ანრი მატისი

ანრი მატისი (Henri Matisse; 31 დეკემბერი, 1869 – 3 ნოემბერი, 1954) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი.

განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.

ანრი მატისი
ანრი მატისი, კარლ ვან ვეხტენის ფოტო.

დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895–1898 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა.

ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით გრძნობების უშუალო გადმოცემის ძიება აისახა მის ნამუშევრებში, რომელიც მან „გარეულთა“ (ფოვისტების) გამოფენაზე გამოიტანა შემოდგომის სალონში. ამასთან მატისზე დიდი გავლენა მოუხდენია მიუნხენში გამოფენილი ისლამური ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას. ორი ზამთარი, გატარებული მაროკოზე (1912–1913) მის შემოქმედებას აღმოსავლური მოტივებით ამდიდრებს, ხოლო დიდი ხნით ლაჟვარდოვან ნაპირზე ცხოვრებამ კი მის ტილოებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მისი ტილოები, რომელზეც გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატურმორტები და პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით შეიძლება არ გამოირჩეოდეს, თუმცა ისინი ბუნებრივი ფორმებისა და მათი თამამი გამარტივების ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მან მიიღო ტრადიციული სამხატრო განათლება. მის სურათებს ხშირად „ბავშვურს“ უწოდებდნენ, რადგან ფორმებს მოცულობითის ნაცვლად სიბრტყობრივად გამოსახავდა, ძირითად აქცენტს კი კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე აკეთებდა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ანრი მატისი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

186919543 ნოემბერი31 დეკემბერიფოვიზმიფრანგები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვიეტნამილანა როუდსივახტანგ VIფილტვებიადმირალი (პეპელა)რუსთავიჰიპერბოლა (ენა)პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიქართლის გაქრისტიანებამარკო პოლომიგრაციაგოდერძი ჩოხელიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაEuropebetკავკასიური ცარცის წრეწიგნი სიბრძნე სიცრუისაასურეთილადო ასათიანირესპუბლიკასაქართველოს კონსტიტუციამონღოლებიპარადოქსიმართლმადიდებლობარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიქართული ენაენგურიოპერასი ქოული ბატააუტიზმინატვრის ხე (ფილმი)ტონააჭარაელენე ახვლედიანივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალირომის რესპუბლიკამშვილდოსანი (ასტროლოგია)ნაღვლის ბუშტიიუპიტერიტელეფონების ნომრები საქართველოშიპეგინგიტროპიკული სარტყლებისაქართველო XVIII საუკუნეშითახვიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიათავისუფლების მოედანი (თბილისი)კლიმატის ცვლილებაჩვეულებრივი სელაპი9 აპრილის ტრაგედიაფარსმან Iრუსეთის იმპერიამუნისაქართველოს დაცული ტერიტორიებიმცენარეებინოე ჟორდანიაბოლშევიკებისახარებაატომიძალაქუნთრუშარუსთაველის თეატრიზედსართავი სახელიანდებივარდების რევოლუციაჟანა დ’არკიჯვაროსნული ლაშქრობებიანალური სექსიცხელი ძაღლიქეთო და კოტე (ოპერა)ზომიერი სარტყლებისაქართველოს პარლამენტიჰაერის დაბინძურებაბალეტიზაფხულიბირთვისის ციხერუსუდანიისრაელიბაბუაწვერა🡆 More