ვაგინალური გამონადენი

ვაგინალური გამონადენი — სითხის, უჯრედებისა და ბაქტერიების ნარევი, რომელიც ასველებს და იცავს ვაგინას.

ამ ნარევსს მუდმივად აწარმოებენ ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის უჯრედები და ის სხეულს ვაგინის შესასვლელიდან ტოვებს. გამონადენის შემადგენლობა, რაოდენობა და ხარისხი განსხვავდება ინდივიდებს შორის და ის შეიძლება შეიცვალოს როგორც მენსტრუალური ციკლის, ასევე სქესობრივი და რეპდორუქციული განვითარების განმავლობაში.

ვაგინალური გამონადენი
ნორმალური ვაგინა და საშვილოსნოს ყელი სამედიცინო შემოწმების დროს. ნაჩვენებია საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ძაფები საშვილოსნოს ყელის შესასვლელთან და ნორმალური, რძისმაგვარი თეთრი ვაგინალური გამონადენი.

ნორმალურ ვაგინალურ გამონადენს შეიძლება ჰქონდეს თხელი, წყლის მსგავსი შემადგენლობა ან უფრო სქელი და წებოვანი და ის შეიძლება იყოს უფერული ან თეთრი ფერის. ნორმალური ვაგინალური გამონადენი შეიძლება დიდი მოცულობის იყოს, თუმცა, როგორც წესი, მას არ აქვს ძლიერი სუნი და არ იწვევს ქავილს ან ტკივილს. მართალია, გამონადენის უმეტესობა ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას ასახავს, გამონადენში ზოგიერთი ცვლილება შეიძლება ინფექციაზე ან სხეულში მიმდინარე სხვა პათოლოგიურ პროცესზე მიანიშნებდეს.

იმ ინფექციებს შორის, რომლებმაც შეიძლება ვაგინალურ გამონადენში ცვლილებები გამოიწვიოს, შედის ვაგინის სოკოვანი ინფექციები, ბაქტერიული ვაგინოზი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. უჩვეულო გამონადენის მახასიათებლები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა ყველაზე ხშირი მახასიათებლებია ფერის ცვლილება, ცუდი სუნი, ქავილი, წვა ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბაქტერიავაგინავაგინალური ლუბრიკაციამენსტრუალური ციკლიუჯრედი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვარძიაბიბლიააზიადუბაის საამირომაჰმადიგურიააბრეშუმის დიდი გზამრავლობითი რიცხვილადო გუდიაშვილირევაზ ინანიშვილიზმნაპითაგორას თეორემაჩუტყვავილა24 აპრილიბათუმის ბოტანიკური ბაღივულკანინონა გაფრინდაშვილიალბერტ აინშტაინისილიციუმიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გერგეტის სამების ეკლესიადავითგარეჯახინკალიანა კალანდაძეჰექტარიდედოფალაფემინიზმიგაერთიანებული სამეფო15 აპრილიეგვიპტესიყვარულიწყალდიდობაწმინდა გიორგიფეხბურთიგიორგი ლეონიძეტუტე ლითონებისაქართველოს დაცული ტერიტორიებირკინის გუმბათინაპოლეონ ბონაპარტიქეთევან დედოფალიისრაელის გეოგრაფიასოციალიზმიტიტანიკიშვეიცარიასაქართველო IV საუკუნეშიბახტრიონი (პოემა)გოგირდიახალციხეალექსანდრე მაკედონელილეიკოციტებიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგაზაფხულილუდვიგ ვან ბეთჰოვენიამიერკავკასიური ზაზუნაიულიუს კეისარიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამღრღნელებიუნგრეთიძველი თბილისიიოანე-ზოსიმეთეირანიმორალიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმარტივი რიცხვიქაქუცა ჩოლოყაშვილიდედაენათხის რქა (ასტროლოგია)შეცდომა (ქართული ტელესერიალი)ტაილანდიარასამთავრობო ორგანიზაციაბალისტიკური რაკეტაენერგიარომის იმპერიაკაპიტალიზმიმიგრაციადუნაისლოვაკეთი🡆 More