შინაური ცხენი

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი.

ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.

შინაური ცხენი
ცხენები
შინაური ცხენი
ცხენები სპორტულ შეჯიბრებისას
შინაური ცხენი

ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.

ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს, იმ დროს როდესაც მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია. ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები, როგორიცაა ქერი ან შვრია. ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს, ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს. ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათ შემთხვევაში — ორს. ახალდაბადებულ კვიცს, დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი. შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია. ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული. მაგალითად არიან: საჯდომი, მარბოლარი, მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები. ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი. მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი, რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს. საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი, რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა. ამ ჯიშს იყენებენ არმიაში. მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება. ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში, ე. ი. ბუდიონური ცხენი. ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები. თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში. ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება. ტანით შედარებით პატარაა (სიმაღლე 134სმ-ს არ აღემატება). მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა. ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 129სმ-ს აღწევს). ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ.

ლიტერატურა

Tags:

გარეული ცხენიფეხიჩლიქიცხოველიძვალიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ენერგიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი სააკაძევალენსია (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთიბერძნები საქართველოშიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაჩინეთიაზოგარემოს დაცვაA-GPSბარსელონადედამიწის სტრუქტურასაბერძნეთის გეოგრაფიამარსიძაღლისიყვარულიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიალბანეთიმუსიკამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022სამცხე-ჯავახეთის მხარეშველიხემარწყვაკათოლიციზმინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი გოჩოლეიშვილიანგარიშთა გეგმანიკა კვეკვესკირიქართული დამწერლობამონღოლთა ბატონობა საქართველოშიედუარდ შევარდნაძესაქართველოს ოქროს ხანაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ჰერაკლენონა გაფრინდაშვილისაქართველოს დემოგრაფიააფხაზებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებივიკიპედიამგელიალმასისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილარისაქართველო V საუკუნეშინიუ-იორკიოთარ გაბელიაირემიმასტურბაციარომაული ხელოვნებამერკურიექვთიმე თაყაიშვილიკარლეს პუჩდემონიდემეტრე II თავდადებულიკონგობიზანტიის იმპერიამინერალებიუქმე დღეები საქართველოშირესპუბლიკასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიეროზიამურმან ღვალაძეკამერუნიბასიანის ბრძოლათინათინიდავით VII ულუვარდიქეთევან დედოფალიმედეა (მითოლოგია)დუბაისაქართველოს პირველი არხიფუტკრებიკვადრატული კილომეტრიმთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციახევისბერი გოჩა🡆 More