უგანდა

უგანდა (ოფიციალურად უგანდის რესპუბლიკა, ინგლ.

აღმოსავლეთით ესაზღვრება კენია, ჩრდილოეთით სამხრეთი სუდანი, დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით რუანდა და სამხრეთით ტანზანია. ქვეყნის სამხრეთ საზღვარში მოქცეულია ტბა ვიქტორიას მნიშვნელოვანი ნაწილი.

უგანდის რესპუბლიკა
სუაჰ. Jamhuri ya Uganda
ინგლ. Republic of Uganda

უგანდა
უგანდა უგანდის
ჰიმნი: Oh Uganda, Land of Beauty
უგანდა
უგანდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კამპალა
0°19′ ჩ. გ. 32°35′ ა. გ. / 0.317° ჩ. გ. 32.583° ა. გ. / 0.317; 32.583
ოფიციალური ენა სუაჰილი, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იოვერი მუსევენი
 -  პრ.-მინისტრი რუჰაკანა რუგუნდა
ფართობი
 -  სულ 236 040 კმ2 (81-ე)
 -  წყალი (%) 15,39
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 32 369 558 (37-ე)
 -  2014 აღწერა 34 856 813 
 -  სიმჭიდროვე 147,67 კაცი/კმ2 (80-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $52,93 მილიარდი (83-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $900 (186-ე)
აგი (2007) 0.505 (საშუალო) (154-ე)
ვალუტა უგანდის შილინგი (UGX)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი UGA
Internet TLD .ug
სატელეფონო კოდი 256

ქვეყნის სახელი მომდინარეობს ბუგანდას სამეფოდან, რომელიც მდებარეობდა მისი დღევანდელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში და მოიცავდა დედაქალაქ კამპალასაც. მოსახლეობის 76 % ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

ისტორია

უგანდის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები 1700–2300 წლის წინ შემგროვებლობითა და ნადირობით იყვნენ დაკავებულნი. შემდგომში ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე დასახლდნენ ბანტუს ენაზე მოლაპარაკე აფრიკელები, რომლებიც სავარაუდოდ ცენტრალური და დასავლეთ აფრიკიდან უნდა ყოფილიყვნენ. ამ ხალხმა კარგად იცოდა რკინის მოპოვება და მისი შემდგომი დამუშავება-გამოყენება. გარდა ამისა, მათ ადგილობრივებს ჩამოუყალიბეს ახალი პოლიტიკური და სოციალური იდეები. უკვე კიტარას იმპერია XIV-XV საუკუნეებში წარმოადგენს ადრეული ორგანიზაციის ფორმას. კიტარას იმპერიას შემდგომში მოჰყვება ბუონო კიტარას, ხოლო უკანასკნელ საუკუნეებში ბუგანდასა და ანკოლეს იმპერიები.

უგანდა 
უგანდის რუკა

ნილოტელი ხალხი, როგორებიც არიან ლუო და ატეკერი, ამ ტერიტორიებზე მოვიდნენ ჩრდილოეთიდან, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 120 წელს. ისინი მისდევდნენ მესაქონელობას და ძირითადად დასახლდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ზოგიერთმა ლუოს ტომიდან დაიპყრო ბუნიოროს ტერიტორია და ასიმილაცია განიცადა ადგილობრივებთან, ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, მათ წარმოშვეს ბაბიიტოს დინასტია. ლუოს ხალხის მიგრაცია გაგრძელდა XVI საუკუნემდე. ატეკერებმა კი დაიკავეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები და შეერწყნენ ლუოს ხალხს ტბა კიოგის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე.

1830 წელს არაბი ვაჭრები მოადგნენ აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებს. 1860 წელს კი მათ მოჰყვნენ ბრიტანელი მოგზაურნი და მკვლევარნი, რომლებსაც სურდათ მოეძებნათ ნილოსის სათავე. 1877 წელს უგანდაში ჩამოდიან პროტესტანტი მისიონერები, ხოლო 1879 წელს კათოლიკე მისიონერები. 1894 წლიდან ქვეყანა იმართება გაერთიანებული სამეფოს მიერ, როგორც მისი პროტექტორატი. 1914 წელს, სხვადასხვა ტერიტორიების მიერთების შემდგომ ქვეყანას უგანდა ეწოდა. 1900-1920 წლებში გავრცელდა საშინელი ეპიდემია — აფრიკული ტრიფანოსომოზი, რომელმაც 250 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.

1963 წელს მოხდა კონსტიტუციის ცვლილება რათა ხელშეწყობილი ყოფილიყო ალიანსი უგანდის სახალხო კონგრესსა და კაბაკა იეკას პარტიას შორის. ამის შემდგომ იქმნება პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტები. პრეზიდენტი გახდა ედუარდ მუტესა II, ბუგანდის მეფე ანუ კაბაკა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა კიაბაზინგი.

1966 წელს მილტონ ობოტემ ჩამოაგდო პრეზიდენტი. პარლმანეტმა შეცვალა კონსტიტუცია და მილტონ ობოტე გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ამის შემდგომ იწყება გადატრიალებების ერა და გრძელდება ვიდრე 1980-იანი წლების შუა ხანებამდე. ობოტე ორჯერ იქნა გადაყენებული, ორივეჯერ სამხედრო გადატრიალების გზით, თუმცა ობოტეს რეჟიმს ზურგს უმაგრებდა და იარაღით ამარაგებდა საბჭოთა კავშირი. უგანდის მეზობელი ტანზანია ამ დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოკავშირეა, საბჭოთა კავშირი კი ყველანაირად ცდილობდა უგანდაში არ გავრცელებულიყო ჩინეთის გავლენა. 1971 წელს ხელისუფლება გადადის იდი ამინის (1925-2003) ხელში. მისი სამხედრო რეჟიმი რვა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, მას იარაღით ამარაგებდა მისი მოკავშირე, ლიბიელი დიქტატორი მუამარ კადაფი, თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობა გაფუჭდა, რაშიც საბჭოთა კავშირის ხელი ერია. ამინის რეჟიმმა დაახლოებით 300 000 უგანდელის სიცოცხლე შეიწირა. მისი მმართველობის დროს ქვეყნიდან განიდევნა ინდოელი უმცირესობა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა განადგურდა. ამინის მმართველობა დასრულდა 1973 წელს, უგანდა-ტანზანიის ომის შემდგომ, რომელშიც უგანდა დამარცხდა. ტანზანიის შეიარაღებულ ძალებს ამ ომში ემხარებოდნენ უგანდიდან დევნილებიც. ომის შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ ობოტე ბრუნდება, რომელიც 1985 წელს კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ტახტიდან გენერალმა ტიტო ოკელომ და ხელისუფლების სათავეშიც იგი მოვიდა, თუმცა მცირე ხნით, სულ რაღაც 6 თვეში თავად იგიც იქნა გადაყენებული ნაციონალური წინააღმდეგობის არმიის მიერ ე. წ. „ბუშის ომის“ დროს. ამ ძალების სათავეში იდგა უგანდის ამჟამინდელი პრეზიდენტი იოვერი მუსევენი და სხვადასხვა აჯანყებული დაჯგუფები, მათ შორის ენდრიუ კაიირას ფედერალურ-დემოკრატიული მოძრაობა.

პრეზიდენტი მუსევენი ხელისუფლების სათავეშია 1986 წლიდან. 1990-იანი წლების შუა ხანებში მას დასავლეთში მოიხსენიებდნენ ერთ-ერთს აფრიკელი ლიდერების ახალი თაობიდან. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ის ჩაერია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და დიდი ტბების რაიონში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტში, მათ შორის სამოქალაქო ომშიც, რომელიც წარმოებდა ლორდის წინააღმდეგობრივი არმიის წინააღმდეგ. ამ არმიას ბრალი ედებოდა უამრავ კრიმინალურ საქმიანობაში, მათ შორის ბავშვთა მონობასა და მასობრივ მკვლელობებში.

კონფლიქტმა ჩრდ. უგანდაში შეიწირა ათასობით ადამიანი და დევნილად აქცია მილიონი. 2007 წელს უგანდამ გამოყო ჯარისკაცები აფრიკის გაერთიანების მიერ წარმოებული სამშვიდობო ოპერაციისათვის სომალიში. 2010 წლის 11 ივლისს უგანდის დედაქალაქში მოხდა სისხლიანი ტერაქტი, რის შედაგადაც 76 ადამიანი დაიღუპა. უგანდის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის არმია მზადაა პასუხი გასცეს სომალელი მეამბოხეების ქმედებას. კამპალაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო თავის თავზე.

გეოგრაფია

უგანდა 
უგანდის ფიზიკური რუკა
უგანდა 
უგანდის ხედი კოსმოსიდან
უგანდა 
კადამის მთა უგანდაში.

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში, 1100 მ-ზე ზღვის დონიდან ცალკეული მთის მწვერვალებით (დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან რუვენზორის მასივი, სიმაღლე 5109 მეტრი და აღმოსავლეთში კენიის საზღვართან ელგონის მთა, სიმაღლე 4321 მეტრი) და ჩრდილოეთით სუდანის პლატოზე. მიუხედავად ამისა ქვეყნის სამხრეთით მიწები ნაკლებად მშრალია. უგანდის ცენტრალურ ნაწილში არის ტბა კიოგა, რომელიც გარშემორტყმულია ჭაობიანი ტერიტორიებით. როგორც ვიცით, მსოფლიოში სიგრძით უდიდესი მდინარე ნილოსი, წარმოქმნილია თეთრი და ცისფერი ნილოსის შეერთებით, ისინი ერთდებიან ხართუმთან. სწორედ უგანდაში, ტბა ვიქტორიასთან იღებს სათავეს ნილოსი. ვიქტორიას ნილოსი მიდის ტბა კიოგამდე, აქედან კი ჩაედინება ალბერტის ტბაში. ალბერტის ნილოსი კი მიედინება სუდანისაკენ, სადაც ალბერტის ნილოსი, იგივე თეთრი ნილოსი უერთდება ცისფერ ნილოსს. ტბა კიოგა სამხრეთით წარმოადგენს გამყოფს ბანტუზე მოსაუბრეთ შორის, ხოლო ჩრდილოეთით ის წარმოადგენს გამყოფს ცენტრალურ სუდანურ ენასა და ნილოტურს შორის (უგანდური ლანგო). უგანდაში, განსაკუთრებით კი რაიონებში, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ცხოვრობს.

უგანდაში ჩვეულებრივ ეკვატორული კლიმატია. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურაა 20 °C, ყველაზე თბილის 25 °C. სამხრეთი უგანდა გამოირჩევა წვიმებით. ვიქტორიის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროებზე წვიმა იცის ძირითადად მარტიდან ივნისამდე და ნოემბერ-დეკემბერში. უფრო ჩრდილოეთით ამინდი თანდათანობით უფრო თბილია გულუში, რომელიც 120 კმ-ითაა დაშორებული სუდანის საზღვრიდან, ნოემბერ-თებერვალი უფრო მეტად მშრალი პერიოდია ვიდრე წლის სხვა პერიოდები.

ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონ კარამოჯაში ყველაზე მშრალი კლიმატია და განთქმულია გვალვებით, ხოლო რვენზორის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან, თითქმის მთელი წლის განმავლობაში წვიმს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე დიდძალ გავლენას ახდენს ვიქტორიის ტბა, რომელშიც ბევრი კუნძულია. ის იცავს ტემპერატურას ხშირი ცვალებადობისგან და ამასთან ტბის შემოგარენში ზრდის ღრუბლიანობას და წვიმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები ქვეყნის სამხრეთშია, ვიქტორიის ტბის ახლოს, მათ შორის დედაქალაქი კამპალა და მასთან ახლოს მდებარე ქალაქი ენტებე. ვიქტორიის ტბის გარდა, უგანდაში გვხვდება ტბები: კიოგა, ალბერტი, ედუარდი და პატარა ტბა ჯორჯი.

მცენარეულობებიდან სჭარბობს ხშირბალახიანი სავანები, შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეების პატარა მასივები.

ქვეყანა მდიდარია ცხოველთა სამყაროთი — ბინადრობენ სპილოები, ბეჰემოთები, აფრიკული კამეჩები, ანტილოპები, ჟირაფები, ლომები, ჯიქები, მაიმუნები. ბევრია ფრინველი და ქვეწარმავალი (ნიანგები, გველები), ასევე მწერები (ბუზი ცეცე, მალარიის კოღო და სხვა). მდინარეებში და ტბებში ბევრია თევზი.

ადრე უგანდაში ბინადრობდა საკმაოდ ბევრი მარტორქა, მაგრამ 20-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად ისინი მთლიანად განადგურდნენ. ბოლო მარტორქა ველურ ბუნებაში შენიშნული იქნა 1983 წელს. 2001 წელს ქალაქ ენტებეს ზოოპარკში კენიიდან შემოიყვანეს 2 მარტორქა. მარტორქების გასამრავლებლად სპეციალურად შეიქმნა ნაკასონგოლის თავშესაფარი, რომელსაც აჩუქეს 4 მარტორქა. 2009 წელს ერთ-ერთმა დედალმა მარტორქამ იმშობიარა და შვილი გახდა პირველი მარტორქა, რომელიც დაიბადა უგანდაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

1980-იანი წლების შუაში განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სისტემას ჩაუტარდა რეორგანიზაცია, შეიქმნა ახალი ეროვნული პარკები და განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების მართვა გადაეცა ტურიზმის სამინისტროს. ეს ტერიტორიები თავის მხრივ წარმოადგენენ მთავარ რესურსს ქვეყნის ეკონომიკაში.

დღეისათვის უგანდაში არსებობს რამდენიმე ეროვნული პარკი:

მთავრობა

უგანდა 
იოვერი მუსევენიუგანდის პრეზიდენტი

უგანდის პრეზიდენტი (ამჟამად იოვერი კაგუტა მუსევენი), არის როგორც ქვეყნის, ისე მთავრობის მეთაური. პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს (ამჟამად რუჰაკანა რუგუნდა) და ვიცე-პრეზიდენტს, რომლებიც მას ეხმარებიან მართვაში. პარლამენტი ფორმირდება ნაციონალური ასამბლეის მიერ, ასამბლეაში 332 კაცია. 104 დეპუტატი ირჩევა დაინტერესებული ჯგუფების მიერ, ქალების და არმიის ჩათვლით. დანარჩენი წევრები ირჩევა ხუთწლიანი ვადით საყოველთაო არჩევნების გზით.

1986 წლიდან პოლიტიკური პარტიები შეიზღუდნენ თავიანთ საქმიანობაში, მიზეზი იყო სექტანტების მხრიდან ძალადობის თავიდან აცილება. მუსევანის მიერ შექმნილ ამ „უპარტიო“ სისტემაში, პოლიტიკური პარტიები კვლავ აგრძელებდნენ არსებობას, თუმცა მათ მუშაობა მხოლოდ სათავო ოფისებში შეეძლოთ. ეს აკრძალვა გაუქმდა 2005 წელს, კონსტიტუციონალური რეფერენდუმის დროს და დაწესდა მრავალპარტიული სისტემა. ამასთან პრეზიდენტს მეორე ვადით უფლება მიეცა, იმ არგუმენტით რომ მას უნდა გაეგრძელებინა დაწყებული პოლიტიკა.

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 2006 წლის თებერვალში. იოვერი მუსევენის ძირითად მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა დოქტორი კიზა ბესიჯი.

შეიარაღებული ძალები

უგანდის შეიარაღებული ძალები — ქვეყნის თავდაცვის სახალხო ძალებია. მათი საერთო რაოდენობაა — 40-45 ათასი ადამიანი, სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ჩათვლით. საყოველთაო სამხედრო ვალდებულება არ არსებობს და შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია კონტრაქტული სისტემით.

2014 წლის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენს 342 მილიონ დოლარს.

ადმინისტრაციული დაყოფა

უგანდა 
უგანდის რეგიონები

2010 წლიდან უგანდა დაყოფილია 111 ოლქად, ერთ ქალაქად (დედაქალაქი კამპალა) და 4 ადმინისტრაციულ რეგიონად: ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებად. ოლქები დაყოფილია სოფლებად და ქალაქებად. ხშირად ოლქების სახელი გამომდინარეობს მათი მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრებისა და ქალაქებისაგან. ქვეყნის მმართველი ადმინისტრაციის პარალელურად შემორჩენილია 6 ტრადიციული ბანტუს სამეფო, თავიანთი კულტურული ავტონომიებით. ეს სამეფოებია: ტორო, ანკოლე, ბუსოგა, ბუნიორო, ბუგანდა და რვენზურურუ. ანკოლე არის არაოფიციალური დობილი ვენდურეს სამეფოსი, რომელიც მდებარეობს ვიქტორიაში, ავსტრალიაში.

რეგიონები

რეგიონი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
(2014) ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ცენტრალური კამპალა 61 403,2 9 579 119 156,00
აღმოსავლეთის ჯინჯა 39 478,8 9 094 960 230,38
ჩრდილოეთის გულუ 85 391,7 7 230 661 84,68
დასავლეთის მბარარა 55 276,6 8 939 355 161,72
კონფლიქტების ზონა 12 718
სულ 241 550,7 34 856 813 144,30

ოლქები

ცენტრალური რეგიონი
(წითელი)
№ რუკაზე ოლქი მოსახლეობა (2014 წელი)
82 ბუიკვე 436 406
84 ბუკომანსიმბი 151 075
86 ბუტამბალა 100 471
87 ბუვუმა 89 960
89 გომბა 160 075
27 კალანგალა 53 406
90 კალუნგუ 184 131
29 კამპალა 1 516 210
36 კაიუნგა 370 210
38 კიბოგა 148 606
95 კიანკვანზი 214 057
48 ლუვერო 458 158
99 ლვენგო 275 450
100 ლიანტონდე 94 573
51 მასაკა 296 649
56 მიტიანა 331 266
59 მპიგი 251 512
60 მუბენდე 688 819
61 მუკონო 599 817
63 ნაკასეკე 197 703
64 ნაკასონგოლა 181 863
70 რაკაი 518 008
72 სემბაბულე 252 994
76 ვაკისო 2 007 700
აღმოსავლეთის რეგიონი
(მწვანე)
№ რუკაზე ოლქი მოსახლეობა (2014 წელი)
4 ამურია 270 601
7 ბუდაკა 208 439
49 ბუდუდა 211 683
8 ბუგირი 390 076
83 ბუკედეა 188 918
9 ბუკვო 89 253
85 ბულამბული 177 322
13 ბუსია 325 527
15 ბუტალეჯა 245 873
88 ბუიენდე 320 468
20 იგანგა 506 388
21 ჯინჯა 468 256
25 კაბერამაიდო 213 374
28 კალირო 236 927
30 კამული 490 255
33 კაპჩორვა 104 580
35 კატაკვი 165 553
91 კიბუკუ 202 630
45 კუმი 258 073
94 კვეენი 95 623
98 ლუუკა 241 453
101 მანაფვა 352 864
53 მაიუგე 479 172
54 მბალე 492 804
103 ნამაიინგო 223 229
14 ნამუტუმბა 253 260
105 ნგორა 142 487
69 პალისა 386 074
110 სერერე 283 630
73 სირონკო 246 636
74 სოროტი 297 154
75 ტორორო 526 378
ჩრდილოეთის რეგიონი
(ყვითელი)
№ რუკაზე ოლქი მოსახლეობა (2014 წელი)
1 აბიმი 109 039
2 ადჯუმანი 232 813
78 აგაგო 227 486
79 ალებტონგი 225 327
3 ამოლატარი 146 904
80 ამუდატი 111 758
39 ამურუ 190 516
5 აპაკი 368 786
6 არუა 785 189
16 დოკოლო 182 579
17 გულუ 443 733
22 კააბონგი 169 274
42 კიტგუმი 204 012
43 კობოკო 208 163
93 კოლე 241 878
44 კოტიდო 178 909
97 ლამვო 134 050
47 ლირა 410 516
50 მარაჩა 186 176
57 მოროტო 104 539
58 მოიო 137 489
62 ნაკაპირიპირიტი 169 691
104 ნაპაკი 145 219
65 ნები 385 220
107 ნვოია 128 094
108 ოტუკე 105 617
67 ოიამი 388 011
68 პადერი 183 723
77 იუმბე 485 582
112 ზომბო 240 368
დასავლეთის რეგიონი
(ლურჯი)
№ რუკაზე ოლქი მოსახლეობა (2014 წელი)
81 ბუჰვეჯუ 124 044
10 ბულიისა 113 569
11 ბუნდიბუგიო 224 145
12 ბუშენიი 235 621
18 ჰოიმა 573 903
19 იბანდა 248 083
26 ისინგირო 492 116
23 კაბალე 534 160
24 კაბაროლე 474 216
31 კამვენგე 421 470
32 კანუნგუ 252 075
34 კასესე 702 029
37 კიბაალე 788 714
40 კირუჰურა 328 544
92 კირიანდონგო 268 188
41 კისორო 287 179
96 კიეგეგვა 277 379
46 კიენჯოჯო 423 991
52 მასინდი 292 951
55 მბარარა 474 144
102 მიტოომა 185 519
106 ნტოროკო 66 422
66 ნტუნგამო 489 323
109 რუბირიზი 129 283
71 რუკუნგირი 320 567
111 შეემა 211 720

ქალაქები

უგანდა 
უგანდის რუკა

უგანდის მნიშვნელოვანი ქალაქებია:

ქალაქი მოსახლეობა,
(2014) ად.
1 კამპალა 1 516 210
2 კირა 313 761
3 მბარარა 195 013
4 მუკონო 161 996
5 გულუ 152 276
6 ნანსანა 144 441
7 მასაკა 103 829
8 კასესე 101 679
9 ჰოიმა 100 625
10 ლირა 99 059
11 მბალე 96 189
12 მასინდი 94 622
13 ნჯერუ 81 052
14 ჯინჯა 72 931
15 ენტებე 69 958

დემოგრაფია

უგანდა 
უგანდელი ქალი
  • მოსახლეობის რაოდენობა — 34 856 813 ადამიანი (2014 წლის აღწერა);
  • ქალაქის მოსახლეობა — 6 426 013 ადამიანი — 18,44 % (2014 წელი);
  • წლიური ზრდა — 3,6 % (2-ე ადგილი მსოფლიოში) (2002 წელი);
  • შობადობა — 48 ბავშვი 1000-დან (ფერტილობა — 6,73 დაბადებული ერთ ქალზე (2-ე ადგილი მსოფლიოში)) (2002 წელი);
  • სიკვდილიანობა — 12 ადამიანი 1000-დან (2002 წელი);
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 64 ბავშვი 1000-დან (2002 წელი);
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 52 წელი მამაკაცებში, 54 წელი ქალებში (2010 წელი);
  • საშუალი ასაკი — 14,8 წელი (ყველაზე ახალგაზრდული ქვეყანა)
    • 0-14 წელი: 48,7 %
    • 15-24 წელი: 21,2 %
    • 25-54 წელი: 25,7 %
    • 55-64 წელი: 2,4 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,1 % (2014 წლის შეფასება);
  • განათლება — მთლიანი მოსახლეობის 73,2 % (მამაკაცების — 82,6 % და ქალების 64,6 %)(2010 წლის შეფასება).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 6,4 % (2010 წლის შეფასება);

ეთნიკური ჯგუფები

უგანდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სამშობლოა, თუმცა არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს უმრავლესობა, რათა შეადგინოს ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი.

ეთნიკური შემადგენლობა:

  • ბანტუს ხალხი — სულ დაახლოებით 70 %:
    • განდა — 4 126 093 ად. — 16,9 %;
    • ნკოლე — 2 329 972 ად. — 9,5 %;
    • სოგა — 2 062 761 ად. — 8,4 %;
    • ჩიგა — 1 679 451 ად. — 6,9 %;
    • გისუ — 1 117 243 ად. — 4,5 %;
    • ნიორო — 667 012 ად. — 2,7 %;
    • კონჯო — 608 690 ად. — 2,4 %;
    • ტორო — 606 897 ად. — 2,4 %;
    • ბაფუმბირა (კინიარუანდასთან ახლო მდგომი) — 488 890 ად. — 1,9 %;
    • გვერე — 408 738 ად. — 1,7 %;
    • ნიული — 340 469 ად. — 1,7 %;
    • კინიარუანდა — 314 598 ად. — 1,3 %;

და სხვები.

  • ნილოტები: (ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში) — სულ დაახლოებით 30 %:
    • ტესო — 1 566 921 ად. — 6,3 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • ლანგო — 1 483 817 ად. — 6,0 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • აჩოლი — 1 141 097 ად. — 4,7 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • ლუგბარა — 1 022 059 ად. — 4,1 % (ცენტრალურსუდანური ჯგუფი);
    • ალური — 530 110 ად. — 2,1 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • ადოლა — 359 659 ად. — 1,4 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • ნანდი — 332 000 ად. — 1,3 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);
    • მადი — 296 230 ად. — 1,1 % (ცენტრალურსუდანური ჯგუფი);
    • კარამოჯონგი — 258 307 ად. — 1,0 % (აღმოსავლეთსუდანური ჯგუფი);

და სხვები.

2002 წლის აღწერით ქვეყანაში სულ ცხოვრობდა 24 930 000 ადამიანი (წყარო: 2002 წლის უგანდის მოსახლეობის აღწერა).

World refugee survey 2008-ის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ლტოლვილთა და ემიგრანტთა კომიტეტის მიერ, უგანდა 235 800 ლტოლვილისა და დევნილის თავშესაფარია. მათი უმრავლესობა სუდანელია (162 100 კაცი), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან — 41 800 კაცი, რუანდიდან — 21 200 კაცი, სომალიდან — 5700 კაცი, ხოლო ბურუნდიდან — 3100 კაცი.

2015 წლისთვის უგანდის მოსახლეობა დაახლოებით 35 მილიონ ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის საშუალო ასაკი 15 წელია.

ენა

უგანდა 
უგანდის ენები

უგანდაში ყოველდღიურად თითქმის 40 ენაზე საუბრობენ. დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ უგანდის ოფიციალურ ენად გამოცხადდა ინგლისური.

ყველაზე ხშირად გამოიყენება ადგილობრივი ენა ლუგანდა, რომელზეც ყველაზე ხშირად ბუგანდის რეგიონში საუბრობენ, განსაკუთრებით კი კამპალასა და მის შემოგარენში. ლუგანდას შემდგომ ყველაზე ხშირად იხმარება ლუსოგასა და რუნიანკორეს ადგილობრივი ენები. ეს ენები მეტნაკლებად დომინანტურია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

სუაჰილი არის აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში ფართოდ გამოყენებული ენა, რის გამოც უგანდის მეორე ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული (2005 წელი), თუმცა სუაჰილის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად გამოცხადებას პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვამენ. ამასთან ეს ენა არ არის პოპულარული ბანტუზე მოლაპარაკეთა შორის, რომლებიც მჭიდროდ არიან დასახლებული ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში, თუმცა სუაჰილი მნიშვნელოვანი ენაა ქვეყნის ჩრდილოეთით. ეს ენა ასევე ფართოდ გამოიყენება პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებშიც, რაც შეიძლება მივიჩნიოთ შედეგად იმისა, რომ მაშინ როდესაც უგანდა იყო კოლონია, შეიარაღებულ ძალებში უმეტესად ჩრდილოელები მსახურობდნენ. დროთა განმავლობაში სუაჰილი პოლიტიკურ იარაღად იქცა. მაგალითად იდი ამინმა, რომელიც ჩრდილოეთიდან იყო, სუაჰილი ნაციონალურ ენად გამოაცხადა.

რელიგია

რელიგია პროცენტული მაჩვენებელი
კათოლიკები 41,9 %
პროტესტანტები (ანგლიკანები — 35,9 %, ორმოცდაათიანელები — 4,6 %, მეშვიდე დღის ადვენტისტები — 1,5 %) 42 %
მუსლიმები 12,1 %
სხვა რელიგია 3,1 %
არც ერთი რელიგია 0,9 %

2002 წლის აღწერის შემდგომ გაირკვა, რომ მოსახლეობის 84 % ქრისტიანია, ხოლო 12 % – მუსლიმი. 1 % მისდევს ტრადიციულ რელიგიას, ხოლო 0,7 % სხვადასხვა სექტის წევრი და არაქრისტიანია. უგანდაში არიან იუდაისტებიც, ამ მცირერიცხოვან მორწმუნეებს სხვანაირად აბაიუდაი-თი მოიხსენებენ. უგანდის დედაქალაქ კამპალაში დგას მსოფლიოს შვიდი ბაჰაის სამლოცველო სახლიდან ერთ-ერთი.

მოსახლეობას შორის ეთნიკურად ყველაზე განსხვავებული ინდოელების ორი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობაა — მუსულმანური ისმაილიზმი და ინდუიზმი. ჩრდილოეთ და დასავლეთ ნილოსის რეგიონები კომპაქტურადაა დასახლებული ქრისტიანებით, ხოლო იგანგას რაიონი, აღმოსავლეთ უგანდა, დასახლებულია მუსლიმებით.

ეკონომიკა

უგანდის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე იყო ათწლეულების განმავლობაში, რაც გამოწვია არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ზოგადად ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა სიტუაციამ. უგანდა წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყანათა სიაში ირიცხებოდა. ახალი ათასწლეულიდან დაიწყო ეკონომიკური ცვლილებების ფაზა, განხორციელდა სხვადასხვა სახის რეფორმები. 2008 წლისათვის დაფიქსირდა 12 %-იანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად გლობალური უკანდახევისა და რეგიონული არასტაბილურობისა.

უგანდას გააჩნია მნიშვნელოვანი ნატურალური რესურსები. ქვეყანა მდიდარია ნაყოფიერი მიწებით, სპილენძისა და კობალტის საბადოებით. უგანდაში არსებობს გადაუმუშავებელი ნავთობისა და გაზის საბადოები. 1986 წლისათვის ეკონომიკის 56 %-ს შეადგენდა სოფლის მეურნეობა, ძირითადად ყავის ექსპორტით. დღეისათვის კი წამყვან სექტორს ეკონომიკაში სერვისის სექტორი წარმოადგენს. 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 52 % მასზე მოდიოდა. 1986 წლიდან, ქვეყნის ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყო იდი ამინის რეჟიმის დროს დანგრეული ეკონომიკის რეაბილიტაცია. ინფლაცია წლების განმავლობაში კლებულობდა. 1987 წელს ინფლაციის დონე შეადგენდა 240 %-ს, ხოლო 2003 წლისათვის 5,1 %-მდე დავიდა.

უგანდა 
კამპალის საქმიანი უბანი

1990-2001 წლებში უგანდის ეკონომიკის ზრდა გამოწვეული იყო გრძელვადიანი ინვესტიციებით, გაუმჯობესებული პირობებით იმპორტისათვის და შემცირებული ინფლაციით. ამას თან დაერთო უსაფრთხოების ნორმების ზრდა და ინდოელი ლტოლვილების დაბრუნება. თუმცა ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა უგანდის ჩართულობამ მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ომში.

2000 წელს უგანდა მოხვდა HIPC-ის სიაში. ქვეყანას ამ დროისათვის ჰქონდა $1,3 მიალიარდი ვალი, მათ შორის $ 145 მილიონი პარიზის კლუბის, თუმცა 2006 წლისათვის ქვეყანამ შეძლო პარიზის კლუბის ვალის დაფარვა და ამოვარდა კიდეც HIPC-ის სიიდან.

ეკონომიკური ზრდა 2001-2002 წლებში სოლიდური იყო, მიუხედავად უგანდის ძირითად საექსპორტო საქონელზე — ყავაზე ფასის ვარდნისა. ქვეყნის ხელისუფლებამ სააქციო ბაზარი გამოიყენა პრივატიზაციის მძლავრ საშუალებად. ბაზარზე ვხვდებით რამდენიმე ათეულ ბროკერს და ისეთ საინვესტიციო მრჩევლებს როგორებიც არიან: “African Alliance”, “AIG Investments”, “Renaissance Capital” და “SIMMS”-ს.

ქვეყანაში ასევე განხორციელდა რეფორმები საპენსიო სექტორში (2007 წ.). უგანდისათვის საერთაშორისო ბაზარი ხელმისაწვდომია მეზობელი კენიის საშუალებით. უგანდა არის აღმოსავლეთ აფრიკის გაერთიანების წევრი და პონტენციური წევრი აღმოსავლეთ აფრიკის ფედერაციისა.

ბუნებრივი რესურსები: სპილენძი, კობალტი, ნიობიუმი, ოქრო, ვოლფრამი, ჰიდროენერგია, ნაყოფიერი მიწები.

2009 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე — 1300 $ (204-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის დონის დაბლა ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი.

ეკონომიკის ძირითადი სექტორებია: სოფლის მეურნეობა (მომუშავეთა 82 %, მშპ-ის 22 %), მთავარი საექსპორტო პროდუქტია — ყავა. ასევე მოჰყავთ ჩაი, ბამბა, თამბაქო, შაქრის ლერწამი, მანიჰოტი, კარტოფილი, სიმინდი, ფეტვი; მისდევენ თევზჭერას; მეცხოველეობა სუსტადაა განვითარებული.

მრეწველობა: (მომუშავეთა 5 %, მშპ-ის 25 %) — შაქრის, ლუდსახარში, თამბაქოს, ტექსტილის.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა უგანდის ეკონომიკის საფუძველია. შაქრის ლერწამი ძირითადად მოჰყავთ პლანტაციებში, ხოლო მცირე ნაწილი — მცირე გლეხურ მეურნეობებში. ყავა ექსპორტის ძირითადი დარგია. 1970-იან წლებში, როდესაც სიცივემ ბრაზილიაში გაანადგურა ყავის ხეების მნიშვნელოვანი ნაწილი, უგანდამ ამ ფაქტით საკმაოდ ბევრი შემოსავალი მიიღო, რადგანაც ფასებმა ყავაზე მკვეთრად აიწია მაღლა. 2002 წელს მოიკრიფა 198 ათასი ტონა ყავა. უგანდის დასავლეთით მოჰყავთ ჩაი, რომლის მოსავალმაც შეადგინა 32,9 ათასი ტონა, თამბაქო და ბამბა.

მრეწველობა

უგანდის ბუნებრივი რესურსები საკმაოდ შეზღუდულია. სპილენძის საბადოების მარაგი შეფასებულია დაახლოებით 4 მილიონ ტონათ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მუშავდება სასარგებლო წიაღისეულის მცირე საბადოები. უგანდის ეკონომიკა საკმაოდ დამოკიდებულია იმ საქონელზე საბაზრო ფასების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ექსპორტზე გააქვს. არსებობენ სასოფლო-სამეურნეო წიაღისეულის — ბამბის, ჩაის და თამბაქოს გადამუშავების საწარმოები. არსებობს სპილენძის გამოდნობის ქარხანა, ცემენტის ქარხნები და ავტომანქანის ამწყობი საწარმოები. გადამამუშავებელი მრეწველობა ადრეც სუსტად იყო განვითარებული და მან იდი ამინის მმართველობის პერიოდშიც დიდი დარტყმა განიცადა. და დღესაც, მიუხედავად ზრდის მაღალი ტემპებისა, მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში უმნიშვნელოა.

ენერგეტიკა

ენერგეტიკის 90 %-ზე მეტი დაფუძნებულია ხის ნახშირზე. 2004 წელს ნაწარმოებია 1,894 მილიარდი კვტ ენერგია, ხოლო მისმა ექსპორტმა შეადგინა 165 მილიონი კვტ.

მოქმედებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური: ოუენ-ფოლსი (180 მგვტ), კიირა (200 მგვტ).

ტრანსპორტი

ავტოგზები

  • სულ — 70 746 კმ, მათ შორის
    • მყარი საფარით — 16 272 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 54 474 კმ

აეროპორტები

  • სულ — 31, მათ შორის
    • მყარი საფარით — 5
    • მყარი საფარის გარეშე — 26

რკინიგზა

  • სულ — 1244 კმ (ლიანდაგის სიგანე 1000 მმ)

საგარეო ვაჭრობა

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ტურიზმი

ტურიზმი უგანდაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია.

ველური ბუნება ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებულია მხოლოდ კამპალაში და უგანდის სხვა მსხვილ ქალაქებში. ტურისტებს თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უცხოური პასპორტი, ვიზა და აუცილებლად უნდა გაიკეთონ აცრა ყვითელი ციებ-ცხელების და ქოლერის წინააღმდეგ.

2000 წელს უგანდა მოინახულა 191 276 ტურისტმა. 2000 წელს ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა 149 მილიონი ამერიკული დოლარი. 1996 წელს ქვეყანაში იყო 3887 ნომერი 6608 საწოლით, ნომრების 63 % დაკავებული იყო.

აშშ-ის მთავრობის შეფასებით 2002 წელს, კამპალაში ყოფნის ყოველდღიური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 237 $-ს. საანგარიშო ყოველდღიური ხარჯები ქალაქ ენტებეში შეადგენს დაახლოებით 164 $-ს. უგანდის სხვა ქალაქებში ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია.

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

უგანდა იმ იშვიათ აფრიკულ ქვეყნებში შედის, რომლებმაც შეძლეს წარმატებული ბრძოლა გამოეცხადებინათ HIV ვირუსისათვის, თუმცა შიდსთან ბრძოლისას სასტიკ მეთოდებსაც მიმართავდნენ. “Anti – Homosexuality Bill”-ის მიხედვით, ჰომოსექსუალებს, რომლებსაც აღმოაჩნდებოდათ შიდსი და სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებდნენ, სიკვდილითაც კი სჯიდნენ.

ქალთა წინადაცვეთის შემთხვევების რაოდენობა დაბალია: გაეროს ბავშვთა ფონდის (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) 2013 წლის მონაცემების მიხედვით უგანდაში ქალების მხოლოდ 1 %-მა ჩაიტარა წინადაცვეთა, რომელიც ქვეყანაში ისედაც უკანონოდ ითვლება.

2012 წლის შეფასებით ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 53,45 წელს, აქედან ქალებში 50,2, ხოლო კაცებში 49,1 წელი. 2012 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით მაჩვენებელი დაახლოებით იყო 61 გარდაცვლილი ბავშვი 1000 ბავშვიდან. 2000-იანი წლების დასაწყისში 100 000 ადამიანზე მოდიოდა 8 ექიმი. 2006 წელს უგანდის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევებისას (UDHS) ნათქვამია, რომ ყოველ წელს დაახლოებით 6000 ქალი კვდება ორსულობის გართულებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო. მაგრამ, უახლოესი ჯანდაცვის სისტემებით ჩატარებულმა ექსპერიმენტალურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია სამედიცინო მომსახურებაზე ტალონების შემოღების და კლინიკებამდე ტრანსპორტირების გამოსწორების გზით.

2001 წელს უგანდის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლებში გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია სტუდენტების რაოდენობის 80 %-ით გაზრდა; ზრდის ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის უღარიბესი მოსახლეობის 20 %-ზე. ეს პოლიტიკა შეფასდა, როგორც გარდამტეხი ფაქტორი, რომელიც უგანდას ეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევაში განვითარების სფეროში. მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, ბევრი მომხმარებელი უარს ამბობს დახმარებაზე, თუ ისინი არ უზრუნველყოფენ მათ საკუთარი სამედიცინო საშუალებებით, როგორც ეს მოხდა კარგად გარეკლამირებულ ჯენიფერ ანგუკოს შემთხვევის დროს. ცუდი კავშირია საავადმყოფოებთან, ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის დაბალი კმაყოფილებაა და მანძილი სამედიცინო მომსახურების წარმომადგენლებთან ხელს უშლის ხარისხიანი სამედიცინო დახმარების გაწევას უგანდის მოსახლეობასთან და განსაკუთრებით ღარიბ და ხნიერ ადამიანებთან. ღარიბებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის სუბსიდიების გაცემა, სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის გაფართოებასთან ერთად, განისაზღვრა, როგორც მთავარი მიმართულება მოსახლეობის ფართე ფენების ჩასართავად ჯანდაცვის მომსახურების მიღებისთვის.

2012 წლის ივლისში ქვეყანაში, ქალაქ კიბაალეს ოლქში იფეთქა ებოლას ეპიდემიამ. 2012 წლის 4 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა ებოლას ეპიდემიის აღმოფხვრის შესახებ, რომელსაც სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა.

განათლება

2010 წლის შეფასებით წერა-კითხვა იცის მოსახლეობის 73,2 %-მა (მამაკაცების — 82,6 % და ქალების 64,6 %). 2002-2005 წლებში მ.შ.პ.-ის მხოლოდ 5,2 % დაიხარჯა განათლებაზე.

უგანდაში პირველი სკოლები იქმნებოდა მისიონერების მიერ, რომლებიც იყენებდნენ დიდ ბრიტანეთში მიღებულ საგანმანათლებლო სისტემას. დღეისათვის უგანდაში არსებობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სკოლები და უნივერსიტეტები. ქვეყანაში სწავლის მსურველები გაცილებით უფრო მეტნი არიან ვიდრე სკოლებში მათი განთავსების ადგილების რაოდენობა. დაწყებითი სკოლის დამთავრებისას მოსწავლეთა ნახევარზე მეტი არ გადადის საშუალო სკოლებში, ხოლო საშუალო სკოლის დამთავრებულთა მესამედზე მეტს, არა აქვს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. 1994 წელს უფროსი ასაკის განათლების მაჩვენებელი შეადგენდა 62 პროცენტს.

მაკერერეს უნივერსიტეტი — ყველაზე დიდი და ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებაა უგანდაში. საუდის არაბეთის ფინანსური მხარდაჭერით 1988 წლიდან ქალაქ მბალეში მოქმედებს ისლამური უნივერსიტეტი. თანდათანობით ქრება ის უპირატესობა, რომლითაც სასწავლო დაწესებულებაში ხვდებოდნენ მხოლოდ ვაჟები. 1991 წელს ისინი შეადგენდნენ დაწყებითი სკოლების მოსწავლეების 55 %-ს, საშუალო სკოლის მოსწავლეების 62 %-ს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების 76 %-ს.

უგანდის საგანმანათლებლო სისტემა შედგება 7 წლიანი დაწყებითი განათლების, 6 წლიანი საშუალო განათლების (შედგება 4 წლიანი არასრული საშუალო და 2 წლიანი საშუალო სწავლებისაგან) და 3-დან 5 წლამდე უმაღლესი განათლების საფეხურებისგან. დღევანდელი სისტემა არსებობს 1960-იანი წლების დასაწყისიდან.

მასმედია

დღეისათვის უგანდაში მასმედია საკმაოდ აქტიურია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, რადგანაც ადრე ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილური იყო. მასმედიას პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურების გამო, განსაკუთრებით ობოტეს და იდი ამინის დროს, სიმშვიდე არასდროს არ ჰქონია.

1986 წელს იოვერი მუსევენის მიერ ქვეყანაში კონტროლის დამყარების შემდეგ მასმედიის განვითარების იმედებიც გაჩნდა. ის დაპირდა მასმედიის საშუალებებს თავისუფლებას და პროგრესს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიმჩნევა მედია ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ზრდა და მასმედიისთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის პირობების შექმნა. დღეისათვის უგანდის მედია ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგია.

ბეჭვდითი ორგანოები

დღეისათვის უგანდაში ბევრი გაზეთი და ჟურნალი იბეჭდება. "The New Vision" უგანდის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთია. ის სახელმწიფოს ეკუთვნის და აქვს ყველაზე დიდი ტირაჟი მთელ ქვეყანაში. "The Daily Monitor" დამოუკიდებელი გაზეთია და ქვეყანაში ასაკით მეორეა. უკანასკნელ ათწლეულში, როცა უგანდის პოლიტიკურმა ოპოზიციამ ძალა მოიკრიბა, გაზეთი "The Daily Monitor" შეუერთდა ოპოზიციას და მისი შეხედულებები განსხვავებულია სახელმწიფო "The New Vision"-ის შეხედულებებთან. მათ ასეთ კონკურენციას მოაქვს შესამჩნევად სხვადასხვა ასპექტები ქვეყნის ყველაზე დიდი ახალი ამბების გამოცემების ხუთეულში. მაგალითად, 2011 წელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, სხვადასხვა სამთავრობო წყაროებმა ბრალი დასდეს "The Daily Monitor"-ს და სხვა დამოუკიდებელ გაზეთებს ოპოზიციის და დემონსტრანტების მხარდაჭერაში.

ამ ორი გაზეთის გარდა, გამოიცემა სხვა გაზეთებიც, როგორიცაა "Bukedde", რომელიც სახელმწიფო ყოველდღიური გაზეთია და იბეჭდება ლუგანდის ენაზე. ასევე გამოიცემა ყოველდღიური "Red Pepper", რომელმაც მუშაობა დაიწყო, როგორც ყოველკვირეულმა ცნობარმა, მაგრამ დღეისათვის იგი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ყოველდღიური გაზეთია. ქვეყანაში ასევე გამოიცემა "The Weekly Observer", "The Independent", "The Razor". ისეთ გაზეთებში, როგორებიცაა "Onion" და "Entasi", სავსეა სენსაციური და მსუბუქი ეროტიკით სავსე სტატიები.

გაზეთების გარდა, ასევე გამოიცემა მთელი რიგი ჟურნალები, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა. "Bride & Groom" ეკუთვნის სახელმწიფოს. "African Woman" ასევე პოპულარული ჟურნალია.

ტელევიზია

1990-იანი წლების ბოლომდე უგანდაში არსებობდა მხოლოდ ერთი სატელევიზიო სადგური. ეს იყო სახელმწიფო სატელევიზიო სადგური, რომლის სახელწოდება იყო "უგანდის ტელევიზია" (UTV), რომელსაც დღეს ჰქვია უგანდის სამაუწყებლო კორპორაცია (UBC). 1990-იან წლებში პირველ ალტერნატიულ სატელევიზიო არხს ერქვა "Sanyu TV". მაგრამ ამ არხმა დიდხანს ვერ გაძლო. "Wavah Broadcasting Television" (WBS) გახდა UBC-ის რეალური ალტერნატივა 2000-იანი წლების დასაწყისში. მან გზა გაუხსნა სხვა სატელევიზიო სადგურებს, რათა მათაც დაეწყოთ მაუწყებლობა. ასეთი ტელევიზიები გახდნენ: "Lighthouse Television", "Bornfree Technologies Network", "EATV" და "Top TV".

"Bukedde TV"-მ მაუწყებლობა დაიწყო 2010 წელს და წარადგინა პოპულარული პროგრამა "Agataliiko Nfuufu", რომელიც ეთერში გადის ყოველდღე საღამოს 10 საათზე. "Bukedde TV"-ის ტელევიზია მაუწყებლობს ლუგანდას ენაზე. "NTV"-ის შემოსვლა სამაუწყებლო სივრცეში მოხდა 2000-იანი წლების შუაში, რამაც სატელევიზიო სივრცე გახადა უფრო კონკურენტუნარიანი და მოიტანა დიდი მუხტი სხვა სატელევიზიო სადგურებისთვის, მაგალითად, NBS-სათვის და "Bukedde TV"-სათვის. ამ ტელევიზიების გადაცემები ძირითადად გასართობი ხასიათისაა, რომელიც დაკავშირებულია მუსიკალურ ვიდეო კლიპებთან და ეთერში დიდი დრო უკავია. ასევე არსებობს პოლიტიკური ტოკ-შოუების და ახალი ამბების გადაცემები. ახალი ამბების გადმოცემები "NTV"-ზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც "Agataliko Nfuufu"-ის ახალი ამბების პროგრამა "Bukedde TV"-ზე.

დღეისათვის უგანდაში მიმდინარეობს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა. ქვეყანაში შექმნილია კომისია და მიმდინარეობს საერთოეროვნული კომპანია სატელევიზიო მომხმარებლებისთვის, რათა ისინი გადაერთონ სტანდარტულ ციფრულ მაუწყებლობაზე და ჰქონდეთ მისი მიღების სრული გარანტია. ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის მისაღებად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ან ისეთი ტელევიზორები, რომლებსაც თვითონ შეუძლიათ შესაბამისი სიგნალის მიღება, ან შეიძინონ ამისთვის საჭირო სატელევიზიო დეკოდერები. კომისიამ ლიცენზიები გასცა ხუთ კომპანიას, რათა მათ გაეყიდათ საეთერო დეკოდერები ქვეყანაში. მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ციფრული ფასიანი ტელევიზია Digital Pay TV-ის მეშვეობით უყურონ ციფრულ თანამგზავრულ ტელეარხებს: "GoTV", "Zuku", "Simba TV" და "Startimes". უფასო არხებია: "UBC", "STAR TV", "UBC 24"," UBC Magic 1", "Bukedde 1", NTV, NBS, WBS, LTV, "Miracle", "Al-Jazeera", BBC, CCTV, "CITIZEN", EATV, "CAPITAL", "TOP TV", "Record TV", "Urban TV".

რადიო

როგორც ტელევიზიაში, რადიოს სფეროშიც დომინირებდა უგანდის სახელმწიფო რადიო 1990-იანი წლების დაწყებამდე, რომლის შემდეგაც პირველმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურებმა მიიღეს ლიცენზიები მაუწყებლობაზე. "Sanyu fm" და "Capital fm" ერთ-ერთი პირველი და უძველესი რადიოსადგურებია უგანდაში. თანდათან სხვა რადიოსადგურებიც შეუერთდნენ მედია სივრცეს და 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით მათი რაოდენობა შეადგენს 100-ზე მეტ სხვადასხვა FM დიაპაზონის რადიოსადგურს.

ზოგიერთი სხვა პოპულარული რადიოსადგურებია CBS, "Simba", "Super" და "Dembe". რადიოპროგრამებში დომინირებს მუსიკა. ტოკ-შოუ და კომედიები ასევე პოპულარულია.

დღეისათვის რადიო მოიცავს მედიის ახალ სახეობას და ინტეგრირებულია სხვა საკომუნიკაციო არხებთან. მაგალითად რადიოსადგურები უგანდაში ინტეგრირებულია მობილურ ტექნოლოგიებში აუდიტორიის მოზიდვის ზრდის პროგრამირებისთვის. მსმენელებს შეუძლიათ დარეკონ ტოკ-შოუში და გამოხატონ საკუთარი აზრი ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელზეც ლაპარაკობენ გადაცემაში.

რადიოსადგურები ასევე გამოიყენება ინტერნეტში, რათა გაფართოვდეს მათი აუდიტორია. რადიოსადგურების უმრავლესობა იყენებს ონლაინ რადიო სერვისს, მაგალითად: "Odyovi", Listenfmradios.com, "Streema",Streame,co დაარქივებული 2016-01-28 საიტზე Wayback Machine. , UGO, რათა მოიპოვონ უფრო ფართე აუდიტორია.

ინტერნეტი

ინტერნეტი, როგორც მედია პლატფორმა უგანდაში დღესაც კი სიახლეა. ინტერნეტის შეღწევის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია აფრიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ბოლო პროექტმა ინდოეთის ოკეანეში მოიტანა დიდი ოპტიმიზმი და ინტერნეტისადმი გაძლიერებული დაინტერესება. ამან ასევე მოიტანა ინვესტიციები ზოგიერთ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში, ასევე Broadband-ის და GPRS-ის აბონენტების მომსახურების ინვესტირებაში. ამან მოიტანა ინტერნეტის შეღწევადობის დონის მკვეთრი ზრდა და პრაქტიკულად ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ინტერნეტს ჩვეულებრივი USB-ს საშუალებით ან მობილური ტელეფონის დახმარებით.

სულ ახლახან უგანდაში Facebook ინტერნეტი MTN ჯგუფთან ერთად გახდა ყველაზე პოპულარული საიტი და ადგილი, სადაც ახალგაზრდების უმრავლესობა და მომუშავე ადამიანები დიდ დროს ატარებენ. გაჩნდა იმედი, რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოიზიდავენ ახალ ინვესტიციებს ინტერნეტ სექტორში. ზოგიერთი ადგილობრივი გაზეთი, განსაკუთრებით "The New Vision" და "The Daily Monitor" ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული საიტია უგანდაში.

2014 წელს უგანდის საკომუნიკაციო კომისიის (UCC) მონაცემებით მობილური ინტერნეტით სარგებლობს 4 196 133 ადამიანი. შესამჩნევია, რომ მობილურმა ინტერნეტმა განდევნა ინტერნეტში ფიქსირებული დაშვება.

მასმედიის თავისუფლება

მიუხედავად უგანდაში მასმედიის თავისუფლების დონის ამაღლებისა, ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს მხრიდან იგი მაინც საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას, განსაკუთრებით ჟურნალისტების და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ, რათა მასმედიას მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. სულ ახლანდელი შემთხვევა, როდესაც CBS radio და NTV დაიკეტა მთავრობის მიერ განსხვავებული აზრების გამო მიანიშნებს ხელისუფლების ზეწოლაზე მასმედიის მიმართ.

კულტურა

უგანდა კულტურულად მრავალფეროვანია მისი მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელის გამო. უგანდაში აფრიკელებთან ერთად აზიელებიც (უმეტესად ინდოელები) ცხოვრობენ.

მუზეუმები

უგანდის მუზეუმი (ინგლ. The Uganda Museum) გაიხსნა 1908 წელს კამპალაში უგანდის კულტურული და ისტორიული მემკვიდროების შენახვისთვის, შესწავლისთვის, დოკუმენტაციისთვის და ექსპონირებისათვის.

მუზეუმის ექსპოზიციებში წარმოდგენილია არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის საგნები.

მუზეუმი მნახველებისთვის ღიაა ყოველდღე 10-დან 18 საათამდე.

მუზეუმი გაიხსნა 1908 წელს სიქჰების ტაძარში, რომელიც მდებარეობს ლუგარდის ფორტში, კამპალის ძველ ბორცვზე. 1941 წელს მუზეუმი გადავიდა მაკერერეს მხატვრული ხელოვნების სკოლაში. 1954 წელს — მუზეუმი ისევ გადავიდა ამჟამინდელ ადგილას — კიტანტეს ბორვცვზე.

2011 წელს წარმოიშვა საკითხი მუზეუმის შენობის შესაძლო დანგრევისა და მის ადგილას 60 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა, რომელშიც ორი სართული შეიძლება მუზეუმისთვის გამოყოფილიყო. ამ გეგმებმა უგანდის საზოგადოებაში გამოიწვია ღრმა შეშფოთება, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებული იყო მასთან, რომ ასეთი სამუშაოების დროს შეიძლებოდა სამუდამოდ დაკარგულიყო მცირე ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ლიტერატურა

უგანდის ლიტერატურამ ჩამოყალიბება დაიწყო XX საუკუნის შუაში ინგლისურ ენაზე, რადგანაც უგანდის მკვიდრი მოსახლეობის ენებმა იმ მომენტში ლიტერატურული ტრადიციის ჩამოყალიბება ვერ მოასწრეს.

თუ არ ჩავთვლით სასწავლო სახელმძღვანელოებს, უგანდაში სულ გამოიცემა 20 დასახელების წიგნი წელიწადში, რაც მეტყველებს ლიტერატურის განვითარების სუსტ დონეზე. 1969 წელს უგანდელმა მწერალმა ტაბან ლო ლიიონგმა უგანდას უწოდა «ლიტერატურული უდაბნო».

მიუხედავად ამისა, უგანდის მწერლები მუშაობენ და იღებენ პრესტიჟულ საერთაშორისო პრემიებს. მაგალითად, მონიკა არაკ დე ნიეკომ 2007 წელს მიიღო კეინის პრემია, ხოლო ამ პრემიის შორტლისტერები (ინგლ. short list, shortlist) სხვადასხვა წლებში გახდნენ ბეატრის ლამვაკა და დორინ ბაინგანა (უკანასკნელი ასევე იყო თანამეგობრობის მწერალთა პრემიის ლაურეატი).

ასევე შეიძლება აღინიშნოს უგანდის ლიტერატურის სხვა გამოჩენილი მწერლები, როგორებიცაა ოკოტ პ’ბიტეკი, ბარბარა კიმენიე, რობერტ სერუმაგა, ოკელო ოკული, ენერიკო სერუმა, მოზეს ისეგავა და ბევრი სხვა.

კინო

ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ახლად დაარსებული უგანდის კინოინდუსტრია ცნობილია, როგორც Ugawood, ზოგჯერ Kinauganda. 2005 წელს რეჟისორმა აშრაფ სემვოგერერემ ამ სტუდიაში გადაიღო პირველი ფილმი. ბევრმა უკვე აღნიშნა, რომ ესაა სტაბილურად განვითარებადი კინოინდუსტრია არა მარტო, როგორც ნოლივუდი და ბოლივუდი, არამედ განთქმული ჰოლივუდიც. უგანდის გაზეთების ცნობით აქ ფილმებს იღებენ ისეთი რეჟისორები, როგორებიცაა კუდძუ აიზეკი, მეტ ბიში და უსამა მუკვაია

მაყურებელი შედის ვიდეო-დარბაზებში, სადაც ვიჯეი ახმოვანებს მხატვრულ ფილმს, აკეთებს დუბლირებას და უმატებს საკუთარ კომენტარებს, ასევე ატრიალებს DVD-ს და აჩვენებს მხატვრულ ფილმებს პრაიმ-ტაიმ TV-ზე.

ზოგიერთ ფილმს აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურული გრანტების სახით. ზოგიერთი ფილმი გამოდის DIY-ს სახით და მცირე ბიუჯეტით. მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, უგანდის კინოინდუსტრია საკმაოდ პროდუქტიულია. კამპალის ახლოს მდებარე ვაკალიგაში დაარსებულმა Wakaliwood-მა გამოუშვა 40-ზე მეტი მცირებიუჯეტიანი ბოევიკი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

უგანდის საკომუნიკაციო კომისია აწყობს უგანდის კინოფესტივალებს კინემატოგრაფიის განვითარებისათვის. 2013 წელს ფილმმა "სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ბიურო" მოიპოვა 4 პრიზი. 2014 წელს ფილმმა "The Felistas Fable" მოიპოვა ასევე 4 პრიზი, საუკეთესო რეჟისურის (დილმან დილი) ჩათვლით. Pearl International Film Festival ტარდება ყოველწლიურად კამპალაში.

მუსიკა

უგანდაში ცხოვრობს 30-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი და ისინი შეადგენენ მათი ხალხური მუსიკის საფუძველს. განდას ხალხი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია, დომინირებს უგანდის კულტურასა და მუსიკაში უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ თავისი საკუთარი მუსიკალური სტილი, შენარჩუნებული XVIII საუკუნიდან.

ტრადიციული მუსიკიდან გამომდინარე პოპულარული მუსიკის პირველი ფორმა იყო Kadongo Kamu — მუსიკის სტილი, რომელიც აღმოცენდა განდას ხალხის ტრადიციული მუსიკის საფუძველზე. მოგვიანებით სხვა მუსიკალური ჟანრები დაფუძნდნენ Kadongo Kamu-ზე, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მუსიკალურ ჟანრად უგანდაში.

დღეისათვის, გლობალიზაციის შედეგად უგანდაში, როგორც აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანაში, შეიმჩნევა თანამედროვე აუდიო წარმოების ზრდა. ამან მოიტანა დასავლური მუსიკალური სტილის შემოჭრა ქვეყანაში, ისეთების, როგორებიცაა დენსჰოლი და ჰიპ-ჰოპი. დღევანდელი უგანდის პოპულარული მუსიკა უფრო დიდი აფრიკული პოპულარული მუსიკის ნაწილია.

ტანსაცმელი

უგანდაში მამაკაცების ეროვნული სამოსია — kanzu. ქალები უგანდის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ატარებენ კაბებს წელზე შემოჭერილი ქამრით და დიდი გაფართოებული მხრებით, რომელსაც ჰქვია gomesi. ქალები ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ატარებენ მხრებზე და წელზე გარშემორტყმულ გრძელი ქსოვილის პელერინებს, რომელსაც ჰქვია suuka. ქალებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში აცვიათ გრძელი, ტომრისებული კაბები და ჰკიდიათ ქსოვილთან შესაბამისი მოკლე ჰალსტუხი. ქალები ასევე იცვამენ XIX საუკუნეში მისიონერების მიერ შემოტანილ გრძელ კაბებს, რომელსაც ჰქვია busuti.

სამზარეულო

უგანდის სამზარეულო შედგება ტრადიციული კულინარიისაგან, რომელზეც დიდი გავლენა გააჩნია ინგლისურ, არაბულ და აზიურ (განსაკუთრებით ინდური) სამზარეულოს.

ძირითადი კერძები მზადდება სოუსისაგან ან არაქისის რაგუსაგან, პარკოსნების ნაყოფისგან ან ხორცისგან. სახამებელს ტრადიციულად იღებენ ugali-საგან (სიმინდის ფქვილი) ანუ matoke-საგან (მოხარშული და პლანტანის პიურე) სამხრეთ რეგიონებში, ან ugali-საგან, დამზადებული აფრიკული ფეტვისაგან ჩრდილოეთში. მანიჰოტი, იამსი და აფრიკული ბატატი გამოიყენება საკვებში; უფრო შეძლებული ოჯახები თავის რაციონში ამატებენ თეთრ (ხშირად ეძახიან "ირლანდიურს") კარტოფილს და ბრინჯს. 1970-იანი წლებიდან სოია ითვლება, როგორც კვების საღი პროდუქტი და მას ასევე ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით დილით. ჩაპატი, აზიური ფუნთუშები, ასევე უგანდის სამზარეულოს ნაწილია.

ქათმის, თევზის (როგორც წესი ცოცხალი, მაგრამ ასევე არსებობს დამარილებული), ძროხის, თხის და ცხვრის ხორცს ასევე ხშირად მიირთმევენ, თუმცა სოფლის მოსახლეობაში სიღარიბის გამო ხორცს უფრო ნაკლებად იყენებენ, ვიდრე სხვა რაიონებში. სოფლებში უფრო გავრცელებულია ველური ცხოველების ნანადირევის ხორცის მიღება. ამის გარდა სოფლებში პირუტყვის დასაკლავად საჭიროა აუცილებელი მიზეზი. Nyama (სუაჰილის ენაზე "ხორცი") არ იჭმევა ყოველდღიურად.

უგანდაში მოჰყავთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურები. ისინი ზოგჯერ გამოიყენება მოხარშული სახით რაგუში, ან გარნირის სახით უფრო შეძლებულ ოჯახებში.

სიმინდის ფქვილ Ugali-ს ურევენ წყალს და ამზადებენ ფაფას საუზმისთვის, ძირითადად ბავშვებისათვის. ქვაბში სიმინდის ფქვილს ემატება ცოტა წყალი და ითქვიფება, შედეგად ugali ხდება სქელი, როგორც ამერიკული სიმინდის პური. ამის შემდეგ მას ჭრიან თხელ ნაჭრებად, დებენ თეფშებზე და ალაგებენ მაგიდაზე.

სპორტი

უგანდა 
უგანდელი ბიჭები ფეხბურთის თამაშისას

ფეხბურთი უგანდაში სპორტის ეროვნული სახეობაა. უგანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მეტსახელად წეროები, შედის უგანდის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციაში. მათ ვერასდროს ვერ გადალახეს შესარჩევი ეტაპები და შესაბამისად ვერასდროს ვერ გავიდნენ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე; მათი საუკეთესო შედეგი აფრიკის ერთა თასზე დაფიქსირდა 1978 წელს, როდესაც ნაკრებმა დაიკავა მეორე ადგილი.

კრიკეტი უგანდაში ასევე სპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა, სადაც 1975 წელს მსოფლიოს თასზე კრიკეტში ქვეყანა გამოდიოდა, როგორც კრიკეტში აღმოსავლეთ აფრიკის ნაკრების ნაწილი. ქვეყნის ეროვნული გუნდი კრიკეტში წარმატებით ასპარეზობს შიდა აფრიკულ ტურნირებში. უგანდამ მოიგო მსოფლიო კრიკეტის ლიგა World Cup Qualifier-ში, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში 2009 წლის აპრილში.

უგანდის კოლეჯების სტუდენტები და უფროსკლასელები ასევე თამაშობენ ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. 2006 წელს უგანდაში ჩატარდა რეგიონალური ტურნირი, რომელშიც მისმა ნაკრებმა, მეტსახელად Silverbacks, გაიმარჯვა.

2005 წლიდან რაგბი ასევე გახდა სწრაფადმზარდი სპორტის სახეობა უგანდაში და უგანდის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იკრეფს თავის ძალას, რაზედაც მეტყველებს უფრო ხშირი გამარჯვებები ისეთ აფრიკულ სარაგბე ქვეყნებზე, როგორებიცაა ნამიბია და მაროკო. 2007 წელს უგანდის ნაკრებმა, აფრიკის თასის ფინალში დაამარცხა მადაგასკარის ნაკრები და პირველობა მოიპოვა.

ფეხბურთის, კრიკეტისა და რალის გარდა უგანდაში პოპულარულია ბალახის ჰოკეიც. ბალახის ჰოკეი ერთადერთი გუნდური სპორტის სახეობაა, რომლითაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ 1972 წელს მიუნხენში.

მულტი სპორტულ ღონისძიებებზე უგანდა თავისი წარმატებების უმრავლესობას აღწევს მძლეოსნობაში და კრივში. უგანდის სპორტსმენებმა მოიპოვეს 7 მედალი ოლიმპიური თამაშებზე და 39 მედალი თანამეგობრობის თამაშებზე, ყველა ეს მედლები მოპოვებული იქნა მხოლოდ მძლეოსნობაში და კრივში. ზოგიერთი უგანდელი ცნობილი სპორტსმენია ჯონ აკიი-ბუა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა პირველი ოქროს მედალი 400 მეტრზე თარჯრბენში 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, და დევის კამოგა, 400 მეტრზე რბენაში ბრინჯაოს პრიზიორი და პირველი უგანდელი, რომელმაც აიღო მედალი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე (ასევე აიღო ვერცხლის მედალი 1997 წლის ათენის მსოფლიო ჩემპიონატზე).

მოზეს ნდიემა კიპსირო იყო 2007 წლის ოსაკის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 5000 მეტრზე რბენაში და სტივენ კიპროტიჩი, რომელმაც გაიმარჯვა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მარათონულ გარბენში. სპორტსმენ ქალთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დორკუს ინზიკურუს, რომელიც პირველი უგანდელია, რომელმაც გაიმარჯვა მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც მან მოიგო 3000 მეტრზე წინაღობებით გარბენი 2005 წლის ჰელსინკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო 2006 წელს მელბურნის თანამეგობრობის თამაშებზე კიდევ ერთი ოქრო დაამატა.

აიუბ კალულე იყო უგანდის ერთ-ერთი მოწინავე მოკრივე, რომელმაც მოიგო ოქროს მედალი მსუბუქ კატეგორიაში მეორე ქვესაშუალო წონაში 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში, ხოლო პროფესიონალებში გადასვლამდე, 1974 წლის თანამეგობრობის თამაშები და 1979 წელს მსოფლიოს მოკრივეთა ასოციაციის ეგიდით გახდა ქვესაშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონი.

უგანდაში ასევე ძალიან პოპულარულია რალი და ეს ქვეყანა წარმატებით სარგებლობს შიდა აფრიკულ ასპარეზობებში. უგანდას ამ სპორტში ჰყავს ჩემპიონებიც, ერთ-ერთი მათგანია ჩარლზ მუჰანგი, ხოლო უგანდის გამოჩენილი მრბოლელი Riyaz Kurji დაიღუპა ფატალური ინციდენტის დროს.

ადამიანის უფლებები

1980 წლიდან უგანდაში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ადამიანის უფლებებს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთებას კვლავ იწვევს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში არსებული სიტუაცია. საომარ სიტუაციებს ადამიანის უფლებათა უამრავი შემაშფოთებელი დარღვევა მოჰყვა. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 1,4 მილიონი შეადგინა. შეიარაღებულ ძალებში კვლავ ფართოდაა გავრცელებული ადამიანის წამება. ქვეყანაში შეზღუდულია პოლიტიკური თავისუფლებაც. ხშირია ოპოზიციონერთა დაპატიმრებები ან მათი ფიზიკური ლიკვიდაცია. 2006 წლის არჩევნების წინ დაიჭირეს ოპოზიციის ლიდერი კიზა ბესიჯი.

ბოლო წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ლორდის წინააღმდეგობის არმიის საკითხზე. არასრულწლოვან ვაჟებს აიძულებენ ადამიანების ხოცვას, ხოლო გოგონები ლორდის ჯარისკაცების ცოლები ხდებიან. ათასობით ბავშვი იძულებით იქცევიან მკვლელ ჯარისკაცებად. არსებობს დოკუმენტური ფილმი „უხილავი ბავშვები“ (Invisible Children), სადაც ჩანს საშინელი ცხოვრება „ღამის მგზავრებისა“, იმ ბავშვების, რომლებიც ყოველ ღამე რამდენიმე კილომეტრს გარბიან საკუთარი სოფლებიდან რათა არ მოიტაცონ.

2007 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ლტოლვილთა და ემიგრანტთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია დევნილთა უფლებების მკაცრად დარღვევის შესახებ, მათ შორის უგანდის ხელისუფლების მიერ დევნილთა იძულებით გადაადგილებისა და მათ მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.

დღესასწაულები

თარიღი დღესასწაულები
1 იანვარი ახალი წელი
26 იანვარი თავისუფლების დღე
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე
გარდამავალი დიდი პარასკევი
გარდამავალი აღდგომის ორშაბათი
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე
3 ივნისი მოწამეთა დღე
9 ივნისი ეროვნული გმირების დღე
გარდამავალი ურაზა-ბაირამი (რამადანის დასასრული)
9 ოქტომბერი დამოუკიდებლობის დღე
გარდამავალი ყურბან-ბაირამი
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

უგანდა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

უგანდა ისტორიაუგანდა გეოგრაფიაუგანდა მთავრობაუგანდა შეიარაღებული ძალებიუგანდა ადმინისტრაციული დაყოფაუგანდა დემოგრაფიაუგანდა ეკონომიკაუგანდა სოციალური სფეროუგანდა მასმედიაუგანდა კულტურაუგანდა სპორტიუგანდა ადამიანის უფლებებიუგანდა დღესასწაულებიუგანდა გალერეაუგანდა იხილეთ აგრეთვეუგანდა რესურსები ინტერნეტშიუგანდა სქოლიოუგანდააღმოსავლეთი აფრიკავიქტორია (ტბა)ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებიინგლისური ენაკენიაკონგოს დემოკრატიული რესპუბლიკარუანდასამხრეთი სუდანისუაჰილი ენატანზანია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)სქესობრივი აქტიეიფელის კოშკიყაზახეთიმარჯნის რიფივენის კონგრესისიმბოლიზმიმალტანიკო ფიროსმანიფოტოსინთეზიმანგლისიჩინეთის ისტორიაანბანიშუშანიკის წამებანოე სულაბერიძესაათი (ერთეული)ჰაერის დაბინძურებარაბათის ციხეთირკმელიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ძალაგასტრიტინატვრის ხე (ფილმი)9 აპრილის ტრაგედიაავთანდილ ჭრიკიშვილიჩუტყვავილამზის დაბნელებაქრომოსომაკურდღელისამხრეთი ამერიკაალაზანისაქართველოს პრეზიდენტიგერმანიის ქალაქების სიაყინწვისის მონასტერითავისუფლება (ფილოსოფია)ზვავირკინასვია (მცენარე)თვითმმართველობაწმინდა ნინონიკორწმინდის ტაძარიკრწანისის ბრძოლამარილებიალკოჰოლიზმიკონსტანტინოპოლირელიგია საქართველოშიალუდა ქეთელაური (მომღერალი)ინგლისიმთაგრიგოლ ხანძთელილიტრივიტამინებილიკა ქავჟარაძეთბილისის მეტროპოლიტენიზვიგენებივახტანგ I გორგასალინატურალური რიცხვიბალდუინ IV იერუსალიმელიაბას I (ირანი)აკაკი წერეთელიახალციხეწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბერლინის კედელიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაიოჰან სებასტიან ბახისინონიმებიკობიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებარუსეთ-საქართველოს ომი (2008)რომითელავიოქსიდინაირა გელაშვილიფუტკრებიქრისტიანობაბაგრატ III (საქართველოს მეფე)აფრიკის ქვეყნების სიაეპითეტი🡆 More