ვიკიპედია (ინგლ.
Wiki) — მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია.
ვიკიპედია | |
---|---|
საიტი | www.wikipedia.org |
საიტის ტიპი | ინტერნეტ-ენციკლოპედია |
რეგისტრაცია | არასავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
მფლობელი | ფონდი ვიკიმედია |
შემქნელი | ჯიმი უელსი |
შემოსავალი | არაკომერციული |
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 172 055 სტატიაა.
ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 6 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 299 ენაზე მუშავდება.
პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უელსი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.
ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.
ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის განვრცობა. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.
ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.
წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.
ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
ფონდი ვიკიმედია, ვიკიპედიის ორგანიზატორი და მფლობელი კომპანია ასევე ახორციელებს ინტერნეტში პუბლიკაციის სხვა თავისუფალ პროექტებს:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.