ბეისბოლი (ინგლ.
baseball, სიტყვებისგან base „ბაზა, საფუძველი“ და ball „ბურთი“) — გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა (ან ათი) მოთამაშით.
ბეისბოლი აშშ-ში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისური „რაუნდერსი“. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვაგან. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.
აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელებულია ასევე სოფტბოლი — ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი — მისი თამაში დახურულ შენობაში და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. ბეისბოლის სათამაშო მოედანს რომბის ფორმა აქვს.
ბეისბოლის მონათესავე თამაშებია კრიკეტი, პესაპოლო ფინეთში, ოინა რუმინეთში და ლაპტა რუსეთში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბეისბოლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.