გინგივიტი

გინგივიტი (ლათ.

gingiva — ღრძილი, ლათ. itis — ანთება) — ღრძილის ანთება, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედებით და მიმდინარეობს კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის დარღვევის გარეშე.

გინგივიტი

ეტიოლოგია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გინგივიტის პირველადი მიზეზია კბილის მიკრობული ნადები, რადგან ამ უკანასკნელში არსებული მიკროორგანიზმების ასოციაციები იწვევენ ანთებითი ცვლილებების განვითარებას. მიკროორგანიზმებისა და მათი ტოქსინების ზემოქმედების მიმართ ქსოვილების რეაქციის მოდიფიკაციას ახდენენ სისტემური ფაქტორები. მიკრობული ნადები მოთავსებულია კბილის პელიკულაზე. მის საფუძველს შეადგენს პოლისაქარიდებისა და პროტეინების კომპლექსი. ძირითადი არაორგანული კომპონენტებია კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, რომლებიც დაკავშირებულია ორგანულ მატრიცასთან. კბილის ნადებში მიკროორგანიზმები მკვიდრდებიან გარკვეული კანონზომიერებით: 2-3 დღის შემდეგ ჩნდება გრამუარყოფითი და გრამდადებითი კოკები. 4-6 დღის შემდეგ - ფუზობაქტერიები; მე-7 დღეზე სპიროქეტები. მიკროორგანიზმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გინგივიტის განვითარებისათვის Str. sanguis, Str. mutans, Bac. melanogenicus, Actinomyces viscosus, Fusobact. nucleatum. მიკრობული ნადების მაგარი ნაშთის 70% -ზე მეტს შეადგენენ მიკროორგანიზმები. ნადების გასქელებისთანავე მის სიღრმეში შეიმჩნევა ანაერობული მიკრობების სიჭარბე და სტრეპტოკოკის რიცხვის შემცირება. მიკრობული ნადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია კბილების ცუდი თვითწმენდა, მათი ცუდი მოვლა და პირის ღრუს სითხისა და ნერწყვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. კბილების ცუდი თვითგაწმენდა აღინიშნება რბილი საკვების მიღებისა და საკვებ ულუფაში ნახშირწყლების სიჭარბის დროს. აგრეთვე, ამას ხელს უწყობს საკვების ნარჩენების დაყოვნება კარიესით დაზიანებულ კბილებში. ნერწყვისა და პირის ღრუს სითხის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნასა და დაგროვებას. ნერწყვის რაოდენობის შემცირება, ჰიპოსალივაცია, ქსეროსტომია, აუარესებს საკვების ნარჩენების მექანიკურ მოციელბას. გარდა ამისა ქვეითდება ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია, ამ უკანასკნელში ლიზოციმის, ლიპაზას და იმუნოგლობულინის შემცირების გამო. დამტკიცებულია (კლინიკური დაკვირვებებით, ასევე ექსპერიმენტულად) მიკრობული ნადების ეტიოლოგიური როლი გინგივიტის განვითარებაში. მაგალითად, 10-20 დღის მანძლზე კბილების გაწმენდისგან თავშეკავება იწვევს გინგივიტის განვითარებას, თმცა პროცესი შექცევადია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაროდონტის ანთებითი დაავადებების( გინგივიტი, პაროდონტიტი) განვითარებაში, რბილი ქსოვილების განვითარების ანომალიებს: ვიწრო კარიბჭე, პორწოვანი გარსის გამოხატული ჭიმები, ტუჩისა და ენის ლაგმის მიმაგრების ანომალიები და სხვა. ზოგადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება) ნერვულ-სომატური დაავადებები (რევმატიზმი, ოლიგოფრენია) და სხვა.

კლასიფიკაცია

ფორმა :

  1. კატარული
  2. წყლულოვანი
  3. ჰიპერტროფიული

სიმძიმე:

  1. მსუბუქი
  2. საშუალო
  3. მძიმე

მიმდინარეობა # მწვავე

  1. ქრონიკული
  2. გამწვავებული

გავრცელება

  1. ადგილობრივი
  2. ზოგადი

მკურნალობა

პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზანია ეტიოტროპული ფაქტორების მოცილება, პაროდონტის შემადგენელი ელემენტების სტრუქტურული და ფუნქციური თვისებების აღდგენა, დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედების გზით. მკურნალობა მოიცავს: ეტიოტროპულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის ან ფაქტორების მოცილებას, პათოგენეზურ თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს ავადმყოფის დამცველობით-შეგუებითი მექანიზმების გაძლიერებას, აღდგენით თერაპიას (რეაბილიტაციას).

ეტიოტროპული თერაპია მოიცავს : პირის ღრუს ჰიგიენის შესწავლას, კბილის ნადების მოცილებას, უხარისხო ორთოპედიული კონსტრუქციების მოცილებას, კბილების მდებარეობის, თანკბილვის დარღვევების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას, მავნე ჩვევების მოცილებას და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • „თერაპიული სტომატოლოგია“ ე.ბოროვსკი, ვ.ივანოვი, ი.მაქსიმოვსკი, ლ.მაქსიმოვსკაია. გამომცემლობა ,,მთაწმინდელი". თბილისი 2001

Tags:

გინგივიტი ეტიოლოგიაგინგივიტი მკურნალობაგინგივიტი რესურსები ინტერნეტშიგინგივიტი ლიტერატურაგინგივიტილათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ასურეთიშხარამე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიბაში-აჩუკი (ფილმი)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქართვლის დედანილოსიკონსერვატიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკევინ დე ბრეინენიდერლანდებიპაბლო პიკასოირაკლი კობახიძეაზერბაიჯანიდინოზავრებიბუაბას I (ირანი)ამირანი (მითოლოგია)ნაღვლის ბუშტიLOUDspeakersწინადადებაკანონიერი ქურდიანტარქტიდაიულიუს კეისარიაშშ-ის ისტორიასამკუთხედირაგბირუსული დამწერლობატაო-კლარჯეთიგიორგი ლეონიძეჩრდილოეთი აფრიკაინგლისური ენაგასტრიტიტიციან ტაბიძეცივი ომიფეხბურთის წესებიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიანანურის ციხეფეხბურთიფინეთიდისკრიმინაციაავტომობილიფთორიაბრეშუმის ჭიატონაუშგულის თემიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიპუნიკური ომებიმამუკა მდინარაძენაციონალ-სოციალიზმითირკმელიმარიამ ლაშხიფოტოსინთეზიშავი ზღვაალკოჰოლიზმიბიბლიაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიათეროსკლეროზიეგრისის დიდი ომიციყვიმარი ანტუანეტიორგაზმისაქართველოს ეროვნული პარკების სიაანა დოლიძედაუნის სინდრომიმონღოლთა ბატონობა საქართველოშინიკო ფიროსმანიკარტოფილიმორალი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაჰაერის დაბინძურებაზამთარილევან ხაბეიშვილიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოჯაყოს ხიზნებისამასი არაგველიგამარჯვების დღემასტურბაცია🡆 More