აგვისტო

აგვისტო (ლათ.

Augustus; ძვ. სახელები: მარიამობისთვე, ქველთობისა) — გრიგორიანული და იულიანური კალენდრების მერვე თვე. მოქცეულია ივლისსა და სექტემბერს შორის. აგვისტოში 31 დღეა.

<< აგვისტო >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
2024

ამ თვეს, თავდაპირველად, ლათინურად, სექსტილისი ერქვა, რადგანაც ორიგინალურ რომაულ ათთვიან კალენდარში, რომელიც რომულუსმა შემოიღო ძვ. წ. 753 წელს და რომელშიც წელიწადი მარტში იწყებოდა, მეექვსე ადგილი ეკავა (სექს — ლათინურად „ექვსი“). ძვ. წ. 700 წლისათვის, იგი მერვე თვე გახდა, მას შემდეგ, რაც რომის მეფე ნუმა პომპილიუსმა კალენდარში მარტამდე იანვარი და თებერვალი ჩაამატა. მან, ასევე, თვეს 29 დღე მიაკუთვნა. იულიუს კეისარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს იულიუსის კალენდარი შემოიღო, თვეს 2 დღე დაუმატა, რითაც მან თავისი დღევანდელი სიგრძე, 31 დღე მიიღო. ძვ. წ. 8 წელს მას, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად, აგვისტო უწოდეს (ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, მას ერთი დღე თებერვლისაგან არ აუღია). სენატის გადაწყვეტილების მიხედვით, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, საამისოდ ეს თვე იმიტომ შეირჩა, რომ ავგუსტუსის ტრიუმფის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ეგვიპტის დაპყრობის ჩათვლით, სწორედ ამ თვეს ემთხვეოდა. ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით „ქველთობისა“ ერქვა. შემდეგ აგვისტოს პარალელურად „მარიამობისთვე“ გავრცელდა.

აგვისტო არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

აგვისტოს ზოდიაქოს ნიშნებია ლომი და ქალწული.

აგვისტო იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც თებერვალი მხოლოდ ნაკიან წელს.

ქველთობისა

კორნელი კეკელიძე ქველთობისას 2 ივლისი — 31 ივლისით საზღვრავდა.

კ. კეკელიძის აზრით „ქუელთობისაჲ“ (თთუე), სახელობითი ბრუნვა — „ქუელთობა“. მისი მოსაზრებით შეცდომაა სახელწოდება ქუელთობისას პირველი ნაწილის „ქუე“-ს „ქვე“-დ და შესაბამისად მისგან ქველის წარმოება და მასზე აპელირება. პირვანდელი ფორმაა „ქუე“, რომელიც კავშირშია ირანული წარმართული კალენდრის ერთ-ერთ თვესთან „ფარვარდინთან“, რომლის დროსაც იმართებოდა ქვესკნელთა მყოფთა დღესასწაული — „ფრავარტა“.

აგვისტო 
„არესრულა წმიდაჲ იგი ქრისტჱს მოწამჱ თთუესა ივლისსა, რომელ არს ქუელთობისაჲ, მეცხრესა ინდიქტიონსა.“
აგვისტო 
„წელსა პირველსა დევნულებისა ჩუენისასა, უწინარჱს რვისა დღისა ქუელთობისასა, კესარიას პირველი მოწამეთაჲ პალესტინეს გამოჩნდა პროკოპი... ესე დღჱ ოთხშაბათი იყო, მერვჱ ქუელთობისაჲ, უწინარჱს რვისა ჟამთა იულისათა, რომელსა ჰრქჳან ჰრომაებრ.“
აგვისტო 
„მაშინ მოჰკუეთეს თავები ორასთა მათ თთუესა ქუელთობისასა ოცდარვასა, დღესა კჳრიაკესა, ჟამსა მესამესა.“

აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

აგვისტო ქველთობისააგვისტო ს მნიშვნელოვანი მოვლენებიაგვისტო ლიტერატურააგვისტო სქოლიოაგვისტოგრიგორიანული კალენდარიდღეთვეივლისიიულიუსის კალენდარილათინური ენასექტემბერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამხრეთი კორეაარაპენეტრაციული სექსისაქართველოს დიდი სოფლებიახალციხესაქართველოს სამეფოევოლუციაათეიზმიმარიამ მაგდალინელიტერორიზმიშველიაბსცისაფეხბურთის წესებიკაცია-ადამიანი?!აბო თბილელის წამებამირზა გელოვანინიკო ფიროსმანიმზის სისტემამაიმუნებითირკმელიდედამიწის ისტორიაკოსმოპოლიტიზმისიმსივნემაროკოწმინდა გიორგიხევისბერი გოჩათრიაკურდღელიიგავ-არაკიმოწამეთარომბიმიხეილ ლომონოსოვითორნიკე ოქრიაშვილიმსოფლიოს მოსახლეობაჟანა დ’არკივიეტნამიშუა საუკუნეებიშუშანიკის წამებაფობიების სიამამა გაბრიელიფილტვებიოქტავიანე ავგუსტუსინიჰილიზმივეფხისტყაოსანიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითთემურლენგიინფექციური დაავადებებიხედუბაიმტირალას ეროვნული პარკიტოლერანტობაკლიმატიალპებიგიორგი II (საქართველოს მეფე)გერმანიის ქალაქების სიაქართული მითოლოგიაბესლანის ტერაქტივეშაპისნაირნიკრწანისის ბრძოლაქანი (გეოლოგია)ალუდა ქეთელაურისაქართველოს კონსტიტუციათბილისის პანსიონებიგოგირდიდიდგორის ბრძოლაბაგრატ III (საქართველოს მეფე)გაუტყეურებანილოსიმეორე მსოფლიო ომისაქართველოს პრეზიდენტილევან საგინაშვილიპარადოქსიფრანკთა სახელმწიფოანტარქტიდააღმოსავლეთი საქართველოძაღლიპირველი მსოფლიო ომისპილოსებრნიგიორგი ლეონიძე🡆 More