ავაზა

ავაზა, გეპარდი (ლათ.

Acinonyx jubatus) — ტანად დიდი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1.1–1.5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში ჩვეულებრივ 67–94 სმ, კუდის სიგრძე 80 სმ, წონა 21–72 კგ. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველია; სანადიროდ გასული ავაზა საათში 80–98 კმ/სთ ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 128 კმ/სთ. გამოყოფილია ოთხი ქვესახეობა.

ავაზა
ავაზა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  ავაზები
სახეობა:  ავაზა
ლათინური სახელი
Acinonyx jubatus
დაცვის სტატუსი
ავაზამოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 219
გავრცელება
ავაზა
გავრცელების არეალი

მსუბუქი აღნაგობისაა, აქვს წაგრძელებული წვრილი ფეხები, პატარა მომრგვალებული თავი და გრძელი კუდი. სახეზე გასდევს შავი ცრემლისმაგვარი ზოლები. მოყვითალო-კრემისფერ-თეთრი ან მკრთალი-მოყვითალო შეფერილობისაა. სხეული მეტწილად დაფარულია თანაბრად განაწილებული შავი კოპლებით. აფრიკის, ცენტრალური ირანისა და ინდოეთის მკვიდრია.

XVIII საუკუნემდე ავაზა ბინადრობდა მტკვარ-არაქსის დაბლობზე. ისტორიული წყაროებით დასტურდება ავაზას არსებობა აღმოსავლთ საქართველოს დაბლობ და გაშლილ ველებზე. შუა საუკუნეების საქართველოში მოშინაურებულ ავაზას ქურციკებზე სანადიროდ გეშავდნენ.

XV–XVII საუკუნეების ქართულ წერილობით წყაროებში ავაზები უკვე აღარ მოიხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროისათვის საქართველოში ავაზების არარსებობა გამოწვეული უნდა ყოფილიყო, ტრამალის ჩლიქოსნების შემცირებითა და თვით ახალგაზრდა ავაზების დასაგეშად მოპოვებით.

სქოლიო

Tags:

კატისებრნილათინური ენახმელეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაში-აჩუკი (ფილმი)სამოქალაქო საზოგადოებაიგიაბო თბილელის წამებახევსურეთიპლებისციტიკალათბურთიკრასუსიმიხეილ ყაველაშვილიბზობაგარემოს დაცვადიდი პანდაჰიმალაიკევინ დე ბრეინეკონსტანტინოპოლიგულირთველივინსენტ ვან გოგიკომუნიზმიუშგულის თემიხორვატიამღრღნელებიშალვა პაპუაშვილინოე ჟორდანიაკილოგრამიდომენტი მშვენიერაძებასიანის ბრძოლანაციონალ-სოციალიზმისაქართველოს ეროვნული პარკების სიაშენგენის ზონაგიორგი ანწუხელიძემსოფლიოს შვიდი საოცრებაგიორგი II (საქართველოს მეფე)გიორგი III (საქართველოს მეფე)იუნესკოეგვიპტის პირამიდებიჯაყოს ხიზნებიFacebookევერესტიდავითი (მიქელანჯელო)საჰარადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაერითროციტებისოციალიზმივიკისაწყობიგაზაფხულიწითელასტამბოლინოდარ დუმბაძესოკოებიაზიანუსხურისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკატიციან ტაბიძეჩემი ცოლის დაქალებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიბახტრიონის ბრძოლასისხლიიეთიმ გურჯისუფრის მარილიფოთილონდონიადამიანიიგავ-არაკიადამიანის ჩონჩხიმდინარეგიორგი VII (საქართველოს მეფე)ობობებიევროპის მდინარეების სიაკასპიის ზღვაგლობალური დათბობააღმოსავლეთი საქართველოირემიბენიტო მუსოლინირუსთავიმზის დაბნელება🡆 More