათინური ამერიკის სხვა კულტურული გავლენები, წარმოდგენილია კოლუმბიის თანამედროვე კულტურაში. ურბანულმა მიგრაციამ, ინდუსტრიალიზაციამ, გლობალიზაციამ და სხვა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურმა ცვლილებებმაც თავისი კვალი დატოვა.

მრავალი ეროვნული სიმბოლო, ასევე თემატიკა, წარმოიშვა კოლუმბიის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციიდან და მიზნად ისახავს წარმოადგინოს ის, რაც აერთიანებს კოლუმბიასა და კოლუმბიელ ხალხს.  

ლიტერატურა

კოლუმბიის ლიტერატურა თარიღდება პრე-კოლუმბიური ხანით; ამ პერიოდის აღსანიშნავი მაგალითია ეპიკური ლექსი, რომელიც ცნობილია როგორც იურუპარის ლეგენდა. ესპანეთის კოლონიურ დროში ცნობილი მწერლები იყვნენ ხუან დე კასტელანოსი (Elegías de varones ilustres de Indias), ერნანდო დომინგეს კამარგო და მისი ეპიკური პოემა სან იგნასიო დე ლოიოლა, პედრო სიმონი, ხუან როდრიგეს ფრეილი (El Carnero), ლუკას ფერნანდეს დე. პიედრაჰიტა და მონაზონი ფრანსისკა ჟოზეფა დე კასტილიო, მისტიციზმის წარმომადგენელი.

კოლუმბია 
[მკვდარი ბმული]ნობელის ლიტერატურის პრემიის პრიზიორი გაბრიელ გარსია მარკესი

დამოუკიდებლობის შემდგომი ლიტერატურის, რომელიც დაკავშირებულია რომანტიზმთან, წარმომადგენლები არიან ანტონიო ნარინიო, ხოსე ფერნანდეს მადრიდი, კამილო ტორეს ტენორიო და ფრანსისკო ანტონიო ზეა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში პოპულარული გახდა ლიტერატურული ჟანრი, რომელიც კოსტუმბრიზმის სახელითაა ცნობილი; ამ პერიოდის შესანიშნავი მწერლები იყვნენ ტომას კარასკილა, ხორხე ისააკსი და რაფაელ პომბო. ამ პერიოდში ისეთმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ხოსე ასუნსიონ სილვა, ხოსე ეუსტასიო რივერა, ლეონ დე გრეიფი, პორფირიო ბარბა-იაკობი და ხოსე მარია ვარგას ვილა, განავითარეს მოდერნისტული მოძრაობა. 1872 წელს კოლუმბიამ დააარსა კოლუმბიის ენის აკადემია, ესპანეთის პირველი ენების აკადემია, ამერიკაში. ლათინური ამერიკის ლიტერატურაში ბუმის დროს წარმატებული მწერლები გამოჩნდნენ, რომელსაც სათავეში ედგა ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი და მისი მაგნუმ ოპუსი, მარტოობის ასი წელიწადი.

კოლუმბია 
[მკვდარი ბმული]ხორხე ისააკსი იყო მეცხრამეტე საუკუნეში ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ეკონომიკა

  • რესურსები: ნავთი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, ნიკელი, ოქრო, სპილენძი, ჰიდროენერგია.
  • ეროვნ. პროდუქტი - 87 მლრდ $.
  • ექსპორტი: ყავა, მარგალიტები, ნავთობი, ქვანახშირი, ყვავილები.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1830 $.
  • ვალუტა: კოლუმბიური პესო (COP).

მემკვიდრეობა

  • ბოგოტა - ეროვნული და ოქროს მუზეუმები;
  • კალი - ტაძარი და მონასტერი (XVII ს.);
  • კარტახენა - ესპანური ციხე-სიმაგრე (XVI ს.);
  • სანტა კრუსის ისტორიული ცენტრი, ლოს კატიოს ეროვნული პარკი.

ცნობილი კოლუმბიელები

სქოლიო

კოლუმბია 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

კოლუმბია ეტიმოლოგიაკოლუმბია ისტორიაკოლუმბია გეოგრაფიაკოლუმბია ხელისუფლება და პოლიტიკაკოლუმბია დემოგრაფიაკოლუმბია კულტურაკოლუმბია ეკონომიკაკოლუმბია მემკვიდრეობაკოლუმბია ცნობილი კოლუმბიელებიკოლუმბია სქოლიოკოლუმბიაარგენტინაბრაზილიაეკვადორიესპანური ენავენესუელაზურმუხტიკარიბის ზღვაკოლუმბიის დეპარტამენტებილათინური ამერიკამექსიკამსოფლიონავთობიპანამაპერუსამხრეთ ამერიკაქვანახშირიყავაწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოაშშ-ის ისტორიაევროპათავისუფლება (ფილოსოფია)ზედსართავი სახელიაბო თბილელის წამებასოხუმის დაცემააზერბაიჯანიქართული ფილმების სიანიკო ნიკოლაძემალდივის რესპუბლიკაპარალელოგრამიმეგრული ენათემურლენგიანტონიმიამსტერდამითბილისის მეტროსადგურების სიასაქართველოს მდინარეების სიათახვირომის დაარსებამტირალას ეროვნული პარკიგიორგი ლეონიძეევოლუციასახარებაკავკასიური ცარცის წრესაქართველოს ფრინველთა სიარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ლეონარდო და ვინჩინიკოლოზ ბარათაშვილიბაყაყიმერაბ მამარდაშვილიდაუნის სინდრომიგარემოს დაცვასტერეოტიპიკონცეფციაბაგრატის ტაძარისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაფრანგეთის ქალაქებიწიგნი სიბრძნე სიცრუისატუბერკულოზირუსეთიეგვიპტის პირამიდებისსრკ-ის დაშლანიკო ლორთქიფანიძედავით VI ნარინიდიდგორის ბრძოლასამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს დაცული ტერიტორიებიმარო მაყაშვილიმონა ლიზაარქეოლოგიალუდვიგ ვან ბეთჰოვენისაჭმლის მომნელებელი სისტემაწყალდიდობასაქართველო IV საუკუნეშიიბერიაბუდაპეშტისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაკონსტანტინოპოლის დაცემახეოფსის პირამიდაჩონგურილიონელ მესიგანახლებადი ენერგიაგიორგი მამარდაშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაილია ჭავჭავაძელინა მედინაირლანდიაკრწანისის ბრძოლამარქსიზმისაქართველო IX-X საუკუნეებშიგელათის მონასტერისუვერენიტეტიმთამარიამ მაგდალინელიკონსერვატიზმი🡆 More