დაავადება

დაავადება — პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

როდესაც ადამიანს რომელიმე სნულება შეეყრება, მის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, ხშირად — უსიამოვნო. ადამიანი შესაძლოა დაავადებული დაიბადოს ან შემდეგ დაავადდეს ტრავმის, ინფექციის, ან სხვა მიზეზის გამო. დაავადება სხადასხვაგვარია, დაწყებული ისეთი მძიმე სნეულებით, როგორიც შიდსია და დამთავრებული ჩვეულებრივი გაციებით. ზოგიერთი სნეულება, მაგალითად დიაბეტი, პოტენციურად სახიფათოა, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ორგანიზმს დიდი ზიანი არ მიადგება.

დაავადება
ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირები

ინფექციური დაავადებები

ბევრი დაავადება ინფექციურია. ეს ნიშნავს, რომ მათი გამომწვევი მიკროორგანიზმები ჰაერით ან ფიზიკური კონტაქტით გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ასეთ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ბაქტერია, ვირუსი, პრიონი, და სოკო.

ბაქტერიებით გამოწვეული სნულებებია: საკვებით მოწამვლა, ტუბერკულოზი, ტეტანუსიდა ხეხილის ავადმყოფობა. ბაქტერიებს ანტისეპტიკური პრეპარატებითა და ანტიბიოტიკებით ებრძვიან. ზოგიერთი ბაქტერიისაგან თავდაცვა წინასწარი აცრითაც შეიძლება. ამგვარ დაცვას იმუნიზაცია ჰქვია.

ვირუსი რამდენიმე დაავადებას იწვევს, მათ შორის — შიდსს, ცოფს, წითელას, ჩუტყვავილას, გრიპსა და ჩვეულებრივ გაციებას. ვირუსულ დაავადებას ანტიბიოტიკები ვერ მოერევა, სამაგიეროდ ამ შემთხვევაში ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება.

პრიონი ბაქტერიასა და ვირუსზე მომცროა და მხოლოდ ცილებისგან შედგება. მეცნიერთა აზრით, პრიონები იწვევს ძროხის ცოფს, რომელიც შესაძლოა დაავადებული პირუტყვებიდან ადამიანზეც გადავიდეს.

სოკო ადამიანში იწვევს მიკოზს, სირსველსა და სხვა სნეულებებს, მსხვილფება რქოსანი პირუტყვის ჩლიქების ლპობასა და მცენარეთა მრავალ დაავადებას. სოკოვან სნეულებებს საგანგებო ფხვნილებითა და მალამოებით კურნავენ, რომლებიც სოკოს სპობს.

ეპიდემია

ზოგჯერ ერთსა და იმავე ადგილას მრავალ ადამიანს ერთდროულად შეეყრება ერთი და იგივე სნეულება. ამას ეპიდემია ჰქვია. ისეთ სნეულებათა ეპიდემია, როგორიც ქოლერა და ტიფია, მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები მიკრობებით დასნებოვნებულ წყალს სვამენ ან საკვებს ჭამენ, ხოლო წითელასა და გრიპის ეპიდემიის გამომწვევი ვირუსები ხველით, ცემინებით ან ავადმყოფთან ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის.

მემკვიდრეობით და განვითარების დაავადებები

მემკვიდრეობითი დაავადება მშობლებისგან შვილებს გადაეცემა. ერთ–ერთი ასეთი სნეულება ჰემოფილია, რომლის დროსაც სისლის შედედება შენელებულია. ასეთი თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებს საგანგებო მკურნალობით უმსუბუქებენ მდგომარეობას, თუმცა ჰემოფილიას სრულად ვერ კურნავენ.

ზოგჯერ ახალშობილის ზოგიერთი ორგანო სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. მაგალითად, თუ მისი გულის შიდა ტიხრებში ხვრელია, ეს სისლხის არასწორ მიმოქცევას გამოიწვევს. ამგვარ დაავადებებს განვითარების დაავადებები ჰქვია.

ფსიქიკური დაავადება

ფსიქიკური დაავადება გონების პრობლემაა. ფსიქიკური სნეულების მძიმე ფორმას ფსიქოზი ჰქვია, ხოლო შედარებით მსუბუქს — ნევროზი. ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი უჩვეულოდ იქცევა, მაგალითად, ზოგიერთი მათგანი არარსებულ საგანს ხედავს ან არარსებული ხმები ესმის. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი შესაძლოა, სხვას დაესხას თავს ან საკუთარ თავს დაუშავოს რამე.

რესურსები ინტერნეტში

დაავადება 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

დაავადება ინფექციური დაავადებებიდაავადება ეპიდემიადაავადება მემკვიდრეობით და განვითარების დაავადებებიდაავადება ფსიქიკური დაავადება რესურსები ინტერნეტშიდაავადებაადამიანიდიაბეტიინფექციაშიდსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კლიმატის ცვლილებასაკურადეჟავიუარასამთავრობო ორგანიზაციაგელათის მონასტერიემპათიაევერესტიჭადრაკირამადანიგანახლებადი ენერგიაცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიჯიქიFacebookბუნებრივი რესურსებიმსოფლიოს მოსახლეობასაფრანგეთის რევოლუციაეთიოპიაგამაფრთხილებელი შეფერილობარუსთავიიულიუს კეისარიირემისაქართველოს ქალაქებითბილისის ისტორიასაქართველო VI საუკუნეშირომიოქროს საწმისიპუნიკური ომებიგასტრიტიიორდანიანარიყალაჰოლოკოსტიღამურაოქროსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემცხეთატაილანდინიანგებიალჟირიუკრაინანაკიანი წელიწადიჯიხვირაბათის ციხემერაბ დვალიშვილიავსტრალია (კონტინენტი)წითელი წიგნილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქალწული (ასტროლოგია)ორენბურგის ოლქიყინწვისის მონასტერიეპითეტიბერძენ-სპარსელთა ომებირაჭაშეცდომა (ქართული ტელესერიალი)ანემიაეგრისის დიდი ომიცენტნერიდამასკორევაზ ინანიშვილიესპანეთინელსონ მანდელაოპერამზის სისტემამზეზვიად გამსახურდიასომხეთის ისტორიაკაპიტალიზმიდიდი პანდამარჩბივი (ასტროლოგია)ქვევრი (ფილმი)დრამატურგითბილისის პანსიონებიექვთიმე თაყაიშვილიქართული დამწერლობა🡆 More