საარემაა

საარემაა (ესტ.

Saaremaa, დან. Øsel, გერმ. Ösel, შვედ. Ösel, ლატვ. Sāmsala, პოლ. Sarema) — ესტონეთის უდიდესი კუნძული, ფართობით 2673 კმ²-ია და მოონზუნდის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილის დასავლეთით, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და კონტინენტისგან სრუტე სუურ ვიანით, ანუ დიდი სრუტითაა გამოყოფილი. კუნძულის დედაქალაქია ქ. კურესაარე (მოსახლეობა 16 100). მანძილი მას და ტალინს შორის 216 კმ–ია.

საარემაა
მშობ. სახელი: ესტ. Saaremaa
საარემაა
XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლე
გეოგრაფია
საარემაა
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 58°25′00″ ჩ. გ. 22°30′00″ ა. გ. / 58.41667° ჩ. გ. 22.50000° ა. გ. / 58.41667; 22.50000
არქიპელაგი მოონზუნდის არქიპელაგი
ფართობი 2673 კმ²
უმაღლესი წერტილი 54 მ
მაზრა საარემაა (მაზრა)
დემოგრაფია
მოსახლეობა 34 978 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 13,086 კაცი /კმ²
საარემაა
კუნძულ საარემაას რუკა

კურესაარე ცნობილია მისი კარგად შემონახული ციხესიმაგრით, რომელიც შედგება XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლისგან (დღეს მასში საარემაას მუზეუმია განლაგებული) და მისი გარემომცველი XVI-XIX ბასტიონთა წყებისგან, რომელთა წინ თხრილებია გათხრილი. ქალაქის ცენტრში კიდევ რამდენიმე საინტერესო შენობა მდებარეობს, რომელთა შორის აღსანიშნავია ადრეული ბაროკოს სტილის რატუშა და საზომთა სახლი (ორივე XVII საუკუნის).

საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძული მუჰუ, რომელიც საარემაას ადმინისტრაციულ რაიონში შედის. საარემაას და მუჰუს კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესია (კაარმა, კარია, მუჰუ, ვალიალა) და ყოფილ არისტოკრატთა სასახლეები (ქოილიალა, ლოონე, პიადასტე, ტოილუსტე). აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობანი — მიჰქლის ფერმა-მუზეუმი, მეთევზეთა სოფელი ქოგუვა და ანგლას ქარის წისქვილები.

საარემაზე მდებარეობს ესტონეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა — ტბა კაალი, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ასტეროიდის დარტყმით წარმოქმნილ იდეალურად წრიულ კრატერში მდებარეობს. კუნძულზე მდებარეობს ვიიდუმიაეს და ვილსანდის ნაკრძალები — პირველი მცენარეთა იშვიათი სახეობების, ხოლო მეორე გადამფრენი და მობუდარი ფრინველების დასაცავად. აღსანიშნავია აგრეთვე კირქვის დიდი ფლატეები, რაც რამდენიმე ადგილას გარს ეკვრის სანაპირო ზოლს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

საარემაა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ბალტიის ზღვაგერმანული ენადანიური ენაესტონეთიესტონური ენაკონტინენტიკუნძულიკურესაარელატვიური ენამოონზუნდის არქიპელაგიპოლონური ენატალინიშვედური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სათბურის ეფექტიარაგვიისააკ ნიუტონიპროტესტანტიზმიბულეიკოციტებისტამბოლიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიტუბერკულოზიელისაბედ IIტაო-კლარჯეთინაკიანი წელიწადიპუნიკური ომებიჯემალ ქარჩხაძეთირკმელიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდავით გურამიშვილიფიოდორ დოსტოევსკილუდვიგ ვან ბეთჰოვენიაბსცისაზომიერი სარტყლებიაბრაამ ლინკოლნისუვერენიტეტიდაუნის სინდრომიბორჯღალანათლია (ფილმი)ჩუტყვავილაჰოლოკოსტიძველი ეგვიპტედავით სარაჯიშვილიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითხევისბერი გოჩანარკომანიაანემიაკოლიბრებიბალდუინ IV იერუსალიმელიოგანესონიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიააჭარის ისტორიაჰაერიდემეტრე Iწითელი წიგნიპრომეთეგერგეტის სამების ეკლესიავალიკო ჯუღელიქართული ვაზის ჯიშებისიზმარისიყვარულიმადაგასკარიმთვარის დაბნელებათბილისის ზღვასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგიორგი სააკაძემედეა (მითოლოგია)მალტაგიორგი III (საქართველოს მეფე)დიდება (ჰიმნი)ვაჟა-ფშაველადავით კლდიაშვილიდავით კაჭარავაქრისტიანობაემპათიაალ პაჩინომაგნიუმიშავი ზღვაკანონიერი ქურდიასტრიდ ლინდგრენიქართული მითოლოგიამუნიმიხეილ ჯავახიშვილიშენგენის ზონასაქართველოს ბრძოლების სიაალკოჰოლიზმიბელგიაენგურიმილიმეტრი🡆 More