ნატაშა ლიონი

ნატაშა ლიონი (ინგლ.

Natasha Lyonne; დ. 4 აპრილი, 1979, ნიუ იორკი, აშშ) – ებრაული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებული პოპულარობა „ამერიკულ ნამცხვარში“ შესრულებულმა ჯესიკას და Netflix-ის სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურში“ შესრულებულმა ნიკი ნიკოლსის როლებმა მოუტანა. იგი ემის ჯილდოს ორგზის მფლობელია (2014 და 2019 წლებში).

ნატაშა ლიონი
ნატაშა ლიონი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1979
ნიუ იორკი, აშშ
ეროვნება ებრაელი ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ებრაელი
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1986-დღემდე
მეუღლე(ები) ფრედ არმისენი

ბავშვობა

ნატაშა ლიონი დაიბადა 1976 წლის 4 აპრილს ნიუ იორკში. არის ებრაელი ორთოდოქსების, ივეტ ბუშინგერისა და აარონ ბრაუნშტაინის ქალიშვილი, რომელთა მშობლებიც უნგრელი ებრაელები იყვნენ და ჰოლოკოსტს ამერიკაში გაექცნენ. ბაბუამისი ბუდაპეშტიდან ლოს ანჯელესში გადავიდა, სადაც თავისი კომპანია დააარსა. დედამისი პარიზში, საფრანგეთში დაიბადა, ასევე უნგრელი ებრაელების ოჯახში.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ ნატაშამ სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში გააგრძელა ფილმებისა და ფილოსოფიის განხრით.

კარიერა

ნატაშა ლიონი 
ნატაშა 2014 წელს

ნატაშა ლიონი ტელე-ეკრანებზე პირველად 1986 წელს, ფილმ „დამწვარ გულში“ შესრულებული რეიჩელის ძმიშვილის როლში გამოჩნდა, რითაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „თანამედროვე ვამპირები“ (1998), „ამერიკული ნამცხვარი“ (1999), „ამერიკული ნამცხვარი 2“ (2001), „ამერიკული ქორწილი“ (2003), „ახალი გოგონა“ (2011-2018), „საშინელებათა ისტორია“ (2001), „ანტიდაბადება“ (2016), „ოჯახი“ (2018), „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ (2013-2019), „გოგონები“ (2015), „რუსული თოჯინა“ (2019-დღემდე) და სხვა მრავალი.

მისთვის განსაკუთრებული პოპულარობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ შესრულებული ნიკი ნიკოლსის როლი. ეს სერიალი ქალთა ციხეში მიმდინარე ამბებსა და ქალი პატიმრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი სწორედ მისი პერსონაჟი ნიკია. აგრეთვე დიდი წარმატება მოუტანა „ამერიკულ ნამცხვარში“ შესრულებულმა ჯესიკასა და სერიალ „გოგონებში" შესრულებულმა რიკის როლმა.

ნიკი ნიკოლსისა და ჯესიკას როლებისათვის მან 2014 წელს პირველად მიიღო ემის ჯილდო, რასაც 2019 წელს, „რუსულ თოჯინაში“ შესრულებული ნადია ვულვოკოვას როლისათვის, მეორე ემის ჯილდო მოჰყვა.

პირადი ცხოვრება

როდესაც იგი 18 წლის გახდა, მსახიობობით ნაშოვნი ფულით ნიუ-იორკში პატარა ბინა შეიძინა გრამერსის პარკთან. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან უმაღლესი განათლების მიღება უნივერსიტეტში.

2014 წელს იგი მსახიობ ფრედ არმისენზე დაქორწინდა, რომელიც მასზე ცამეტი წლითაა უფროსი, თუმცა ბედნიერი ქორწინება აქვთ და იგი ბავშვების გაჩენას არ აპირებს.

2000-იანი წლებიდან მას ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. იგი არაერთხელ დააკავეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისა და მეზობლებთან კონფლიქტების გამო. 2005 წლიდან დაიწყო მისი დამოკიდებულება ჰეროინზეც.

2012 წელს მას გულის ვალვულარული ინფექცია დაუდგინდა, რის გამოც ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ ექიმების განცხადებით ეს ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნატაშა ლიონი ბავშვობანატაშა ლიონი კარიერანატაშა ლიონი პირადი ცხოვრებანატაშა ლიონი რესურსები ინტერნეტშინატაშა ლიონი სქოლიონატაშა ლიონი19794 აპრილიNetflixამერიკელიამერიკული ნამცხვარი (ფილმების სერია)აშშებრაელებიემის ჯილდოინგლისური ენანიუ-იორკი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კრწანისის ბრძოლაეგრისის სამეფოდემეტრე II თავდადებულისაქართველოს ქალაქებითბილისის ზღვასტიგმაქართლის გაქრისტიანებაფსორიაზისაქართველოს ტერიტორიული მოწყობავინსენტ ვან გოგიბუნებრივი გადარჩევარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ძველი ეგვიპტეუფლისციხექეთო და კოტე (ოპერა)კომუნიზმიისლანდიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიიგიწმინდა ნინომსოფლიოს შვიდი საოცრებაშვედეთისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებივიკისაწყობისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სვანეთიკილომეტრინოე ჟორდანიაქანი (გეოლოგია)ლუკა მოდრიჩიჰარი პოტერიალექსანდრე ყაზბეგიანტანტადავით გურამიშვილიგოგირდითბილისის კლასიკური გიმნაზიაკუბური მეტრილიმფოციტებიენერგიაკეთილშობილი ირემიეროზიაენცეფალოპათიალითიუმინილოსიპუნიკური ომებინატრიუმიქართული მითოლოგიათბოგამტარობაანგარიშთა გეგმასოციალიზმიპეპ გვარდიოლაჭიანჭველასებრნიგაზაფხულიასტიგმატიზმიბიძინა ივანიშვილისაქართველოს სოფლებითეთნულდიეგზისტენციალიზმიკუნილინგუსიანანურის ციხეჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგიორგი VII (საქართველოს მეფე)აბას I (ირანი)კლიმატის ცვლილებაინდოეთიანა კალანდაძესაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაათონის ივერთა მონასტერიშველისასანიანთა იმპერიაჩინეთის დიდი კედელიპაბლო პიკასოშარკა ბლუაკა მორჩილაძეშხარანუსხურიენდომეტრიოზი🡆 More